როგორ გამოიყურება 66 წლის ალა პუგაჩოვა უმაკიაჟოდ

როგორ გამოიყურება 66 წლის ალა პუგაჩოვა უმაკიაჟოდ

66 წლის ალა პუგაჩოვამ ინსტაგრამის გვერდი გაააქტიურა და ფანებს გვერდიდან ძალიან პირადულ ფოტოებს სთავაზობს. პრიმადონას პირველივე საათებიდან 60 ათასამდე გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში.

"მაქსიმი კურშაველში გაემგზავრა. ამ სასაცილო პარიკით სად წავიდე?" - ეკითხება ფანებს მომღერალი და ფოტოს ათავსებს, რომელზეც ფაქტობრივად, უმაკიაჟოდ არის გადაღებული. მომღერალს მხოლოდ წითელი ტუჩსაცხი უსვია და სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც ყოველდღე ხედავენ მაყურებლები. ფოტომ ინტერნეტმომხმარებლები გააოგნა. კომენტარებში მის ნამდვილობას არ იჯერებენ და ამბობენ, რომ ეს გვერდი მომღერალს არ ეკუთვნის, თუმცა ინსტაგრამ-გვერდის ავთენტურობას ადასტურებენ მომღერლის ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე და ყოფილი მეუღლე ფილიპ კირკოროვი, რომლებმაც თავიანთი გვერდებიდან შეატყობინეს ფანებს, რომ პუგაჩოვა სოციალურ ქსელს დაუმეგობრდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს