"ვოისის" მონაწილე თეონა ყოლბაია პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლეს - რისთვის იხდიდა სასჯელს კონკურსანტი

"ვოისის" მონაწილე თეონა ყოლბაია პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლეს - რისთვის იხდიდა სასჯელს კონკურსანტი

"ვოისის"კონკურსანტი პატიმარი თეონა ყოლბაია სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლა [იხილეთ ვიდეო].

"აქედან შენი პირადი ნივთების ასაღებად ბადრაგის მანქანა ვეღარ წაგიყვანს, დაგითმობთ პირად ავტომობილს, რომელიც მოაგვარებს ამ საკითხს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თეონა ყოლბაია 2012 წლის 5 მაისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

ბრალდებული თეონა ყოლბაია და თეიმურაზ ბააცაშვილი, სათამაშო იარაღით შეიარაღებულები აყაჩაღებდნენ კერძო ტაქსის მფლობელებს. წინასწარ შერჩეულ ადგილას აჩერებდნენ ტაქსს, რის შემდეგაც მიყავდათ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და სათამაშო იარაღის მუქარით ართმევდნენ ფულად თანხას, მობილურ ტელეფონს და ავტომანქანას, ხოლო მძღოლს ტოვებდნენ შემთხვევის ადგილზე. ასევე გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ მათ მიერ ასევე დაყაჩაღებულია დ. უზნაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია, საიდანაც გაიტაცეს 250 ლარი.

2 ვიდეო ამ თემაზე:

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება