"არ მჯერა, სიზმარში ვარ და გავიღვიძებ!" - 15 წლის ბარბარა სამხარაძის პირველი ემოციები "ნიჭიერის" მოგების შემდეგ

"არ მჯერა, სიზმარში ვარ და გავიღვიძებ!" - 15 წლის ბარბარა სამხარაძის პირველი ემოციები "ნიჭიერის" მოგების შემდეგ

15 წლის ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძის ცხოვრება ერთ ღამეში რადიკალურად შეიცვალა. ქვეყნის ყველაზე "ნიჭიერის" ტიტულის გარდა, ბარბარამ თბილისში 3-ოთახიანი ბინა, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი, 5000-ლარიანი ვაუჩერი და პრაღაში ორკაციანი საგზური მიიღო, ელტონ ჯონის კონცერტზე.

"არ მჯერა, სიზმარში ვარ და ხვალ გავიღვიძებ! მეტყობა, რომ ველოდი? მგონი, ჩემ გარდა ყველა ელოდა. მადლობა ყველას! ცხოვრება ახლა დავიწყე", - აცრემლებულმა ბარბარამ პირველი ემოციები სცენაზევე გაუზიარა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.

იხილეთ ვიდეო: წუთები, როცა ბარბარა გამარჯვებულად დაასახელეს

"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში სტუმრობისას ბარბარამ გამარჯვების პირველ ემოციებზე ისაუბრა: "ერთადერთი, რასაც სცენაზე იმ მომენტში ვგრძნობდი, იყო ის, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. ეს იყო საოცარი შეგრძნება, ასეთი რამ პირველად ვნახე - ყველა კონკურსანტი მეუბნებოდა: "ჩემებს ვუთხარი, მე არ დამირეკონ, შენ დაგირეკონო. ჩემზე ძალიან მგონი მათ გაუხარდათ, ამისთვის დიდი მადლობა მათ".

რაც შეეხება ლაგოდეხელი ვარსკვლავის სამომავლო გეგმებს, გოგონა პრაღაში, ელტონ ჯონის კონცერტზე გამგზავრებას დასთან ერთად აპირებს, მუსიკალურ კარიერას  კი აუცილებლად გააგრძელებს: "სიმღერას თავი არ უნდა დავანებო. ხალხმა იმხელა მხარდაჭერა გამოხატა, რომ ეს ჩემი დიდი შეცდომა და ხალხის ღალატი იქნება, რომ მომღერლობა არ გავაგრძელო".

"ეს ხმა მარტო აფროამერიკელებს და ბარბარას აქვთ" - ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ ბარბარა სამხარაძის ტრიუმფალური გამოსვლა "ნიჭიერის" ფინალში. სწორედ ამ განსაკუთრებული ხმით გამორჩეულ გოგონას მაყურებელთა შემოსული ზარების 49 პროცენტმა, თითქმის 60 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

VIDEO| "გამარჯვებისას ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა" - ბარბარას პირველი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ კახური გულწრფელობით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება