კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
10:41 / 14-01-2016
"არ მჯერა, სიზმარში ვარ და გავიღვიძებ!" - 15 წლის ბარბარა სამხარაძის პირველი ემოციები "ნიჭიერის" მოგების შემდეგ
15 წლის ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძის ცხოვრება ერთ ღამეში რადიკალურად შეიცვალა. ქვეყნის ყველაზე "ნიჭიერის" ტიტულის გარდა, ბარბარამ თბილისში 3-ოთახიანი ბინა, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი, 5000-ლარიანი ვაუჩერი და პრაღაში ორკაციანი საგზური მიიღო, ელტონ ჯონის კონცერტზე.

"არ მჯერა, სიზმარში ვარ და ხვალ გავიღვიძებ! მეტყობა, რომ ველოდი? მგონი, ჩემ გარდა ყველა ელოდა. მადლობა ყველას! ცხოვრება ახლა დავიწყე", - აცრემლებულმა ბარბარამ პირველი ემოციები სცენაზევე გაუზიარა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.

იხილეთ ვიდეო: წუთები, როცა ბარბარა გამარჯვებულად დაასახელეს

"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში სტუმრობისას ბარბარამ გამარჯვების პირველ ემოციებზე ისაუბრა: "ერთადერთი, რასაც სცენაზე იმ მომენტში ვგრძნობდი, იყო ის, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. ეს იყო საოცარი შეგრძნება, ასეთი რამ პირველად ვნახე - ყველა კონკურსანტი მეუბნებოდა: "ჩემებს ვუთხარი, მე არ დამირეკონ, შენ დაგირეკონო. ჩემზე ძალიან მგონი მათ გაუხარდათ, ამისთვის დიდი მადლობა მათ".

რაც შეეხება ლაგოდეხელი ვარსკვლავის სამომავლო გეგმებს, გოგონა პრაღაში, ელტონ ჯონის კონცერტზე გამგზავრებას დასთან ერთად აპირებს, მუსიკალურ კარიერას  კი აუცილებლად გააგრძელებს: "სიმღერას თავი არ უნდა დავანებო. ხალხმა იმხელა მხარდაჭერა გამოხატა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ ეს ჩემი დიდი შეცდომა და ხალხის ღალატი იქნება, რომ მომღერლობა არ გავაგრძელო".

"ეს ხმა მარტო აფროამერიკელებს და ბარბარას აქვთ" - ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ ბარბარა სამხარაძის ტრიუმფალური გამოსვლა "ნიჭიერის" ფინალში. სწორედ ამ განსაკუთრებული ხმით გამორჩეულ გოგონას მაყურებელთა შემოსული ზარების 49 პროცენტმა, თითქმის 60 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

VIDEO
| "გამარჯვებისას ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა" - ბარბარას პირველი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ კახური გულწრფელობით
14:22 / 14-01-2016
Mariami
0
ძალიან საყვარელი, ნიჭიერი და ქარიზმატული გოგონაა და ძალიან უხდება სცენა:)
14:21 / 14-01-2016
...
0
ხალხი შეცდომაში რატო შეგყავთ 60 000 ადამიანს კი არ დაუჭერია მხარი არამედ 60 000 ზარი მიიღო მე პირადად რამდენიმეჯერ დავრეკე და არა მგონია რამდენიმედ გავყოფილიყავი მაგის გამო
პ.ს. ან იქნებ ვარ და მყავს ორეულები რავიცი აქ ისეთი სტატიებია ხოლმე არ გამიკვირდება :)
მსგავსი სიახლეები
+PHOTO ცვლილებაა ჟიურის შემადგენლობაში
+VIDEO "პირობას ვდებ, რომ დავისვენებ, ყველაფერს გავაანალიზებ და ყველა კითხვაზე პასუხს გავცემ"
"4 წლისა გახლდით, სამტრედიაში, მატარებლის ქვეშ რომ მოვყევი..."
უსინათლო გიორგიმ და სმენადაქვეითებულმა მეგიმ მშვენიერი საცეკვაო ნომერი წარმოადგინეს
+VIDEO გაბრიელა ხვედელიძეს "ნიჭიერის" სცენაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა
+VIDEO: "ფეისბუქით" დავრეგისტრირდი ისე, ჩემთან, სახლში არც იცოდნენ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:01 / 28-05-2017  Image მუხიანში დასუფთავების მანქანა სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა - თვითმხილველის კადრები ადგილიდან
PHOTO+VIDEO ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია
22:38 / 28-05-2017  Image ვინ არიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 შერჩეული კანდიდატი
კომისია კანდიდატებს მთავრობას წარუდგენს
09:22 / 28-05-2017  Image რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? - იმედები და მოლოდინები NATO-ზე
"ვფიქრობთ, საქართველო იქნება ნატოს წევრი ქვეყანა"
20:36 / 27-05-2017  Image მსახიობი, რომელსაც გიორგი სააკაძის როლი ჩამოართვეს - "კოსტუმებიც მორგებული ჰქონდა, როცა "ზევიდან" მოვიდა ბრძანება..."
კინოში მისი მოსვლა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს დაემთხვა
14:01 / 27-05-2017  Image რას უწერს "ფეისბუქში" გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუას "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო ტურის შემდეგ
"ის გოგო არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ კარგად იცეკვა"
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49