ლეონარდო დიკაპრიოს პუტინის როლის თამაში სურს

ლეონარდო დიკაპრიოს პუტინის როლის თამაში სურს

“ოსკარზე” ექვსჯერ ნომინირებული (და ჯერჯერობით "უოსკარო") მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ფილმებს, რომლებშიც მონაწილეობს, ძალიან დიდი სიფრთხილით არჩევს. ბოლო წლებში მისთვის უცხო არაა უარყოფითი გმირების განსახიერება. გერმანულ გამოცემა Welt am Sontag-თან საუბრისას მსახიობმა აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის როლს - ”ვისურვებდი მის განსახიერებას”.

რუსეთის პრეზიდენტს მსახიობი 2010 წელს შეხვდა ციმბირული ვეფხვის გადარჩენის შესახებ გამართულ კონფერენციაზე. ”ჩემი ფონდი ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებდა ამ ცხოველების დაცვის და გადარჩენის საკითხს. მე და პუტინმა ამ მშვენიერი ცხოველების შესახებ ვისაუბრეთ, პოლიტიკაზე არ გვისაუბრია”, - განაცხადა დიკაპრიომ.

პუტინმა შეხვედრის შემდეგ დიკაპრიო, რომელიც ნახევრად რუსია, დაახასიათა, როგორც ”ნამდვილი მამაკაცი”, ”მუჟიკი”. ჯერჯერობით, პუტინზე ფილმის გადაღება არ იგეგმება, მაგრამ მსახიობის ამ განცხადების შემდეგ, შესაძლოა, სტუდიებმა დაიწყონ რუსეთის პრეზიდენტზე ბიოპიკის მზადება.

მომზადებულია vulture.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება