მუსიკოსი კრის ბოტი ფანებს ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

მუსიკოსი კრის ბოტი ფანებს ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

მსოფლიოში აღიარებულმა მესაყვირემ კრის ბოტიმ თბილისში მორიგი კონცერტი გამართა. ამჯერად, თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენა ორი დღით - 14 და 15 იანვარს დაეთმო ამერიკელ მუსიკოსს.

თბილისიდან წასვლის შემდეგ კი კრის ბოტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მიმართვა გაჩნდა, რომლითაც მუსიკოსმა ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა თავის ფანებს: "ერთ-ერთი რაც ყველაზე მეტად გვიყვარს თბილისში, რაც გვსიამოვნებს ჩვენი თბილისელი მეგობრებისგან, არის ის, თუ როგორ გვაგრძნობინებენ თავს ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ვსტუმრობთ. არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს რომელ ნაწილში ვართ, ქართველი ხალხი ყოველთვის მხარს გვიჭერდა და გვინდა ეს ამაგი უკან დავუბრუნოთ. ჩვენი მეგობარი ზაზა ფაჩულია, რომელსაც საოცარი სეზონი ჰქონდა, NBA All Star-ის გუნდის შემადგენლობაში მოხვედრასთანაა ახლოს. ძალიან გაგვიხარდება, თუ მას მიცემთ ხმას. ამის გაკეთება მარტივია, სწრაფი და აპლიკაციის გადმოწერაც არ გჭირდებათ. უბრალოდ, დაპოსტეთ თქვენთვის სასურველ სოციალურ მედია პლატფორმაზე #NBAVOTE Zaza Pachulia. თუ ჩვენ ყველანი მოვახვედრებთ მას ტოპ ხუთეულში, ის ავტომატურად მოხვდება All Star-ის გუნდში", - წერს კრის ბოტი "ფეისბუქის" გვერდზე და ზაზასთან და მის მეუღლესთან, თიკა ალავიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"We'd LOVE it if you vote for him" - Chris Botti supports Zaza Pachulia for NBA ALL-Star game

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება