კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:34 / 07-01-2016
2015 წელს დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები
2015 წელს რამდენიმე ცნობილი ადამიანის ოჯახი დაინგრა. ბევრმა ეს მტკივნეულად გადაიტანა, ზოგიერთმა კი საყვარელი ადამიანის შემცვლელი მალე იპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს სწორედ იმ წყვილების ოჯახები დაინგრა, ვის სიყვარულზეც თბილისში ბევრს ლაპარაკობდნენ.

ლალი მოროშკინა და ირაკლი ჯაფარიძე
საკუთარი ოჯახის დანგრევის შესახებ საზოგადოებას თავად ლალი მოროშკინამ შეატყობინა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი, ირაკლი ჯაფარიძეზე 2013 წელს დაქორწინდა. ირაკლი ჯაფარიძესთან დაშორებას ლალი მოროშკინამ, ჟურნალისტებთან საუბრისას ცხოვრების ტრაგედია უწოდა. "მე არც ისეთ ასაკში ვარ და არც იმ მდგომარეობაში, რომ შემეძლოს ყურადღების გადატანა რაღაც ფერად-ფერად ამბებზე. შესაბამისად, ეს ჩემთვის არის ცხოვრების ტრაგედია. 20 ივლისს გავაწერეთ ხელი და ოფიციალურ ქორწინებაში აღარ ვიმყოფებით. ძალიან მტკივა და ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. შესაბამისად, თავს ვიკავებ დანარჩენი კომენტარებისგან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული კარიერა და ოჯახი პარალელურ რეჟიმში მხოლოდ ძალიან ძლიერი ქალების ხვედრია ან როგორც ჩანს, მე არ გამოვდექი იმდენად ძლიერი, რომ ეს ორი ჭაპანი ერთად მეზიდა - ოჯახიც და კარიერაც. ზედმეტად დაკავებული ცოლი არცერთ ქმარს არ მოსწონს და როგორც ჩანს, მერე უკვე სხვა პროცესები იწყება მის ცხოვრებაში. მე მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი თანაცხოვრების ორ წელიწადში ბევრი კარგი რამ იყო", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

ნანკა კალატოზიშვილის და ირაკლი კეიდიას ოჯახის დანგრევამ გული ბევრ ადამიანს დასწყვიტა. კალათბურთელი და მსახიობი რომანტიულ წყვილად ითვლებოდა. ისინი დაოჯახებამდე დიდი ხანი იცნობდნენ ერთმანეთს, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გრძნობები წლების შემდეგ გაუჩნდათ. დაოჯახდნენ და ვაჟი დანიელი გაუჩნდათ. ნანკა დანიელის დაბადების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, მთელ დროს პატარა ვაჟთან ერთად ატარებს, უარს ამბობს აქტიურ გართობაზე, რასაც ვერ ვიტყვით ირაკლიზე. ის თითქმის ყოველ შაბათ-კვირას კლუბებში დადის. ნანკა და ირაკლი თავიანთი დაშორების ამბავს რამდენიმე თვე მალავდნენ, თუმცა ეს ამბავი საიდუმლოდ დიდხანს არ დარჩა.

სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის ოჯახი ისევე სწრაფად დაინგრა, როგორც შეიქმნა. გიორგიმ და სალომემ ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიცნეს, მაშინ ორივე შეყვარებული იყო, თუმცა მალე დაქორწინდნენ და შემდეგ დაშორდნენ კიდეც. ამბობენ, რომ სალომეს უკვე ჰყავს შეყვარებული, რომელიც მოცეკვავე მაქს რიჟიკოვია, თუმცა ოფიციალურად მათი ურთიერთობა არ დასტურდება. რაც შეეხება მათი ოჯახის დანგრევის მიზეზს, ამბობენ რომ ეს მოცეკვავე ბაბეტა იყო, რომელსაც გიორგი ვარდოსანიძესთან სასიყვარულო მიმოწერა ჰქონდა. ბაბეტამ ეს ერთ-ერთ გადაცემაში თავად განაცხადა და თქვა, რომ სალომეს და გიორგის ოჯახი მის გამო დაინგრა. გიორგი პირადი ურთიერთობებისგან უკვე ისვენებს, სურს ვალები გადაიხადოს და ის სახლი გაყიდოს, სადაც სალომესთან ერთად ცხოვრობდა.

ნანუკა ჟორჟოლიანის და ერეკლე კოდუას ოჯახის დანგრევა მოულოდნელი აღმოჩნდა. ამის შესახებ თავად ნანუკამ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში. "მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ეს ამბავი ირაკლის და ჩემს მტრებს დიდად ნუ გაუხარდებათ, რადგან ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ირაკლის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით",  - განაცხადა ჟურნალისტმა. ნანუკა ჟორჟოლიანს და ერეკლე კოდუას ვაჟი საბა ჰყავთ.

