ვინ არის მოსკოვში მოღვაწე 28 წლის ქართველი ექიმი, რომელიც კინოვარსკვლავს ჰგავს

ვინ არის მოსკოვში მოღვაწე 28 წლის ქართველი ექიმი, რომელიც კინოვარსკვლავს ჰგავს

28 წლის სალომე სვანაძე წლებია მოსკოვში ცხოვრობს. ქართული წარმოშობის, საქართველოში დაბადებული გოგონა, მცირე ასაკის მიუხედავად მოსკოვში უკვე კარგად ცნობილი პლასტიკური ქირურგია. სალომე რინოპლასტიკის სპეციალისტია და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "Бюстклиника"-ში მუშაობს.

მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სვანაძემ ცოდნა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში გაიღრმავა. აქტიურ პრაქტიკულ მუშაობას ხელი არ შეუშლია ახალგაზრდა ექიმისთვის, სამედიცინო სფეროს მიმართულებით ბიზნეს ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხიც მოეპოვებინა. სალომე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებსა და მასტერკლასებში. ქირურგიულ პრაქტიკასა და მენეჯერულ თვისებებს კი არაჩვეულებრივად უთავსებს გართობასა და დასვენებას - რეგულარულად ვარჯიშობს და სამეჯლისო ცეკვებითაა გატაცებული.

და კიდევ ერთი რამ, რაც ალბათ უკვე შეამჩნიეთ - სალომე საოცრად მომხიბვლელია. გოგონა ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში და "ფეისბუქზე" და "ინსტაგრამზე" მისი ფოტოებითა და ვიდეოებით ანებივრებს გამომწერებს. ასწრებს მონაწილეობას ფოტოსესიებში და ვიდეოინტერვიუებში. კარიერასთან ერთად სალომეს წარმატებული პირადი ცხოვრებაც აქვს - ჰყავს მეგობარი მამაკაცი, რომელიც კანადელია.

იხილეთ ვიდეო

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება