ოდრი ჰეპბერნი - მსოფლიო კინოს მარადიული პრინცესა და "მიწიერი ანგელოზი"

ოდრი ჰეპბერნი - მსოფლიო კინოს მარადიული პრინცესა და "მიწიერი ანგელოზი"

ოდრი ჰეპბერნი - "გოგონა ბემბის თვალებით" გამოჩნდა თუ არა კინოეკრანებზე, მაყურებლის გული ერთბაშად დაიპყრო. მისი ცხოვრება მხოლოდ კინოში ასახული კადრებით არ შემოიფარგლება, ლამაზი მაკიაჟისა და ფრიალა კაბების მიღმა, უამრავი ტკივილი და დარდი იმალებოდა. "ჩემი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა, მქონდა უმძიმესი მომენტებიც, მაგრამ ყოვველთვის ვხედავდი სინათლეს გვირაბის ბოლოს", - იტყვის ოდრი ცხოვრების მიწურულს, მანამდე კი...

ოდრი კეტლინ ვან ჰეემსტრა რასტონი 1929 წლის 4 მაისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაიბადა. მამის ჯოზეფ ჰეპბერნის მხრიდან მას ბრიტანული წარმომავლობა ერგო მემკვიდრეობად, ხოლო დედის მხრიდან გოგონა როგორც ნიდერლანდების, ასევე ბრიტანეთის სამეფო სისხლს ატარებდა, ოდრის დედა მეფე ედუარდ III-ის შთამომავალი იყო.

დედის არისტოკრატიული წარმოშობაც იყო იმის მიზეზი, რომ მშობლები ცდილობდნენ გოგონასთვის სრულფასოვანი განათლება მიეცათ.

ის იჯახში ერთადერთი ქალიშვილი იყო, თუმცა ჰყავადა ორი ნახევარძმა, დედის პირველი ქორწინებიდან. ოდრის დედა ელა მეტად მკაცრი ქალი იყო, მამა კი გაცილებით თბილი და მოსიყვარულე, ამიტომაც გოგონას მამა განსაკუთრებულად უყვარდა. ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როდესაც მშობლები განქორწინდნენ, რაც გოგონასთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა.

სახლიდან წასვლის შემდეგ კი, ჯოზეფ ჰეპბერნი ჯერ ლონდონში დასახლდა, ხოლო შემდეგ შეუერთდა ნაცისტებს და მის კვალს დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ პოულობდა.

ოდრის ოჯახი 1930-იან წლებში პოლიტიკამ გაიტაცა, როგორც დედა, ასევე მამა ღიად თანაუგრძობდნენ ნაცისტებს, გერმანიაში მათ შეკრებებზეც კი დადიოდნენ, გამოდიოდნენ ებრაელების წინააღმდეგ. 1935 წელს, როდესაც ელა და ჯოზეფი განქორწინდნენ, ელა ოდრისთან ერთად ნიდერლანდების ქალაქ არნემში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ გერმანელების მიერ არნემის ოკუპაციის შემდეგ შეიცვალა ელამ პოზიცია და მოგვიანებით უკვე წინააღმდეგობის მოძრაობას ეხმარებოდა. რასაც ვერ ვიტყვით ჯოზეფზე, ის ბოლომდე ნაცისტების სამსახურში დარჩა, რის გამოც ციხეშიც მოხვდა.

ოდრი დიდ ხანს ეძებდა მამას, ის წითელი ჯვრის საქმიანობაშიც ჩაერთო, რათა მისი პოვნის შანსი გაეზარდა, საბოლოოდ გოგონამ მიაღწია მიზანს.

„ჩემთის დედას და მამას დრო თითქმის სულ არ რჩებოდათ, დამამახსოვრდა, რომ არავის ვჭირდებოდი, თუმცა ამაში ეჭვი მაინც შემქონდა. შოკოლადი კი იყო ჩემი ერთადერთი სიყვარულია, რომელსაც ჩემთვის იმედი არასდროს გაუცრუებია", - წერს ოდრი თავის მემუარებში.

1944 წლის ზამთარი ერთ უმძიმესი პერიოდი იყო როგორს ნიდერლანდების სამეფოს, ასევე ოდრის ცხოვრებაში. შიმშილმა მის ოჯახშიც შეაღწია, ერთ-ერთი ძმა გერმანელების ბანაკში მოხვდა, გოგონა კი მთელი დღის განმავლობაში სიცივეში ლოგინში იწვა და ცდილობდა წიგნი წაეკითხა, რათა შიმშილზე არ ეფიქრა. შიმშილის გარდა ის ერთხელ ისეთ ვითარებაში მოხვდა, როდესაც შემთხვევით დაუსხლტა ხელიდან ნაცისტებს. ერთ-ერთი შეთქმულების დროს, რომლის გამოც მისი ბაბუა და ბიძა დახვრიტეს, გოგონა საიდუმლო წერილების გადამცემი იყო. ის პოლიციას გაექცა და მღრღნელებით სავსე ნესტიან სარდაფში ერთ თვე იმალებოდა. საჭმელად კი მხოლოდ რამდენიმე ვაშლი და მცირეოდენი პური ჰქონდა.

რეპრესიების შემდეგ, როცა ჰეპბერნთა არისტოკრატული ოჯახი სრულიად განადგურდა და მუშათა კლასს გაუთანაბრდა, გოგონა ეცადა, როგორმე ახალი გზა ეპოვა ცხოვრებაში. მან ბალეტის შესწავლა დაიწყო, ამავე დროს, დედასთან ერთად, ექთნად მუშაობდა.

ლონდონში გადასვლის შემდეგ ოდრიმ სწავლა მარი ლამბერტთან გააგრძელა, რომელიც ბალეტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდეს მოცეკვავედ მიიჩნევა. მასწავლებლის შეფასებით, ოდრის სიმაღლეც და ნიჭიც ხელს უწყობდა პრიმა-ბალერინად ჩამოსაყალიბებლად.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება