ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:30 / 14-01-2016
ჩემით განვაგრძობ "ჩემი თავის დამუშავებას" - ბარბარა სამხარაძის პირველი ინტერვიუ გამარჯვების შემდეგ
ამას ახალი წლის ჯადოსნური ღამე ჰქვია და ეს არ მომხდარა არც ზღაპარში, არც სიზმარში - 15 წლის ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძე საქართველოში უამრავმა ადამიანმა ნიჭიერად აღიარა და ამ ტიტულთან ერთად, საოცარი პრიზებით დააჯილდოვა - სამოთახიანი ბინა თბილისში (მშენებარე კორპუსში), 5.000-ლარიანი ვაუჩერი ტექნიკის შესაძენად, უახლესი სმარტტელევიზორი, 5.000-ლარიანი ბარათი ბინის ავეჯით გასაწყობად. "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი და ორკაციანი საგზური პრაღაში ელტონ ჯონის კონცერტზე...

იხილეთ ვიდეო ფინალიდან

ბარბარამ კონკურსის მსვლელობის მანძილზე რამდენჯერმე მომცა ინტერვიუ, მაგრამ ასეთი ემოციების ფონზე ჯერ არ ჩამიწერია, - უზომოდ გახარებული, მაგრამ ამ მოულოდნელობისგან ცოტა დაღლილიც. ფაქტია, რომ მის ცხოვრებაში საოცარი რამ მოხდა, ამის გააზრებას მართლა დრო სჭირდება.

- ისეთი ემოცია მაქვს, ვამბობ, არ შემარგეს გამარჯვება-მეთქი (იცინის)... ახლა მოვედი "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემიდან. იქ რომ წავსულიყავი, დილის 5 საათზე დავიძინე და 8-ზე გავიღვიძე.

- ე.ი. გამოძინებაც ვერ მოასწარი.
- კი და თან, ემოციებისგან ძალიან გადატვირთული ვარ.

- ამ ინტერვიუს შემდეგ ადექი და კარგად გამოიძინე, ტელეფონზე აღარავის უპასუხო.
- რა დამაძინებს? მითხრეს, რომ მანქანის გადასაფორმებლად ვარ წასასვლელი, მოკლედ, ცუდ დღეში ვარ (იცინის).

- ტრაქტორს კი მართავ, მანქანის საჭესთან თუ მჯდარხარ?
- ტრაქტორის მართვა მამამ მასწავლა, პატარაობაში ბაბუასთან რომ დავდიოდით, იქ იყო ტრაქტორზე დაჯდომის საშუალება და მამას სულ ვეხვეწებოდი, პედალზე ფეხი დამაჭერინე-მეთქი. მანქანის მართვა ჯერ არ ვიცი.

- ერთ ღამეში შენს ცხოვრებაში სასწაული მოხდა... დიდი კონკურენცია კი იყო, მაგრამ ცოტათი მაინც არ უშვებდი იმას, რომ პროექტს მოიგებდი? გამარჯვების იმედი ხომ გქონდა?
- ალბათ, იქ კონკურსანტებიდან
You must have Flash Player installed in order to see this player.
არავინ იდგა უიმედოდ. საერთოდ, ყველა ფინალისტს გამარჯვების იმედი ყოველთვის აქვს, მაგრამ მე სრულიად უიმედოდ ვიყავი, განა ხალხის იმედი არ მქონდა, - არ მინდოდა, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ვყოფილიყავი, რომ ვერ გამემარჯვა, მერე იმედგაცრუებისგან დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი, სერიოზული სტრესი არ მიმეღო.

- გამარჯვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ძნელია პასუხი კითხვაზე, გააგრძელებ თუ არა სიმღერას, აიყვან თუ არა ვოკალის პედაგოგს, მაგრამ ჩემი აზრით, ამაზე უკვე ნაფიქრი გექნება.
- ჯერ არაფერი ვიცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც ჩემით განვაგრძობ მუშაობას, ანუ "ჩემი თავის დამუშავებას". მასწავლებელთან მხოლოდ იმიტომ მივალ, რომ ჩემი დამოუკიდებელი ნამუშევარი შემიმოწმოს.

- რას გეუბნებიან ოჯახის წევრები?
- რა უნდა თქვან? უსიტყვოდ არიან უზარმაზარ ემოციებში.

- უამრავმა ადამიანმა გულწრფელად გაიზიარა შენი სიხარული, მართლა ხალხის რჩეული ხარ...
- კი, სამწუხაროდ, "ფეისბუქით" თითოეულს ჯერ ვერ ვპასუხობ, მაგრამ პირობას ვდებ, რომ დავისვენებ, ყველაფერს გავაანალიზებ და ყველა კითხვაზე პასუხს გავცემ.

ფაქტია, რომ ხალხისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი და ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო. არ ვიცი, ამ ინტერვიუს რამდენი წაიკითხავს, მაგრამ გულით ვამბობ, დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ერთხელ მაინც დარეკა და მათაც, ვინც ვერ დარეკა და თქვა, რომ ეს გოგო გამარჯვებას იმსახურებს. ასევე მადლობა ყველა კონკურსანტს, რადგანაც ისინი არ კარგავდნენ იმედს, რომ მე გავიმარჯვებდი, მოტივირებულები იყვნენ ამისკენ, მერე თავიანთ გულშემატკივრებს ეუბნებოდნენ, ბარბარას დაუჭირეთ მხარიო...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
05:22 / 19-01-2016
BARABARAS=EMIGRANTI 

ბარბარა არა მაგრამ შენ კი ხარ დასაცინი ასეთი სულელური კომენტარისთვის! და ვინ გითხრა რომ რუსთავ2-ს ვინმე ხურავს ან ხურავდა.?ის კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს და დაუბრუნდება კიდეც ! მაგრამ შენი ტვინი რას მიხვდება ამას.
დავით67
12:40 / 17-01-2016
ნამდვილად დაიმსახურა ამ ბავშვმა გამარჯვება, ცარმატებები უსურვოთ!!!
შორენა
მსგავსი სიახლეები
"4 წლისა გახლდით, სამტრედიაში, მატარებლის ქვეშ რომ მოვყევი..."
უსინათლო გიორგიმ და სმენადაქვეითებულმა მეგიმ მშვენიერი საცეკვაო ნომერი წარმოადგინეს
+VIDEO გაბრიელა ხვედელიძეს "ნიჭიერის" სცენაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა
+VIDEO: "ფეისბუქით" დავრეგისტრირდი ისე, ჩემთან, სახლში არც იცოდნენ
"ის სავარაუდოდ იმყოფებოდა რომელიღაც გადაცემის ჩაწერაზე დამსწრედ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:55 / 27-08-2016  Image ვინ არის პრიმაბალერინა, რომელსაც 20 წლის მანძილზე საქართველოში არ უშვებდნენ
"ამ სიტყვების გამო 20 წელი აღარ ჩამომიშვეს საქართველოში"
22:05 / 26-08-2016  Image გოგონა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის გვერდით ტარიელ ხეჩიკაშვილს ადგილი "წაართვა"
+VIDEO: მოულოდნელად პრემიერ მინისტრთან უცნობმა, პატარა გოგონამ მიირბინა
15:19 / 26-08-2016  Image "ტონი ბენეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეჭიაური გამოვიდა" - "ამოუცნობი" მუსიკოსების სკულპტურები შეკვეთილში
"ფრედი მერკური რო არ უნახავს ამის მოქანდაკეს, გასაგებია, მარა, ადამიანიც არ უნახავს როგორია, კაცო?"
20:24 / 26-08-2016  Image Samsung Galaxy Note 7 უახლესი მოდელის პრეზენტაცია გაიმართა
Samsung Galaxy Note 7 მფლობელს სთავაზობს გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერი
10:43 / 26-08-2016  Image "არ გამოვა სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ..."
"ამ საწყალ გოგოს, ლეკვივით რომ იყურება, სამი თვის წინ პატარა დაეღუპა"
კვირის ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49