კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
10:40 / 20-01-2016
"აზრზე არა ვარ, რა გვაპატია ჯემალ ჭკ­უასელმა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო სუხიშვილთან
ანსამბლი "სუხიშვილები" ახლახან საგასტროლო ტურნედან დაბრუნდა, შემთხვევით ვისარგებლეთ და ანსამბლის დირექტორი ნინო სუხიშვილი ინტერვიუზე დავითანხმეთ.

- სამწუხაროდ, დღეს საქართველოში­ კულტ­ურის სფერო არ არის პრიორიტეტული... ჩვენ­თვის დიდი პატივია ქვეყნის ყველა პროექტში­ მონაწილეობა და თუ საქართველოში ვართ, ყველა ღონისძიებაზე სიამოვნებით გამოვდივართ. დიდი მადლობა ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ "სუხიშვილების" გამოსვლით ღონისძიება ლამაზდება.

- შარშან საიუბილეო წელი გქონდათ...

- 70 წელი შეგვისრულდა. ვით­ვლით 1945 წლიდან, როცა ანსამბლს ოფიციალურად მიენიჭა წოდება... თუმცა ილიკომ და ნინომ მოღვაწეობა 20-იან წლებში დაიწყეს. 2015 წელი მეტისმეტად გადატვირთული იყო. ფაქტობრივად, მსოფლიოს შემოვუარეთ... ტურნე უკრაინიდან დავიწყეთ (ბოლო 11 წელია ეს ტრადიცია გვაქვს), შემდეგ იყო ბელორუსია, მოლდავეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ძალიან წარმატებული გამოსვლა გვქონდა ეგვიპტეში, ხუთი კონცერტი ჩავატარეთ ლონდონში,­ შემდეგ ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ვაშინგტონში. ამერიკიდან გადავფრინდით ჩინეთში, შემდეგ ისრაელის ხუთ ქალაქში ჩავატარეთ კონცე­რტი. ვეწვიეთ ბულგარეთს, შვეიცარიას და მთელი დეკემბერი იტალიაში გავატარეთ­. 31 დეკემბერს, ახალ წელს, სცენაზე შევხვდით, 12 საათი იყო, როცა მაყურებელი ბისზე გვიხმობდა... საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,­ 26 მაისს ეგვიპტეში, პირამიდების ფონზე შევხვდით. ეს იყო უდიდესი შთაბეჭდილებებით სავსე კონცერტი. 5 000 მაყურებელი ესწრებოდა და პარალელურად ეგვიპტის არხებმა პირდაპირ ეთერში გად­ასცეს. ჩვენი გამოსვლა მთელმა არაბულმა­ სამყარომ ნახა, რაც ნახევარ მილიარდ მაყურებელს ნიშნავს... ამ კონცერტს იმდენად დიდი წარმატება ხვდა წილად, ლა-სკალას კონცერტის ტოლფასი იყო ჩვენთვის. დიდი შრომა გასწია ჩვენმა საელჩომ ეგვიპტეში. მონაწილეობდა საქართველოს კულტურის სამინისტროც, ძალიან კარგად გააშუქა ქართულმა მედიამაც...

- გამოსვლები­ საქართველოშიც გქონდათ...
- რეგიონები მოვიარეთ...­ საიუბილეო კონცერტი გვქონდა ფილარმონიაში, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები გამოდიოდნენ. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო! მაყურებლის თხოვნით, 23 იანვარს კონცერტის გამეორებას ვგეგმავთ...

- 30 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი იხსნება სპექტაკლით "აბესალომ და ეთერი", სადაც "სუხიშვილებიც" მიიღებთ მონაწილეობას...

- გვიხარია, რომ ნანატრი, ულამაზესი­ ოპერა იხსნება. ჩვენ
მეორე აქტის ბოლოს ვიცეკვებთ. ეს სიმბოლურია, რადგან­ თავის­ დროზე, როცა "აბესალომ და ეთერი"­ დაიწერა, ზაქარია ფალიაშვილმა მიიწვია ილიკო სუხიშვილი, რომელიც მაშინ ძალიან­ ახალგაზრდა იყო. 20 წლისამ სპექტაკლისთვის დადგა ცეკვები და ზაქარია ფალიაშვილთან თანამშრომლ­ობდა... ახლა უმცროსი­ ილიკო სუხიშვილი აღდგენილი "აბესალომ და ეთერისთვის" დგამს ცეკვებს...

