ტარიელ სუარი და ია ფარულავა დაშორდნენ - "ჟურნალისტები დღესაც იას ქმრად მიხსენიებენ"

ტარიელ სუარი და ია ფარულავა დაშორდნენ - "ჟურნალისტები დღესაც იას ქმრად მიხსენიებენ"

ყვითელ პრესაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ ია ფარულავას და ტარიელ სუარის ქორწინება შოუს ნაწილი იყო. ამ ამბავს თავად წყვილი არ ადასტურებდა. მაყურებელმა ბევრჯერ ნახა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, თუ როგორი მოსიყვარულე ცოლ-ქმარი იყვნენ.

იასა და ტარიელის შესახებ დაწერილ მასალებს, ყოველთვის თან ახლდა ინკოგნიტო ავტორის მიერ დაწერილი კომენტარები, რომ წყვილმა საიდუმლოდ აიყარა ჯვარი და ერთად აღარ ცხოვრობენ.

როგორც ჩანს, ამჯერად ტარიელმა გადაწყვიტა, ყველაფერს ნათელი მოჰფინოს:

"მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას დიდი ხნის წინ მივაწოდე ინფორმაცია ჩემსა და იას დაშორების შესახებ, ჟურნალისტები დღესაც იას ქმრად მიხსენიებენ.

სულ ამ თემაზე ხომ არ ვისაუბრებ? როგორ მოვიქცე, მირჩიეთ რამე! შემიძლია მუსიკის ენაზე ავხსნა ?", წერს გიტარისტი ტარიელ სუარი "ფეისბუქზე".

ტარიელს და იას დაშორების შესახებ ბევრჯერ დაუსვეს კითხვა ჟურალისტებმა, მაგრამ წყვილი პირდაპირ პასუხს თავს არიდებდა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება