ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
11:10 / 06-01-2016
"ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ლამაზი ხარო, მეუბნება" - როგორ ანებივრებს ორსულ მარიამ კუბლაშვილს ლევან ხურცია
ახალდაქორწინებულ წყვილი - ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და მსახიობი ლევან ხურცია რამდენიმე თვეში მშობლები გახდებიან. მარიამი 3 თვის ორსულია. ბავშვის სქესი იციან, თუმცა არ ამხელენ. ამბობენ, რომ მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მარიამისთვის ეს მეორე შვილია, მას უკვე ჰყავს ვაჟი პირველი ქორწინებიდან, ლევანისთვის კი პირველია. ქმარი ორსულ ცოლზე გაასმაგებული პასუხისმგებლობით ზრუნავს და ყველა მის კაპრიზს ასრულებს. წყვილი მათ ცხოვრებაში დამდგარ ახალ ეტაპზე "სარკეს" ესაუბრა:

- უკვე წარმოდგენილი გაქვთ, როგორი მამა იქნებით?
- არა, აზრზე არ ვარ, როგორი მამა ვიქნები. მე უკვე მყავს შვილი, მარიამის ვაჟი, გიორგი-არბი. ძალიან მეგობრული, ძალიან ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს მასთან, თუმცა მამობა რა შეგრძნებაა და როგორი მამა ვიქნები, არ ვიცი. როცა ბავშვი გაჩნდება, მერე მივხვდები, როგორ უნდა ვიურთიერთო მასთან.

- როგორ ზრუნავთ ორსულ ცოლზე, ხომ არ ჭირვეულობს?
- სხვათა შორის, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შემიმჩნევია, უბრალოდ ახლა იმაზე გაცილებით მეტად ვუფრთხილდები, ვიდრე აქამდე.

- როგორი იყო თქვენი და ლევანის რეაქცია, როცა გაიგეთ, რომ მშობლები გახდებოდით?

- არც გვჯეროდა, ძალიან გახარებულები ვიყავით. ლევანი სიხარულისგან ტიროდა, ბავშვივით ხტუნავდა.

- როგორი ორსულობა გაქვთ?
- ყოველ საღამოს მგონია, რომ ვიმატებ და ვიმატებ, ალბათ ყველა ორსულ ქალს აქვს ეს შეგრძნება, რომ ცოტა მძიმედ სუნთქავს, რომ დამძიმდა და ა. შ. დღეს მითხრეს, არ მოგიმატია, დამშვიდდიო. ძალიან კაპრიზული ვარ, სულ ვწუწუნებ, სულ მგონია, რომ დავიღალე. ლევანი ყველაფერს თვითონ აკეთებს, უნდა, რომ მე დავისვენო. პატარა რაღაცაზეც რომ დავიწუწუნო, თავს მევლება, აბა, რა გჭირდება, რა გინდაო. ოღონდ შენ იწექი, კომფორტულად იგრძენი თავიო, მეუბნება. როცა მეუღლე თავს ასე გევლება, ძალიან კარგია!

- როგორ კომპლიმენტებს გეუბნებათ ლევანი?
- ლევანი კომპლიმენტებს სულ მეუბნება, სანამ ცოლად გავყვებოდი, ყოველთვის მეუბნებოდა, შენს გარეგნობაში რაღაც ძალიან მომწონსო. ყველა კაცს თავისი შეყვარებული და ცოლი ყველაზე ლამაზი ჰგონია, ლევანიც ასეა. ჰოლივუდის ვარსკვლავებზეც ლამაზი ხარო, მეუბნებოდა. ახლაც ხშირად მანებივრებს კომპლიმენტებით. სულ მიმეორებს, რომ განსაკუთრებულად გამოვიყურები, რომ ლამაზი ვარ.

ეკა ლემონჯავა
ჟურნალი "სარკე"
19:44 / 13-01-2016
თამარი
0
მარიამი მართლაც დიდებული ქალბატონია,ყველა ღირსებით შემკული და ნამდვილი მზეთუნახავი.გვიმრავლოს ასეთი ქალები....გაიხარეთ და გამრავლდით....
17:57 / 13-01-2016
111
0
ბედნიერებას უსურვებ ამ წყვილს, მაგრამ სამწუხარო ისაა რომ ასე ლაპარაკობენ და მეორე წუტსი დაიწერება რომ დაშორდნენ, ამათ ჯვარი ეწეროთ მაგრამ მასეა ხშირად!1
მსგავსი სიახლეები
ნინა წკრიალაშვილმა ორსულობის შემდეგ წონაში 35 კილო დაიკლო
ალექსანდრეს სრულიად სხვანაირად დავხვდი, ის დიდი სიყვარულის გარემოში დაიბადა.
"დღეს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს ამ საშინელების დამცველად მოგვევლინოს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია"
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და მსახიობი ლევან ხურცია გუშინ მშობლები გახდნენ
მშობიარობას მარიამის მეგობარი დაესწრო
"როგორც ვიცი, ჩემამდე არავინ ჰყვარებია. რაღაც სხვანაირად ფრთხი­ლი ადამიანია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:21 / 22-07-2017  Image თეა წულუკიანმა გერგეთის სამების ტაძარში ჯვარი დაიწერა
+PHOTO| თეა წულუკიანმა მეუღლესთან ხელი გასული წლის 4 დეკემბერს მოაწერა
17:23 / 22-07-2017  Image ფოტოები ავარიის ადგილიდან, რომელშიც თბილისის ყოფილი მერი მძიმედ დაშავდა
ერთმანეთს ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა
11:33 / 22-07-2017  Image როგორ გადაარჩინა ქართველმა ახალგაზრდამ აშშ-ში ავარიის დროს ორი ამერიკელი ცოცხლად დაწვას
PHOTO+VIDEO "ჩემმა სიძემ, დაუფიქრებლად, ფაქტიურად გაწირა თავი რომ გადაერჩინა ადამიანები"
15:02 / 22-07-2017  Image "ახლა ყველაზე მეტს და უფრო საინტერესოს სიჩუმით ვსაუბრობ..." - ვისმა "მისტიციზმმა" გაიტაცა და რატომ აღარ ჩანს პეტრე კოლხი
ამოვთქვი და მომავალშიც ბევრს ვიტყვი...
13:33 / 22-07-2017  Image პრინცესა შარლოტა 30 წლის წინანდელ ფეხსაცმელს ატარებს, რომელიც ბავშვობაში ბიძამისს, პრინც ჰარის ეცვა
"შარლოტას დაბადება ფანტასტიკური მოვლენაა, ის ზეციური საჩუქარია"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49