ვის გამო ინგრევა თბილისის ყოფილი მერის ოჯახი?

ვის გამო ინგრევა თბილისის ყოფილი მერის ოჯახი?

ყველასთვის მოულოდნელად თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ ციხეში სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც გაამხილა, რომ მეუღლეს, ლელა კილაძეს შორდება.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს 2016 წლის პირველი სკანდალია, რომელსაც უკვე აღარავინ ელოდა.

ლელა კილაძის და გიგი უგულავს დაშორებაზე ბევრჯერ დაიწერა, მაგრამ წყვილი ამ ამბავს ყოველთვის უარყოფდა.

რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ და ყვითელი პრესა აქტიურად წერდა, რომ გუკა რჩეულიშვილი და ნუცა კუხიანიძე დაშორდნენ და მათი დაშორების მიზეზი ლელა კილაძე იყო.

მაშინ გუკა რჩეულიშვილის მამა, ვახტანგ რჩეულიშვილი ''რეიტინგთან'' ინტერვიუში ამბობდა:

''- გუკასა და ლელა კილაძესთან დაკავშირებულ ჭორზეც გკითხავთ. ქალაქში ჭორაობენ, რომ რომანი აქვთ...

- ლელა არის ჩემი ძმაკაცის, შალვა კილაძის შვილი. სვანეთისუბნელია შალვა და ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ლელას ქმარმა დააქცია ჩვენი ოჯახი მერობის დროს, ამ გოგოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს და დღემდე მიყვარს. გიგი უცნაური ბიჭია, ფეხებზე ჰკიდია ოჯახიც და სხვა დანარჩენიც, დაანგრია ყველაფერი.

- გიგი და ლელა ერთად აღარ ცხოვრობენ?

- ეს არ ვიცი, მათი საქმეა და სულ არ მაინტერესებს. გუკასაც

დაუსვეს ეს შეკითხვა და უხეშად უპასუხა ჟურნალისტს. მე ასე არ მოვიქცევი. გეტყვით, რომ ახლაც ნუცა და გუკა ერთად არიან ნეპალში ნუცას ფილმის გადაღებაზე.

გაგრძელება

იხილეთ ასევე: "მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ" - გიგი უგულავა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება