"დედამ ძალიან თბილად მიმიღო... ვდაქალობთ" - სოფო ბედია დედამთილთან ერთად დუეტში მეგრულად მღერის

"დედამ ძალიან თბილად მიმიღო... ვდაქალობთ" - სოფო ბედია დედამთილთან ერთად დუეტში მეგრულად მღერის

მომღერალი სოფო ბედია დედამთილს, მაყვალა სანაიას, იმ დღიდან, რაც მისი სარძლო დაერქვა, დედას ეძახის. ეს არ გასჭირვებია, რადგან ქალბატონმა მაყვალამ თავიდანვე საკუთარი ქალიშვილივით მიიღო. როგორც გაირკვა, ის და მისი ქმარი, რაც სოფო სცენაზე გამოჩნდა, თვალს ადევნებდნენ, გულშემატკივრობდნენ. რას წარმოიდგენდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მომღერალი მათი რძალი გახდებოდა. ჟურნალი "სარკე" რძალ-დედამთილთან ინტერვიუს გთავაზობთ:

მაყვალა: სოფოს პირველი ნაბიჯებიდანვე ვადევნებ თვალს. მე და ჩემს მეუღლეს მისი ერთი პროექტიც არ გამოგვიტოვებია. ჩემი ქმარი სოფოზე თავიდანვე გიჟდებოდა, და-ძმა ბედიებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. სოფო და ბორისი პროექტებში ფინალამდე გადიოდნენ და მერე ვერ იგებდნენ. მეუღლე ძალიან დარდობდა, რატომ დაჩაგრესო. ბორისიც და სოფოც, ორივენი, უბადლო შემსრულებლები არიან.

- როცა გაიგეთ, რომ სოფო თქვენი რძალი უნდა გამხდარიყო, რა რეაქცია გქონდათ?

მაყვალა: მიშომ დამირეკა და მითხრა, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემს გულთან ახლოს არისო. ჩემი შვილისთვის ვინც მისაღები იყო, ის ჩემთვისაც მისაღებია. სოფოს და მიშოს ერთმანეთი ძალიან უყვართ და ღმერთმა სიცოცხლის ბოლომდე ერთ ბალიშზე დააბეროთ!

სოფო: ამინ! მე და მიშო ერთმანეთს ვხვდებოდით, დედა მაშინ ბათუმში იყო, მიშო ტელეფონით დაეკონტაქტა და უთხრა, ჩემი სიცოცხლე უნდა დაგალაპარაკოო. მომერიდა, თანაც რძალ-დედამთილის ურთიერთობები როგორი იყო, მანამდე არ ვიცოდი. დედამ ძალიან თბილად მიმიღო, თბილად მომიკითხა, ტელეფონშივე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მიშო ისედაც აქებდა სულ, ძალიან კარგი ქალია, სხვებს არ ჰგავს, სულ სხვანაირი შეგნების ადამიანიაო. რაღაც მომენტში არ მჯეროდა სხვების ლაპარაკიდან გამომდინარე, მაინც დედამთილი რაღაც "ისეთი" თემა მეგონა. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. ვდაქალობთ. დედა გვერდით რომ დაგიდგება და გაგიგებს, ისე მიდგას.

2 წლის წინ, ბედობა დღეს, გავიცანი, მიშომ მიმიყვანა სახლში. როცა შევედით, ბედია დაგვებედაო, თქვეს. ძალიან თბილი და ტკბილი მიღება ჰქონდათ. შემდეგ უფრო განვითარდა ჩვენი სიყვარული, ურთიერთობა და დღემდე ასე მოვდივართ.

- როგორ ახერხებთ რძალ-დედამთილი ასეთ იდეალურ ურთიერთობას?

მაყვალა: როგორი რძალიც სოფოა, ასეთი ჰყოლოდეს ყველას. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ.

სოფო: და ყველას ჰყოლოდეს ასეთი დედამთილი კი არა, დედა. შვილს გეფიცებით, თუ ვაჭარბებდე! სხვანაირი ერთგულება, სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს.

- ქალბატონო მაყვალა, რძლის მიერ შესრულებული რომელი სიმღერა გიყვართ გამორჩეულად?

მაყვალა: სოფოს მიერ შესრულებული ყველა სიმღერა მიყვარს, შემიძლია 24 საათი ვუსმინო, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს და-ძმა ბორისი და სოფო, ერთად რომ მღერიან ჯანო კახიძის "თმაში ჭაღარა შემომერია".

სოფო: სხვათა შორის, მე და დედას მეგრულ სიმღერაზე გვაქვს დუეტი ჩაწერილი. იცით, რა კარგად მღერის? ქორწილშიც ვიმღერეთ ერთად.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს