"წიწილა" ბრედ პიტი, მენაყინე ჯულია რობერტსი, ყასაბი ალენ დელონი: რით ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები ახალგაზრდობაში

"წიწილა" ბრედ პიტი, მენაყინე ჯულია რობერტსი, ყასაბი ალენ დელონი: რით ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები ახალგაზრდობაში

სანამ ცნობილები გახდებოდნენ, უამრავი ვარსკვლავი სხვადასხვა საშუალებით ირჩენდა თავს. ზოგს ბინის ქირა ჰქონდა გადასახდელი, ზოგს - სწავლის საფასური, ზოგი კი უბრალოდ, თავის გადარჩენისთვის იბრძოდა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ვარსკვლავური გზა ია-ვარდით არის მოფენილი, ძალიან ცდება. ისინი ვარსკვლავებად არ დაბადებულან, მძიმე შრომისა და მიზანსწრაფულობის შედეგად მიაღწიეს წარმატებას. წარმატებისკენ მიმავალი გზა კი მძიმე და შრომატევადია. მთავარია, გქონდეს მიზანი და მის მისაღწევად იღწვოდე.

ჰოლივუდის სექს-სიმბოლო ბრედ პიტი წარმატებული კარიერის აწყობამდე წიწილის ფორმაში გამოწყობილი სწრაფი კვების რესტორანის El Pollo Loco-ს წინ ფლაერებს არიგებდა, ასევე მუშაობდა გამყიდველად, ბარმენად, მძღოლად, ოფიციანტად და მტვირთავადაც კი. ოსკაროსანი მეთიუ მაკკონაჰი კი სტუდენტობისას ხან ჭურჭლის რეცხვით ირჩენდა თავს, ხანაც ფრინველების ფაბრიკაში ასუფთავებდა ქათმებს და კვერცხებს აგროვებდა.

იქამდე სანამ "ლამაზმანი" გახდებოდა ჯულია რობერტსი Baskin Robbins-ში ნაყინის გამყიდველი იყო, ასევე მუშაობდა ფეხსაცმლის მაღაზიაში და "მაკდონალდსში". სხვათა შორის, ნაყინის გამყიდველი იყო ახალგაზრდობაში მიკ ჯაგერიც, Rolling Stones-ის სოლისტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მუშაობდა ზედამხედველად.

"მაკდონალდსში" მუშაობდნენ შერონ სტოუნი და რეიჩელ მაკადამსი. რეიჩელი რესტორნის სალაროსთან 3 წელი მუშაობდა. რენე ზელვეგერი კი სტრიპტიზ-ბარში მუშაობდა მიმტანად.

ჯენიფერ ენისტონი კურიერად, დამლაგებლად და მიმტანად მუშაობდა. შედარებით სოლიდური სამსახური ჰქონდა ჯენიფერ ლოპესს - პოპ-დივა ახალგაზრდობაში იურიდიულ ფირმაში დამხმარედ მუშაობდა.

იქამდე სანამ ვესტერნების ვარსკვლავი გახდებოდა, კლინტ ისტვუდი ჰოლივუდის ვარსკვლავების აუზებს ასუფთავებდა. კრისტოფერ უოკენი ლომების მომთვინიერებელი იყო, ამ პროფესიას იგი 16 წლის ასაკში დაეუფლა. ჰარისონ ფორდი დურგლად მუშაობდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს მას სამსახური შესთავაზეს: ახალგაზრდა რეჟისორის, ჯორჯ ლუკასის კაბინეტის გარემონტება. სად აღარ უმუშავია ალ პაჩინოს - კურიერად, მიმტანად, ფოსტალიონად და დამლაგებლადაც... მამაკაცური სილამაზის ფრანგი სიმბოლო ალენ დელონი კი დიპლომირებული ყასაბი გახლავთ.

უმა თურმანი 15 წლის მშობლებს ნიუ-იორკში გაექცა და პიცერიაში ჭურჭელს რეცხავდა. მეგან ფოქსი, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალია ბანანის ფორმაში გამოწყობილი იდგა მაღაზიის დახლთან. კიდევ ერთი ლამაზმანი ამანდა სეიფრიდი მოხუცთა თავშესაფარში მიმტანად მუშაობდა.

ყველაზე ცნობილი "მეკობრე" ჯონი დეპი კალმებს ჰყიდდა. ჰიუ ჯეკმანი ცირკის მასხარა გახლდათ, მეტსახელად "კოკო" და ერთ შოუში 50$-ს იღებდა. ნიკოლას ქეიჯი კი ლოს-ანჯელესის თეატრ Fairfax-ის სტუმრებს პოპკორნს სთავაზობდა.

გვენ სტეფანი რძის პროდუქტების მაღაზიაში დამლაგებლად მუშაობდა. ვუპი გოლდბერგი მშენებლობაზე აგურებს აწყობდა, ასევე მუშაობდა დარაჯად და გრიმიორად მორგში.

მსახიობი სტივ ბუშემი ნიუ იორკში 4 წლის განმავლობაში მეხანძრედ მუშაობდა. იგი 2001 წლის 11 სექტემბერს სავაჭრო ცენტრების ნანგრევების დასუფთავებაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

ცნობილი "რემბო" სილვესტერ სტალონე კლუბის მცველი იყო, ასევე ვოლიერებს ალაგებდა. ჯიმ კერი საბურავების ქარხანაში წმენდდა იატაკს, ასევე მუშაობდა დაცვაში და შვეიცარად. კვენტინ ტარანტინო კი იქამდე სანამ გამორჩეული ფილმების გადაღებას დაიწყებდა, პორნო-კინოთეატრის მებილეთედ მუშაობდა, ასევე გამყიდველად ვიდეომაღაზიაში.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება