ანფისა ჩეხოვასა და გურამ ბაბლიშვილის თანამედროვე მდიდრული ბინა

ანფისა ჩეხოვასა და გურამ ბაბლიშვილის თანამედროვე მდიდრული ბინა

რუსეთის ცნობილი ვარსკვლავი, სექსუალური ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა უკვე წლებია, ქართველ მსახიობ გურამ ბაბლიშვილთან ერთად ცხოვრობს. წყვილს საერთო შვილი სოლომონი ჰყავს, რომელიც საქართველოშიც რამდენჯერმე ჩამოიყვანეს. ცნობილი წყვილის ცხოვრებით რუსული პრესა ხშირად ინტერესდება, ამიტომ როდესაც მათ ახალი ბინა შეიძინეს, გაარემონტეს და მოაწყვეს, რასაკვირველია, სახლში ესტუმრნენ ფოტოკორესპონდენტები. ბინა მართლაც გემოვნებით არის მოწყობილი და მდიდრულად დეკორირებული. როგორც ანფისა ამბობს, თითქმის ორი წელი ეძებდა შესაფერის სახლს.

ხან სახლის მდებარეობა არ მოსწონდა, ხან - ხედი, ხან - ინფრასტრუქტურა. ექსტრასენსებთანაც კი მივიდა რჩევის საკითხავად და ექსტრასენსმა გამოუცხადა: მალე ბავშვი გაგიჩნდებდა, როგორც კი დედა გახდები, სულ ცოტა ხანში სასურველ ბინასაც იპოვიო. მართლაც ასე მოხდა.

ბინა მოსკოვშია. ის ანფისამ და გურამმა ძველი მფლობელებისგან შეისყიდეს, ხელახლა გაარემონტეს, ავეჯი შეცვალეს და ერთადერთი, რაც დაიტოვეს - საწოლია. მასზე მხოლოდ მატრასი შეცვალეს. როგორც ანფისა ამბობს, საწოლი იმდენად მძიმე იყო, ვერ გაიტანეს. სავარაუდოდ, მოეწონა კიდეც, თორემ ბინაში არ დატოვებდა.

ბავშვის ოთახი სასიამოვნო, მხიარულ ფერებში მოაწყვეს. ასევე გემოვნებით არის მოწყობილი მისაღები, სამზარეულო, საძინებელი. შეგიძლიათ, ფოტოგალერეა იხილოთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება