"ეს ხმა მარტო აფროამერიკელებს და ბარბარას აქვთ" - ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ ბარბარა სამხარაძის ტრიუმფალური გამოსვლა "ნიჭიერის" ფინალში. ბარბარას საოცარ შესრულებას დარბაზისა და ჟიურის ოვაცია და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.
სწორედ ამ განსაკუთრებული ხმით გამორჩეული გოგონა გახდა "ნიჭიერის" გამარჯვებული.
საფინალო შოუში მაყურებელთა 115 615 ხმა შევიდა.