"კაცებს არ უყვართ, როცა ყურადღება ბავშვზე გადადის და პრობლემები ჩნდება ურთიერთობაში..."

"კაცებს არ უყვართ, როცა ყურადღება ბავშვზე გადადის და პრობლემები ჩნდება ურთიერთობაში..."

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი მეორე შვილს აგვისტოში ელოდება, პირველი ბიჭი ლუკა თებერვალში ორი წლის ხდება. ნუკას ორსულობაზე და ზოგადად, დედობაზე ვესაუბრეთ.

- 2-თვე-ნახევრის ფეხმძიმე ვარ და პირველისგან რადიკალურად განსხვავებული ორსულობა მაქვს, ამიტომ მგონია, რომ გოგო უნდა იყოს; ასეთი შეგრძნება მაქვს, რაც გავიგე, რომ ბავშვს ველოდები. ლუკაზე ისე სუსტად ვიყავი, სულ ვიწექი და მეძინა, ფეხზე ადგომის თავი არ მქონდა, ახლა პირიქით, უფრო ენერგიულად ვარ. ერთი პრობლემა რაც მაწუხებს, ესაა საშინელი ტოქსიკოზი, რაც ლუკაზე, ფაქტობრივად არ მქონია, უფრო სწორად, სულ 7 დღე მქონდა და სულ ეგ იყო, ახლა კი რაც ორსულად ვარ, სულ ტოქსიკოზი მაქვს.

- ამბობენ, ქალებს ორსულობაში ხასიათი ეცვლებათ, მეტად სენტიმენტალურები ხდებიანო, შეგიმჩნევია ასეთი ცვლილება საკუთარი თავისთვის?

- პირველ ფეხმძიმობაზე საკუთარ თავს შევატყვე, რომ შევიცვალე, თითქოს რაღაცნაირად დავქალდი, მაგრამ რომ გავაჩინე, ისევ ისეთი "დავბრუნდი", როგორიც ვიყავი (იღიმის). ახლა კი მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა ჩემში, უბრალოდ, პასუხისმგებლობა მომემატა. აქედან გამომდინარე გადავაგდე ისეთი იმავნე ჩვევები, როგორიც იყო სიგარეტის მოწევა, ყავა, ღამის თენება, სმა.

- პირველი ორსულობის დროს ეწეოდი?

- სხვათა შორის, ლუკაზე ორსულობისას ორი თვის ვიყავი, რომ გადავაგდე სიგარეტი. მაგ პერიოდში ძალიან სუსტ სიგარეტს, ისიც დღეში ერთ ღერს ვეწეოდი, მაგრამ ერთ დღეს გავიღვიძე და აღარ გამიჩნდა მოწევის სურვილი, იმის შემდეგ ორი წელი დანებებული მქონდა თავი. შემდეგ მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ პროექტში, იქ ყველა ეწეოდა, გადიოდა, ამით ისვენებდა და მეც მომინდა, შესაბამისად ისევ დავიწყე მოწევა. თუმცა, ახლა უკვე აღარ ვეწევი, ასე ერთ დღეს ვთქვი, მეყოფა, აღარ უნდა მოვწიო და ნახევრად-სასვე კოლოფი მოვისროლე ნაგავში და მას შემდეგ არ მომიწევია.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება