ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:21 / 08-01-2016
"დედამ ძალიან თბილად მიმიღო... ვდაქალობთ" - სოფო ბედია დედამთილთან ერთად დუეტში მეგრულად მღერის
მომღერალი სოფო ბედია დედამთილს, მაყვალა სანაიას, იმ დღიდან, რაც მისი სარძლო დაერქვა, დედას ეძახის. ეს არ გასჭირვებია, რადგან ქალბატონმა მაყვალამ თავიდანვე საკუთარი ქალიშვილივით მიიღო. როგორც გაირკვა, ის და მისი ქმარი, რაც სოფო სცენაზე გამოჩნდა, თვალს ადევნებდნენ, გულშემატკივრობდნენ. რას წარმოიდგენდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მომღერალი მათი რძალი გახდებოდა. ჟურნალი "სარკე" რძალ-დედამთილთან ინტერვიუს გთავაზობთ:

მაყვალა: სოფოს პირველი ნაბიჯებიდანვე ვადევნებ თვალს. მე და ჩემს მეუღლეს მისი ერთი პროექტიც არ გამოგვიტოვებია. ჩემი ქმარი სოფოზე თავიდანვე გიჟდებოდა, და-ძმა ბედიებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. სოფო და ბორისი პროექტებში ფინალამდე გადიოდნენ და მერე ვერ იგებდნენ. მეუღლე ძალიან დარდობდა, რატომ დაჩაგრესო. ბორისიც და სოფოც, ორივენი, უბადლო შემსრულებლები არიან.

- როცა გაიგეთ, რომ სოფო თქვენი რძალი უნდა გამხდარიყო, რა რეაქცია გქონდათ?


მაყვალა: მიშომ დამირეკა და მითხრა, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემს გულთან ახლოს არისო. ჩემი შვილისთვის ვინც მისაღები იყო, ის ჩემთვისაც მისაღებია. სოფოს და მიშოს ერთმანეთი ძალიან უყვართ და ღმერთმა სიცოცხლის ბოლომდე ერთ ბალიშზე დააბეროთ!

სოფო: ამინ! მე და მიშო ერთმანეთს ვხვდებოდით, დედა მაშინ ბათუმში იყო, მიშო ტელეფონით დაეკონტაქტა და უთხრა, ჩემი სიცოცხლე უნდა დაგალაპარაკოო. მომერიდა, თანაც რძალ-დედამთილის ურთიერთობები როგორი იყო, მანამდე არ ვიცოდი. დედამ ძალიან თბილად მიმიღო, თბილად მომიკითხა, ტელეფონშივე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მიშო ისედაც აქებდა სულ, ძალიან კარგი ქალია, სხვებს არ ჰგავს, სულ სხვანაირი შეგნების ადამიანიაო. რაღაც მომენტში არ მჯეროდა სხვების ლაპარაკიდან გამომდინარე, მაინც დედამთილი რაღაც "ისეთი" თემა მეგონა. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. ვდაქალობთ. დედა გვერდით რომ დაგიდგება და გაგიგებს, ისე მიდგას.

2 წლის წინ, ბედობა დღეს, გავიცანი, მიშომ მიმიყვანა სახლში. როცა შევედით, ბედია დაგვებედაო, თქვეს. ძალიან თბილი და ტკბილი მიღება ჰქონდათ. შემდეგ უფრო განვითარდა ჩვენი სიყვარული,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ურთიერთობა და დღემდე ასე მოვდივართ.

- როგორ ახერხებთ რძალ-დედამთილი ასეთ იდეალურ ურთიერთობას?


მაყვალა: როგორი რძალიც სოფოა, ასეთი ჰყოლოდეს ყველას. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ.

სოფო: და ყველას ჰყოლოდეს ასეთი დედამთილი კი არა, დედა. შვილს გეფიცებით, თუ ვაჭარბებდე! სხვანაირი ერთგულება, სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს.

- ქალბატონო მაყვალა, რძლის მიერ შესრულებული რომელი სიმღერა გიყვართ გამორჩეულად?


მაყვალა: სოფოს მიერ შესრულებული ყველა სიმღერა მიყვარს, შემიძლია 24 საათი ვუსმინო, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს და-ძმა ბორისი და სოფო, ერთად რომ მღერიან ჯანო კახიძის "თმაში ჭაღარა შემომერია".

სოფო: სხვათა შორის, მე და დედას მეგრულ სიმღერაზე გვაქვს დუეტი ჩაწერილი. იცით, რა კარგად მღერის? ქორწილშიც ვიმღერეთ ერთად.

ეკა ლემონჯავა
ჟურნალი "სარკე"

10:58 / 29-09-2016
Aba raa mec vezeb shennair dedamtils. Rom gadavide sxvastan sacxovreblad. Magari qali xar. Gvascavle sheni fendebi. Mec shennair dgeshi var qmari ar mikvars da sxvas vezeb.
Eka gafarchxvadze
16:17 / 13-05-2016
რაშია საქმე იცით??? კაცს თუ სექსი მოუნდა მიდის და აქვს, ქალს თუ მოუნდა, უნდა გათხოვდეს და ისე. არც იმის კულტურა არსებობს რომ სანამ მეუღლეს გაიცნობ კარგად, მანამდე თავი დაიცვან-არ დაფეხმძიმდნენ!! აღარ იქნება ამდენი მარტოხელა დედა.
სოფო
მსგავსი სიახლეები
"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა"
"სად ნახა ერთ თვეში სიყვარული, როგრო შეუყვარდა ასე ძალიან ამხელა სიყვარულის შემდეგ"
"ჩე­მო დე­დამ­თი­ლო, შენ კი დიდ­ხანს ცხოვ­რე­ბას გი­სურ­ვებ!"
"არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, რომ ეს ურთიერთობა დაირღვეს"
რძალ-დედამთილს შორის არსებული კონფლიქტის მიზეზი
წერდა, რომ ჯობდა, რამაზს საყვარელი ქალების შეერიგებინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:15 / 01-10-2016  Image "გთხოვთ, ვიცოცხლებ დედიკოს დაბადების დღემდე..." - ამბავი, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა
ჩანაწერი, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს
16:13 / 01-10-2016  Image ლაშა დვალიშვილი რადიოს პირდაპირ ეთერში სცემეს
ლაშა დვალიშვილი ამჟამად ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება
16:49 / 01-10-2016  Image ცესკო-ს განცხადება Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით
აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება და გავრცელება ასევე, მოხდა სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლების მიერ
12:55 / 01-10-2016  Image ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ცხოვრებაში ყველაზე საყვარელი რამ წაართვა
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ლამაზი სიყვარულის ისტორია ბრედისთვის ღამის კოშმარად გადაიქცა
10:59 / 01-10-2016  Image ყველაფერი, რაც ქალიშვილობის დაკარგვის შესახებ უნდა იცოდეთ
ის, რაც უნდა იცოდეთ პირველი სექსის შესახებ
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49