ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:46 / 20-01-2016
სომხეთს ეს ბიჭი არ წარადგენს "ევროვიზიაზე" - სადაო "ყვავილების ქვეყანა" და კონკურსის ქართული წარმომადგენლობის შეფასება
სიმღერა "ყვავილების ქვეყანა" კიდევ ერთხელ გახდა სკანდალის მიზეზი. სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში სომეხი მომღერლის სერობ არჯემიანის კლიპი და სიმღერა "ჰაიასტანი" გავრცელდა, სკანდალური ის არის, რომ არჯემიანის სიმღერა მოპარულია და ტექსტი ქართველი კომპოზიტორის, მიხეილ ჩირინაშვილის მუსიკაზეა დაწერილი. "ყვავილების ქვეყანა" ადრეც გახდა დავის საგანი, გიორგი ვასაძის და მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრეებმა საავტორო უფლებების დასაცავად სასამართლოში იჩივლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სიმღერის ავტორი მიხეილ ჩირინაშვილია, გიორგი ვასაძემ კი მუსიკა ჯანო ბაგრატიონისთვის გააორკესტრა. რა ზომებს მიიღებს მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრეები მისი უფლებების დასაცავად ჯერჯერობით უცნობია.

"ambebi.ge" მიხეილ ჩირინაშვილის ოჯახს დაუკავშირდა, კომპოზიტორის მემკვიდრე ანკარაში იმყოფება და კომენტარს აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით გააკეთებს. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის, ნიკოლოზ გოგილიძის განმარტებით, ისინი მზად არიან მემკვიდრეებს საკუთარი უფლებების დასაცავად დახმარება გაუწიონ.

ნიკოლოზ გოგილიძე (სსიპ საქართველს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე):
- "ყვავილების ქვეყანა" არის საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოები და მას ჰყავს თავისი ავტორი. ეს არის კერძო საკუთრება და ზომები უნდა მიიღონ მემკვიდრეებმა. თუ მოგვმართავენ ისინი და გვთხოვენ მისი უფლებების
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაცვას, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავეხმარებით. კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ჩვენ (სახელმწიფოს) ერთადერთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავერთოთ, როდესაც ნაწარმოებს მემკვიდრე არ ჰყავს ან მემკვიდრე არაჯეროვნად იცავს მის არაქონებრივ უფლებებს. არაქონებრივი უფლებების ნაწილი არის ის, რომ მოვითხოვოთ ავტორის მითითება ნაწარმოების გამოყენების დროს. რაც შეეხება ქონებრივ უფლებებს, რომ მოხდეს დაჯარიმება, სანქცირება და ა.შ. ეს ნაწარმოების ავტორის მემკვიდრეების ხელშია. ჩვენ თუ მოგვმართავენ, დავეხმარებით საჩივრის დაწერაში და გავუწევთ კონსულტაციას. მაგრამ ჯერჯერობით არავის მოუმართავს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიმღერას სერობ არჯემიანი "ევროვიზიაზე" გაიტანს სომხეთის სახელით, თუმცა "ევროვიზიის" ქართული წარმომადგენლობა ამ ინფორმაციას უარყოფს.

ნათია უზნაძე:
- ეს არ არის სიმართლე. ეს ბიჭი არ გადის "ევროვიზიაზე", წელს "ევროვიზიის" კონკურსზე სომხეთს ივეტა მუკუჩიანი წარადგენს. გამოცხადებული იყო სიმღერის კონკურსი, რომელსაც მუკუჩიანი შეასრულებს "ევროვიზიაზე", კონკურსზეც კი არ ყოფილა შეტანილი სერობ არჯემიანის სიმღერა. შეიძლება ეს ბიჭი მღერის, მაგრამ "ევროვიზიას" ეს არ ეხება.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: სომხეთმა შესაძლოა "ევროვიზიაზე" "ყვავილების ქვეყანა" წარადგინოს?
11:13 / 21-01-2016
როგორც ჩანს სიტყვებზე მაინც გამომეკიდა ვიღაცა...ირღვევა! მაგრამ არა ისეთი თავხედობით, ურცხვად და ხმამაღლად როგორც ამას ეგენი აკეთებენ ... ნუ შენ ეხლა თუ მართლა გომართელებზე და ეგეთ კატაკნავია მომღერლებზე იძახი მაშინ გასაგებია :)
4runner
11:01 / 21-01-2016
და დარწმუნებული ხარ რომ არ ვარღვევთ საავტორო უფლებებს?! :))
4runner-s
მსგავსი სიახლეები
შეიარაღებულ დაჯგუფებას მძევლად ექვსი პოლიციელი ჰყავს აყვანილი
პროექტის პირველი განხილვა დაახლოებით თვენახევრის წინ, თეირანში გაიმართა
ბუნდესტაგმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიც 1915-16 წლებში განვითარებულ მოვლენებს გენოციდად აფასებს
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი მზადაა კიევში "ევროვიზიის" ფესტივალზე იმღეროს
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ჯაბა ქარსელაძე სოციალურ ქსელში
+VIDEO პრანკსტერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაურეკა საქართველოს კულტურის მინისტრს უკრაინელი კოლეგის სახელით
ქეთამ ინსტაგრამის პირად გვერზდე მისი და ლაზარევის ერთობლივი ფოტო განათავსა
მასშტაბურ კონკურს გულშემატკივრობდა ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი
+VIDEO უკრაინამ 2017 წლის "ევროვიზიის" მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა
+VIDEO გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად, გამოავლინეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:43 / 26-09-2016  Image ხელჩართული ჩხუბი და გინება პირდაპირ ეთერში - "ჩვენ კიკუები ვართ ბიჭო?"
+VIDEO "თოფაძის განცხადებები რუსული წისქვილზე ასხამს წყალს"
20:48 / 26-09-2016  Image რამ აღაშფოთა ხატია სიჭინავა - ''ენა უძვლოაო და ატყლაშუნებენ გადაყვლეფამდე''
''მიკვირს ადამიანების, რომლებიც წარსულს ხავსივით ეჭიდებიან..."
11:27 / 26-09-2016  Image თავის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
კანავეროს ექსპერიმენტი ჩატარდა ადამიანის თავის გადანერგვის შესამზადებლად
11:50 / 26-09-2016  Image ნინო კუზანოვას ბათუმური ბინა, რომელსაც 160 ათას დოლარად ყიდის
"აღარ მსურს ბათუმი, დავბერდი უკვე"
11:18 / 26-09-2016  Image ვის გვარზე გადავიდა "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი და რატომ არ აირჩია მან პროფესიად მსახიობობა
"ბაქარი" ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49