ლეოს და ქეითის ჩახუტება "ტიტანიკის" შემდეგ

ლეოს და ქეითის ჩახუტება "ტიტანიკის" შემდეგ

ოქროს გლობუსის აღება, ჰოლივუდის ვარსკვლავს, ლეონარდო დიკაპრიოს პირველმა მსახიობმა ქეით უინსლეტმა მიულოცა.

ლეოს და ქეითის ჩახუტება "ტიტანიკის" მერე მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

დიკაპრიომ და უინსლეტმა ფილმ "ტიტანიკში" 20 წლის წინ შეყვარებული წყვილის როლი ითამაშეს.

ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების 73-ე ცერემონიაზე საუკეთესო ფილმად "The Revenant" დასახელდა, ხოლო საუკეთესო რეჟისორად მისი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ ლეონარდო დიკაპრიოს კი "ოქროს გლობუსი" მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიაზე მან სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ გახდნენ "ოქროს გლობუსის" 2016 წლის ტრიუმფატორები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება