ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე სკანდალური, ყველაზე რომანტიული, ყველაზე გასაიდუმლოებული - 2015 წლის ქორწილები

ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე სკანდალური, ყველაზე რომანტიული, ყველაზე გასაიდუმლოებული - 2015 წლის ქორწილები

2015 წელს ცნობილმა ადამიანების უმეტესობა ერთმანეთზე დაწყვილდა, იყო სკანდალები, მაგრამ ოჯახები მაინც შექმნეს. რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მისი რჩეული მორაგბე სანდრო ნიჟარაძეა. სანდრო და რუსკა რამდენიმე წლის მანძილზე იყვნენ შეყვარებულები და მათი სიყვარული ქორწინებით დასრულდა. ambebi.ge 2015 წლის ქორწინებების შესახებ გიამბობთ.

წლის ყველაზე ხმაურიანი ქორწინება

ბუკა პეტრიაშვილის და ჟურნალისტ ეკა მიშველაძის ქორწინების ამბავმა საზოგადოება შოკში ჩააგდო, ეს ამბავი თავად ბუკა პეტრიაშვილის ოჯახის წევრებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ბუკა პეტრიაშვილმა ეკა მიშველაძესთან ქორწინება ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, სანამ მეუღლეს ოფიციალურად გაეყრებოდა. ამის შესახებ, "ambebi.ge"-თან პეტრიაშვილის მამიდამ, ნანა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომელიც ძმისშვილს ურჩევდა ოჯახი არ დაენგრია, მაგრამ მისი რჩევა არ გაითვალისწინეს. წყვილმა მაინც იქორწინა, მეგობრების წრეში დაოჯახება აღნიშნეს. ცოტა ხანში კი ეკა მიშველაძეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა დაუხურეს, რის მიზეზად პოლიტიკოსის ცოლობა დაუსახელეს.

წლის ყველაზე სკანდალური ქორწინება

19 წლის მოდელის ნინი ნებიერიძის და ბიზნესმენ თემურ უგულავას ქორწინებაზე თბილისში დღემდე ლაპარაკობენ. გავრცელებული ინფორმაციით, როცა მათი ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი, თემურ უგულავას ქალიშვილმა ნინი ნებიერიძეს მამამისის მიერ ნაყიდი მანქანა წაართვა, უგულავას პირველი ცოლი თეო ფერაძე კი აქტიურად გამოჩნდა საზოგადოებაში, მან არაერთი ინტერვიუ მისცა მისი და თემურ უგულავას დანგრეული ოჯახის, ტკბილი და მძიმე მოგონებების შესახებ. 19 წლის მოდელმა ყველა სირთულეს გაუძლო და რამდენიმე კვირის წინ ბიზნესმენზე დაქორწინდა. ისინი ახალ სახლში ცოტა ხნის წინ გადავიდნენ. დაგეგმილი აქვთ ქორწილის გადახდაც, მაგრამ როდის ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

წლის ყველაზე რომანტიული ქორწინება

"რა? სად? როდის? კლუბის წევრმა სანდრო ლორთქიფანიძემ მთელი ქვეყანა აალაპარაკა, საყვარელ ქალს მან ხელი ინტერლექტ-კლუბში სთხოვა. თამაში ალექსანდრე ლორთქიფანიძის გუნდმა 6:4-ით მოიგო. თუმცა, ეს არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმ დღეს შოუში მოხდა. თამაშის დასასრულს გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, გუნდის ერთ-ერთ წევრს ანი მარდალეიშვილს პირდაპირ ეთერში ხელი სთხოვა. სანდრომ საყვარელი ქალისგან თანხმობა მიიღო და რამდენიმე წლიანი სიყვარული ქორწინებით დასრულდა.

წლის ყველაზე გასაიდუმლოებული ქორწინება

2015 წელს გათხოვდა ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი. ის ახლა ამერიკაში ცხოვრობს თავის ქმართან ერთად. ბენ ჩეიმისა და ნუკის სიყვარულის ამბავი 2014 წელს დაიწყო, მათ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. შემდეგ ბენი საქართველოში ჩამოვიდა, შემდეგ ნუკი წავიდა ამერიკაში. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი დაშორების შესახებ ალაპარაკდნენ. ნუკი პირად ცხოვრებაზე დაახლოებით ერთი წელი აღარ საუბრობდა, მოგვიანებით კი ცნობიილი გახდა, რომ მან ქართველ დიზაინერს საიდუმლოდ შეაკერინა საქორწილო კაბა და ბენ ჩეიმზე იქორწინა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება