ია ფარულავა თავისი გადაცემისთვის "უცენზურო" თანაწამყვან მამაკაცს ეძებს

ია ფარულავა თავისი გადაცემისთვის "უცენზურო" თანაწამყვან მამაკაცს ეძებს

ია ფარულავა შესაძლოა, სულ მალე ეკრანს ტელეწამყვანის ამპლუაში დაუბრუნდეს. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით შეატყობინა საზოგადოებას. გადაცემის პროექტი ქართველ მსახიობს უკვე შექმნილი აქვს, მოლაპარაკებასაც აწარმოებს სხვადასხვა არხთან, მაგრამ რომელი ტელევიზიის ეთერში გავა მისი გადაცემა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. პროექტის დეტალებზე მსახიობი "ამბები.გე"-ს ესაუბრა.

- მე მაქვს დაწერილი საკმაოდ რთული პროექტი, რომლის გაქაჩვა ქართულ ტელევიზიებს გაუჭირდებათ, რადგან რთული პროექტია. უკვე მქონდა რამდენიმე არხთან მოლაპარაკება, მოეწონათ პროექტი, მაგრამ ისეთი ფორმატი, როგორიც მინდა გაკეთდეს, მითხრეს, ჯობია თავიდან ცოტა მსუბუქი ვარიანტით დავიწყოთო.

- როგორი ფორმატის იქნება თქვენი გადაცემა?

- მოქმედება ხდება რამდენიმე ადგილზე, საეთეროში, სტუდიაში, დერეფანში. გვჭირდება გამოცდილი რეჟისორი, პრობლემაა ჩემნაირი ტიპის, მამაკაცი თანაწამყვანის პოვნა. გვჭირდება კარგი ხმის რეჟისორი, რომელიც ზუსტად ისე გააფორმებს ჩვენს ნათქვამს, როგორც ზუსტად იგრძნობს ყველაფერს. ბევრი კამერა იქნება საჭირო, იქნება პირდაპირი ეთერი, სატელეფონო ზარები, ასეთი მასშტაბური პროექტი ჯერ არ გაკეთებულა. ამიტომ ურჩევნიათ ცოტა "ლაითი" ვარიანტი დავიწყოთ.

- რა იგულისხმეთ თქვენს პოსტში, როცა თქვით, რომ გადაცემა ცოტა უცენზურო იქნება?

- უცენზურო თანაწამყვანი უნდა მყავდეს ეთერში, რომელიც კომენტარებს გააკეთებს. ამაზე ხან გაგვეცინება, ხან - არა. ცხოვრებაში როგორც ვლაპარაკობთ, ისე ვისაუბრებთ ეთერშიც.

- ამბობენ, რომ თქვენი გადაცემა "რუსთავი 2"-ის ეთერში გავა...

- არ დავაკონკრეტებ. ერთმა არხმა მითხრა, რომ ასეთი ფორმატი მას არ აწყობს, მეორემ თქვა, რომ ამის რესურსი არ აქვს. მესამემ რა თქვა, ამას შეგატყობინებთ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება