"ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა" - ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კეიდიასთან დაშორებაზე გულახდილად საუბრობს

"ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა" - ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კეიდიასთან დაშორებაზე გულახდილად საუბრობს

მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს ძალიან მოსწონს თავისი ასაკი, როგორც ამბობს, ჰარმონიასა და სულიერ წონასწორობაში ცხოვრობს. გაგიჟებით უყვარს დედა, შვილი - პატარა დანიელი და თეატრი. შეკითხვებს განვლილ გზაზე, პროფესიასა თუ პირად ცხოვრებაზე, გულახდილად პასუხობს. რამდენიმე თვის წინ მისი და ყოფილი კალათბურთელის, ირაკლი კეიდიას ერთობლივი ოჯახური ცხოვრება დასრულდა. ნანკა ამ თემაზე პირველად ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.

"ჩემი ოჯახია დედა, მე და დანიელი. სამწუხაროდ, ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა. მე გარკვეული პერიოდი ვიცხოვრე საოცარი, უღრუბლო ბედნიერებით. გვერდით მყავდა თბილი, მოსიყვარულე, ალერსიანი ადამიანი, ვიყავი სავსე სიყვარულით. მე არ შემიძლია გრძნობების ეკონომია, ბოლომდე ვიხარჯები. ბოლომდე გავცემ ყველაფერ ძვირფასს, რაც გამაჩნია და ვარ თავდადებული, ერთგული საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ დგება დრო და რაღაც მთავრდება.

- მაგრამ დასასრულსაც აქვს თავისი მიზეზები.

- ჩვენ სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები აღმოვჩნდით. ეს ნელ-ნელა გამოიკვეთა. ჩვენ ცხოვრების გზაზე სხვადასხვა ტრაექტორიით მივდიოდით, ჩვენი ღირებულებებიც სხვადასხვა იყო, ამიტომ დაშორება ვამჯობინეთ. მე არ მიყვარს ურთიერთობებში გაურკვევლობა. თუ ვხედავ, რომ ერთად ყოფნის ეტაპი დასრულდა, დროს არ ვწელავ და მიზეზებს არ ვეძებ ურთიერთობის გასაგრძელებლად. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შევრიგდებით. ბანალურია, მაგრამ ჭეშმარიტებაა; არასოდეს თქვა არასოდეს. არავინ იცის, როდის რა მოხდება. ჩვენი თანაცხოვრების საუკეთესო მოგონებებთან ერთად უდიდესი ბედნიერება მარგუნა უფალმა, გაჩნდა ჩემი შვილი, რომლის მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ყოველთვის ნორმალურ ურთიერთობას შევინარჩუნებ. ჩვენი შვილის მომავლისთვის ჩვენ ერთად ბევრი გვექნება გასაკეთებელი.

ია ქუთათელაძე

ჟურნალი "სარკე"

"პროფილაქტიკაში შავ სამუშაოებს ვასრულებ..." - გაიცანით ლაშა ნანობაშვილი "მხოლოდ ქართულიდან"

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

ნელი აგირბა "ჩცდ"-ს მსახიობისგან შვილს ელოდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ტელეწამყვანი