"ასეთ ადამიანზე ვოცნებოდი" - "ჩემი ცოლის დაქალების" ელისო სერიალში გათხოვებიდან რამდენიმე თვეში რეალურ ცხოვრებაშიც გათხოვდა

"ასეთ ადამიანზე ვოცნებოდი" - "ჩემი ცოლის დაქალების" ელისო სერიალში გათხოვებიდან რამდენიმე თვეში რეალურ ცხოვრებაშიც გათხოვდა

მსახიობ გვანცა გიორგობიანის პერსონაჟი, სახელად ელისო პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გადამღებმა ჯგუფმა გასულ სეზონზე გაათხოვა. ახალ სეზონზე ელისო სერიალში აღარ გამოჩენილა, ალბათ სცენარმა ასე მოითხოვა... საინტერესო ის არის, რომ გვანცას ეკრანული გაბედნიერება ცხოვრებაში მართლაც რეალობად იქცა, - ცოტა ხნის წინ გათხოვა.

AMBEBI.GE გვანცა გიორგობიანს ესაუბრა.

- გილოცავთ. სერიალში შენი გათხოვება გადამღები ჯგუფისთვის წინასწარმეტყველებასავით აღმოჩნდა.

- სცენარის ავტორმა ქეთი დევდარიანმა "დაქალებში" კარგ ხელზე გამათხოვა. ჰო, ასე გადაწყვიტა, რომ მისი ერთ-ერთი პერსონაჟი - ელისო გაებედნიერებინა. არა მარტო ქეთის, მთელ შემოქმედებით ჯგუფს ძალიან შევუყვარდი, რასაც მათთან ურთიერთობისას ვგრძნობდი კიდეც. ისინი ჩემი დიდი გულშემატკივრები გახდნენ და უნდოდათ, რომ რეალურ ცხორებაშიც დავქორწინებულიყავი და რაც შეეძლოთ, ის გააკეთეს, - სერიალში გამათხოვეს და ხომ ვამბობ, ძალიან კარგ ხელზე. იმის მერე მალე შევხვდი ჩემს მეორე ნახვარს, მიუხედავად იმისა, რომ ლევან ჩაჩუას, ახლა უკვე ჩემს მეუღლეს 4 წელი ვიცნობდი.

- ვიცი, რომ ძალიან ტრადიციული ადამიანი ხარ. ყველა რიტუალის დაცვით (ნიშნობა, ჯვრისწერა, ქორწილი) გათხოვდი?

- ნიშნობა 7 იანვარს, ქრისტეშობის დღეს გვინდოდა დაგვემთხვია და ამისთვის ვემზადებოდით. ჩვენი ოჯახიც გეგმავდა, რომ ღირსეულად დახვედროდა მომავალი სიძის ოჯახს. მოგეხსენებათ, აფხაზეთიდან გახლავართ და ჩვენებურად, ლამაზად და განსხვავებულად უნდა გვემასპინძლა, რომ ამ დღეს ნამდვილი ზემი მოგვეწყო. მანმადე კი ლევანის დაპატიჟებას, ანუ ოფიციალურ ვახშამს 1-ელ იანვარს, ახალ წელს ვგეგმავდით.

ლევანი ძალიან დაკავებული ადამინია, დასვენების დღე თითქმის არ აქვს...

- სად მუშაობს?

- ქართულ სადრისტიბუციო მარკეტინგულ კომპანიაში, ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელია.

მერე ისიც დაემთხვა, რომ საავაციო უშიშროებიდან წამოსვლა (წლების განმავლობაში მუშაობდა. - ავტ.) გადავწყვიტე და ამის შესახებ სამსახურშიც ვთქვი. მითხრეს, კანონის თანახმად, პოლიციელი, ორგანოს თანამშრომელი თუ ოჯახს ქმნის, ამის გამო პრემიის სახით, საჩუქარი ერგება. ვინაიდან ამდენი წელია, აქ ასე პირნათლად მსახურობ, შენ გარეშე ქვეყნის საზღვარს ვერავინ ტოვებს, საქართველოს სადარაჯოზე ხარ, გაცვია პოლიციელის ფორმა და "პაგონიანი" ქალი ხარ... რატომ უნდა დაკარგო ეს საჩუქარი? მირჩიეს, ადექი, ხელი მოაწერე და სამსახურში ოფიციალურად მოწმობა წარადგინეო. ეს წინადადება მეც მომეწონა. საჩუქრები ხომ ყველას უყვარს, მე -განსაკუთრებით (იცინის).