- წლების განმავლობაში თქვენ მიმართ ისმოდა კრიტიკა, თითქოს გაუჭირდა მაყურებელს სიახლის მიღება...
- ჩემთვის მათი აზრი, ვინც ამას ამბობდა, არ იყო კომპეტ­ენტური. ჩვენ ყოვ­ე­ლთვის ხალხურ შემოქმედებას წარმოვაჩენდით და ახალი ცეკვებიც სულითა თუ არსით ეროვნული და ქართულია! არა აქვს მნიშნელობა, 40-იან წლებში დაიდგა, 80-იანში თუ XXI საუკუნეში. ჩვენი ტენდენციაა მუდმივად ახლის
ძიება და დროის ფეხდაფეხ მიყოლა. გაჩერ­ება ნიშნავს დაღმასვლას. ყველაფერი აჩქარდა - მუსიკის რიტმი, ტემპი... დრომ მაინც თავისი თქვა! ახალმა­ ცეკვებმა დროს გაუძლო! ექსპერიმენტიც ჩავატარეთ - ჯერ კლასიკური ცეკვების კონცერტი გავმართეთ, შემდეგ ახალი პროგრამა წარმოვადგინეთ... ახალ პროგრამაზე ბევრად დიდი მოთხოვნა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს მოსწონს! ძველის განახლება აუცილებელი იყო და ახალგაზრდების დიდი ინტერესი ხალხური შემოქმედების მიმართ, ჩვენი დამსახურებაა! ამას მორიდების­ გარეშე ვამბობ! დღეს ჩვენს სტუდიასა და აკადემიაში მოსწავლეთა რიცხვი ათასზე მეტს აღწევს... ჩვენი ხელოვნება ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული მცდელობაა.

ნახეთ ვიდეო| "სუხიშვილების" კონცერტის ემოციური დასასრული - დაუვიწყარი საჩუქრები ანსამბლის წევრებს

გაგრძელება
20:12 / 27-01-2016
ვივიენ
0
სუხიშვილებიც კარგია,მაგრამ ერისიონი მაინც ჯობს! ვერაფერი ვერ შეედრება ერისიონს, აბა უმცროსი ილიკო სუხიშვილია რა, მოქამლული თაგვივით ცეკვავს თვითონ :))))
16:02 / 21-01-2016
Nino
0
ხალხნო "ერისიონს" "სუხიშვილებს" როგორ ადარებთ არ გრცხვენიათ? სად სუხიშვილები და სად სოფლის ორღობე ერისიონი კარგით რა! გენიალურები არიან ნინო და ილიკო რომ ასე შეუნარჩუნეს სახე ამ ანსამბლს და დღემდე ასეთი წარმატებულია! აღარაფერს ვამბობ ფანტასტიურ მოცეკვავეებზე!
მსგავსი სიახლეები
"სუხიშვილების" ანშლაგი "ბლექ სი არენაზე"
"სუხიშვილების" კონცერტის ფასი 10 ლარიდან დაიწყება
სუხიშვილების მოცეკვავის ორიგინალური ბიზნესი - ბაფთები ხისგან
"სუხიშვილების ანსამბლს თავისუფლად შეუძლია კონცერტებით ირჩინოს თავი და ამ დროს ჩვენ გვარჩენინებს"
+PHOTO| მოცეკვავეები ამჯერად მაყურებლის წინაშე ულამაზესი კოსტუმებით წარსდგნენ
"ერთ კვი­რა­ში მთე­ლი პროგ­რა­მა ავით­ვი­სე, გა­გიჟ­და ნი­ნო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში "სა­მა­ი­ა­ში" ჩა­მა­ყე­ნეს"
"სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში გასტროლებზე"
"საყვარელი საქმე და ჯანსაღი გარემო, ყველაზე მეტად ალამაზებს ქალს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:05 / 17-10-2017  Image მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა
მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა
15:06 / 17-10-2017  Image "რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო
"რეკორდულად ცოტა დროში, რეკორდულად მაღალ რეიტინგიანი ნიჭიერი დაიდო"
15:05 / 17-10-2017  Image ზემო ლარსზე დააკავეს ქალი, რომელიც დაქორწინების შემდეგ ქმრებს სირიაში გზავნიდა - ФСБ
"პროფესიონალმა ქვრივმა" გადაწყვიტა ჯიჰადი საკუთარი ცხოვრების მიზნად ექცია"
11:50 / 17-10-2017  Image სილქნეტის სპეციალური შეთავაზება ახალი აბონენტებისთვის!
ახალი მომხმარებლები ორი თვის განმავლობაში უფასო სერვისებით ისარგებლებენ
16:47 / 17-10-2017  Image "სპარში" შეძენილ შოკოლადში მატლები აღმოჩნდა - Momxmarebeli.ge
საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში შეძენილ პროდუქციაზე
პოპულარული კომენტარები
მე მაინტერესებს, რატომ იყო ქ-ნი ლიკა მარტო? რატომ დატოვა თუ მიატოვა ერთადერთმა შვილმა დედა, რომელმაც ზღვა სიყვარული დაიმსახურა ხალხში.. დედა, რომელიც იყო დეპრესიისკენ მიდრეკილი, რომელსაც სჭირდებოდა ყველაზე მეტად ის, რომ თავისი შვილი და შვილიშვილი ყოფილიყო მის გვერდით.. არ დამიწყოთ არავინ, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ა.შ. ყველა შვილი ვალდებულია, რომ განსაკუთრებით სიბერეში იყოს თავისი მშობლის გვერდით, მოუაროს და იზრუნოს მათზე.. სკაიპით მზრუნველობა არ მესმის მე.. პირველ რიგში შვილია დამნაშავე, რომ ეს ღვთაებრივი სილამაზე იმქვეყნად წავიდა.. შვილმა ვერ დააფასა და სხვას რა უნდა მოვსთხოვოთ..
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49