მალხაზ ქვრივიშვილისა და მარიამ ახობაძის ოჯახს შექმნისთანავე უწინასწარმეტყველებდნენ დანგრევას, რადგან მარიამ ახობაძე მეუღლეზე გაცილებით უმცროსი ასაკის იყო. წყვილის დაშორების შესახებ, თბილისში გასულ წელს ალაპარაკდნენ, მაგრამ მალხაზ ქვრივიშვილი ამ თემაზე საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებდა, უფრო მეტიც ამბობდა, რომ ოჯახი არ დაუნგრევია. ყველაფერს ნათელი მას შემდეგ მოეფინა, როცა ცნობილი გახდა, რომ მარიამ ახობაძემ სკანდალურ მსახიობზე, ანრი ბიბინეიშვილზე იქორწინა. მათ თავიანთი სიყვარულის შესახებ საჯაროდ არაერთხელ ისაუბრეს.

2015 წელს ინტერნეტ-სამყარო ფეხბურთელ ლაშა კალანდაძისა და მოდელ მარიამ ხორგუაშვილის ფოტოებმა ააფეთქა. ქორწილის სურათებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წყვილის სილამაზემ ყველა აალაპარაკა. მარიამს და ლაშას ქორწილის ფოტოების გავრცელებამდე მხოლოდ ახლობლები იცნობდნენ. წყვილს რამდენიმე თვეში ვაჟი, დემეტრე შეეძინა, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ. რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, უცნობია. ლაშა გართობაზე უარს არ ამბობს და ღამის კლუბებში ძმასთან და სხვადასხვა გოგონებთან ერთად დადის. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა უგუნდოდ არის დარჩენილი.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
21:43 / 08-01-2016
დასანგრევი უნდა დაინგრეს,
momtmeni.
15:04 / 08-01-2016
რას გვაშIნებტ ვერ გავიგე, გიორგი ისედაც არ შეეფერებოდა სალომეს, მე მიხარია რომ დაშორდნენ, გიორგის მეტი ეკუტვნის, ეგ მეტრიანი უკრაინელი კი ნამდვილად შეეფერება სალომეს, იყვნენ ერტად მეტის გირსი არაა ეგ გოგო, ისეტი უჯმურია.
tea
მსგავსი სიახლეები
+PHOTO ექვსი თვის განმავლობაში ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო
ახლა არ ჩავარდე ისტერიკაში, ფეხების ბაკუნი არ დაიწყო
წარმოგიდგენთ, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გაყრების რეიტინგს
"პროცენტული თანაფარდობა, ბალანსი არის დარღვეული"
ხმამაღლა არ აღიარებენ, მაგრამ მესამე ადამიანის გამოჩენის გამო ცნობილი ადამიანების ოჯახებიც დანგრეულა
"ქმარს უფლება არ აქვს, მოითხოვოს განქორწინება, როდესაც ცოლი ორსულადაა"
"მე და ემზარი ნამდვილად დავშორდით, განქორწინების მოწმობა 20 მაისს მივიღეთ ორივემ"
2013 წელს თბილისში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძარცვა მოხდა.
სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით იგებენ წყვილები ღალატის შესახებ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:06 / 01-07-2016  Image "მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ბავშვობის სურვილი ავიხდინო..." - სულხან მოლაშვილის გამოუქვეყნებელი ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე 1 წლით ადრეა ჩაწერილი
"...ერთ-ერთი წამების დროს ვკითხე - რა გინდათ, იქნებ გთანხმდებით-მეთქი..."
10:45 / 01-07-2016  Image საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო
ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით 60 ლარი ეღირება და მას რამდენიმე კომპანია განახორციელებს
12:59 / 01-07-2016  Image მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა ქუთაისში
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები
13:27 / 30-06-2016  Image "ასეთია ქურდი კაცის ბედი" - "თავისუფალი მხატვრის" გზა და ქურდული სამყარო ახალი ომის მოლოდინში
"ჯვარი, რომელსაც ქურდული საძმო ზიდავს ბევრად სუფთაა, ვიდრე თქვენი მთელი სახელმწიფო საჯინიბო"
23:48 / 30-06-2016  Image "უზარმაზარი ხმა იყო, ჭაღი ჩამომიგდო და დამიმსხვრია" - სალომე ლილუაშვილი
რამდენიმე საათია თბილისში გადაუღებლად წვიმს
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49