მოკლედ, აღარ დაველოდე ჯვრისწერისა და ქორწილის დღეს, თუმცა სურვილი კი მქონდა, თეთრ კაბაში მომეწერა ხელი და ყველა ეს ცერემონია ერთ დღეს ჩატარებულიყო. ჩემმა მეუღლემაც, მაშინ საქმრომ, პრობლემა არნაირად შემიქმნა. ავდექით და ხელი მოვაწერეთ.

- ე.ი. ხელისმოწერის ცერემონია ჩუმად ჩატარდა?

- ჩემი მეუღლე კეთილი, პატიოსანი, წესიერი ადამიანია. მე მას ნამდვილ ქართველ რაინდს ვუწოდებ, ასეთ ადამიანზე ვოცნებოდი და ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა საჩუქარდ გამოიგზავნა. კი, მეუბნება, ბევრს მაქებო, მაგრამ ფაქტია, არ ეშლება არაფერი და ყველაფრი ისე მოაგვარა, რომ უსტიციის სახლში 17 დეკემბერს ხელის მოსაწერად მივედით. არ გვქონდა დაგეგმილი, რომ ხელისმოწერა აუცილებად ბარბარობისთვის დაგვემთხვია. უბრალოდ, ასე მოხდა და ბარბარობას, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო დღეს დავქორწინდით, შემთხვევით არაფერი ხდება.

- კარგია, რომ ქორწინება ასეთ ლამაზ დღეს დაემთხვა.

- დიახ, მეჯვარეებითურთ მივედით იუსტიციის სახლში. თუმაცა ისე მქონდა, წრმომედგენილი, რომ ცერემონიის შემდეგ სამსახურში უნდა წავსულიუყავი, მაგრამ ლევანმა მითხრა, - გვანცა, რა დროს სამსახურია? ყველანი რესტორანში მივდივართ, ეს დღე უნდა აღვნიშნოთო... რესტორანში შემოგვიერთდა მისი ერთადერთი და, თავისი ოჯახით - მეუღლით და შვილებით. დავლოცეთ ერთმანეთი, მოვილხინეთ, კარგი ვახშამი გამოვიდა, სასიამოვნო საღამო შედგა, მაგრამ როცა მოსაღამოვდა, ჩემებმა დამირეკეს, - აღარ მოდიხარო? კი, უკვე მოვდივარ-მეთქი და ლევანს გადავულაპარკე, - წავალ, უკვე დროა, ხვალ სამსახურში 24 საათი მუშაობა მიწევს, რაზეც ასეთი პასუხი მივიღე: - არსად არ გიშვებ, უკვე ჩემი კანონიერი მეუღლე ხარ და არ მინდა, ერთმანეთის გარეშე 2 თვე-ნახევრი ვიყოთო.

- ჯვრისწერას როგორც ჩანს, უფრო გვიან აპირებდით.

- კი, დიდი მარხვის წინა შაბთ-კვირას იმიტომ, რომ ვაკეთებთ ჩვენს ბუდეს, სახლს, სადაც უნდა ვიცხოვროთ და დიდი ფაცი-ფუცი გვაქვს. მან ეს საქმე მე მომანდო და ჩემი გემოვნებით კეთდება ბევრი რამ, თუმცა ყველაფრი მაინც ერთობლივად...

ყველაზე სასაცილო ამბავი მაშინ იყო, როცა ჩემს მეუღლეს ვუთხარი, 7-ში ნიშნობა რომ გვაქვს-მეთქი? შენ რა გინდა, ჩემი ოფიციალური და კანონიერი მეუღლე 7 იანვრს დავნიშნოო? მივხვდი, რომ მართლა არალოგიკური იყო ეს ყველაფრი და დარჩენაზე უარი არ მითქვამს, რადგან მეც არ მინდოდა მის გარეშე არც ერთი დღე და არც ერთი წამი...

- საავიაციო უშიშროებიდან წამოხვედი?

- კი და საბოლოოდ დავუბრუნდი ჩემს საქმეს, პროფესიას, ვარ გახმოვანების მსახიობი, ვახმოვანებ სერიალებს, მხატვრულ ფილმებს შოუებს... 

- საახალწლოდ რა სიურვილები გაქვს?

- სულით და გულით როგორც ჩემს გულშემატკივრებს, ისე მთელ საქართველოს მინდა, მივულოცო დამდეგი ქრისტეს შობა, ახალი წელი, ვუსურვო იღბლიანი, ბედნიერი, ხვავიანი წელიწადი, სურვილების, ოცნებების ასრულების წელიწადი ყოფილიყოს.

ყველა იმ ადამიანს, ვინც პირადად მომილოცა გაბედნიერება და ასეთთა რიცხვი უამრავი აღმოჩნდა, მადლობა გადავუხადო. ბოლო 10 დღეა, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა. მწერენ და მილოცავენ "ფეისბუქითაც".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება