"ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ლამაზი ხარო, მეუბნება" - როგორ ანებივრებს ორსულ მარიამ კუბლაშვილს ლევან ხურცია

"ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ლამაზი ხარო, მეუბნება" - როგორ ანებივრებს ორსულ მარიამ კუბლაშვილს ლევან ხურცია

ახალდაქორწინებულ წყვილი - ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და მსახიობი ლევან ხურცია რამდენიმე თვეში მშობლები გახდებიან. მარიამი 3 თვის ორსულია. ბავშვის სქესი იციან, თუმცა არ ამხელენ. ამბობენ, რომ მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მარიამისთვის ეს მეორე შვილია, მას უკვე ჰყავს ვაჟი პირველი ქორწინებიდან, ლევანისთვის კი პირველია. ქმარი ორსულ ცოლზე გაასმაგებული პასუხისმგებლობით ზრუნავს და ყველა მის კაპრიზს ასრულებს. წყვილი მათ ცხოვრებაში დამდგარ ახალ ეტაპზე "სარკეს" ესაუბრა:

- უკვე წარმოდგენილი გაქვთ, როგორი მამა იქნებით?

- არა, აზრზე არ ვარ, როგორი მამა ვიქნები. მე უკვე მყავს შვილი, მარიამის ვაჟი, გიორგი-არბი. ძალიან მეგობრული, ძალიან ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს მასთან, თუმცა მამობა რა შეგრძნებაა და როგორი მამა ვიქნები, არ ვიცი. როცა ბავშვი გაჩნდება, მერე მივხვდები, როგორ უნდა ვიურთიერთო მასთან.

- როგორ ზრუნავთ ორსულ ცოლზე, ხომ არ ჭირვეულობს?

- სხვათა შორის, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შემიმჩნევია, უბრალოდ ახლა იმაზე გაცილებით მეტად ვუფრთხილდები, ვიდრე აქამდე.

- როგორი იყო თქვენი და ლევანის რეაქცია, როცა გაიგეთ, რომ მშობლები გახდებოდით?

- არც გვჯეროდა, ძალიან გახარებულები ვიყავით. ლევანი სიხარულისგან ტიროდა, ბავშვივით ხტუნავდა.

- როგორი ორსულობა გაქვთ?

- ყოველ საღამოს მგონია, რომ ვიმატებ და ვიმატებ, ალბათ ყველა ორსულ ქალს აქვს ეს შეგრძნება, რომ ცოტა მძიმედ სუნთქავს, რომ დამძიმდა და ა. შ. დღეს მითხრეს, არ მოგიმატია, დამშვიდდიო. ძალიან კაპრიზული ვარ, სულ ვწუწუნებ, სულ მგონია, რომ დავიღალე. ლევანი ყველაფერს თვითონ აკეთებს, უნდა, რომ მე დავისვენო. პატარა რაღაცაზეც რომ დავიწუწუნო, თავს მევლება, აბა, რა გჭირდება, რა გინდაო. ოღონდ შენ იწექი, კომფორტულად იგრძენი თავიო, მეუბნება. როცა მეუღლე თავს ასე გევლება, ძალიან კარგია!

- როგორ კომპლიმენტებს გეუბნებათ ლევანი?

- ლევანი კომპლიმენტებს სულ მეუბნება, სანამ ცოლად გავყვებოდი, ყოველთვის მეუბნებოდა, შენს გარეგნობაში რაღაც ძალიან მომწონსო. ყველა კაცს თავისი შეყვარებული და ცოლი ყველაზე ლამაზი ჰგონია, ლევანიც ასეა. ჰოლივუდის ვარსკვლავებზეც ლამაზი ხარო, მეუბნებოდა. ახლაც ხშირად მანებივრებს კომპლიმენტებით. სულ მიმეორებს, რომ განსაკუთრებულად გამოვიყურები, რომ ლამაზი ვარ.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში

"დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება" - რა შეცვალა პანდემიამ ნიკა წულუკიძისა და თათული ედიშერაშვილის ცხოვრებაში

"ორივე ფილტვზე მაქვს ანთება" - გოგოლა კალანდაძე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელოდება