18 წლის გოგონამ საკუთარი ხელით შეკერილი კაბით, ინტერნეტსივრცე დაიპყრო

18 წლის გოგონამ საკუთარი ხელით შეკერილი კაბით, ინტერნეტსივრცე დაიპყრო

ნიუ ჯერსის სახელოვნებო სკოლის მოსწავლემ, კიმა მაკენტაირმა მოდის მიმდევრები გააოცა, როცა საკუთარი დიზაინით შეკერილი ულამაზესი კაბის ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ამერიკული მედია გაოცებას ვერ მალავდა თინეიჯერი გოგონას ნიჭიერების გამო, რომლის კაბის მშვენიერება გასცდა სკოლის გამოსაშვები საღამოს ფარგლებს და ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

კიმას თქმით, მის ერთ-ერთ მოტივაციად იქცა ის დამცირება, რომელსაც კლასელებისა და სკოლელებისგან იტანდა წლების განმავლობაში საკუთარი გარეგნობის გამო. სამოსში მან აფრიკული ელემენტები გამოიყენა, რითაც ფერადკანიანი გოგონების მხარდაჭერა გამოხატა. ინსტაგრამზე ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კიმას პოპულარობამ პიკს მიაღწია - მის გვერდს ყოველდღიურად 35 ათასამდე ადამიანი ათვალიერებს. თინეიჯერი დიზაინერი სწავლის გაგრძელებას პარსონსის დიზაინის სკოლაში გეგმავს და სურს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდი შექმნას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება