სომხეთს ეს ბიჭი არ წარადგენს "ევროვიზიაზე" - სადაო "ყვავილების ქვეყანა" და კონკურსის ქართული წარმომადგენლობის შეფასება

სომხეთს ეს ბიჭი არ წარადგენს "ევროვიზიაზე" - სადაო "ყვავილების ქვეყანა" და კონკურსის ქართული წარმომადგენლობის შეფასება

სიმღერა "ყვავილების ქვეყანა" კიდევ ერთხელ გახდა სკანდალის მიზეზი. სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში სომეხი მომღერლის სერობ არჯემიანის კლიპი და სიმღერა "ჰაიასტანი" გავრცელდა, სკანდალური ის არის, რომ არჯემიანის სიმღერა მოპარულია და ტექსტი ქართველი კომპოზიტორის, მიხეილ ჩირინაშვილის მუსიკაზეა დაწერილი. "ყვავილების ქვეყანა" ადრეც გახდა დავის საგანი, გიორგი ვასაძის და მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრეებმა საავტორო უფლებების დასაცავად სასამართლოში იჩივლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სიმღერის ავტორი მიხეილ ჩირინაშვილია, გიორგი ვასაძემ კი მუსიკა ჯანო ბაგრატიონისთვის გააორკესტრა. რა ზომებს მიიღებს მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრეები მისი უფლებების დასაცავად ჯერჯერობით უცნობია.

"ambebi.ge" მიხეილ ჩირინაშვილის ოჯახს დაუკავშირდა, კომპოზიტორის მემკვიდრე ანკარაში იმყოფება და კომენტარს აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით გააკეთებს. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის, ნიკოლოზ გოგილიძის განმარტებით, ისინი მზად არიან მემკვიდრეებს საკუთარი უფლებების დასაცავად დახმარება გაუწიონ.

ნიკოლოზ გოგილიძე (სსიპ საქართველს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე):

- "ყვავილების ქვეყანა" არის საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოები და მას ჰყავს თავისი ავტორი. ეს არის კერძო საკუთრება და ზომები უნდა მიიღონ მემკვიდრეებმა. თუ მოგვმართავენ ისინი და გვთხოვენ მისი უფლებების დაცვას, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავეხმარებით. კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ჩვენ (სახელმწიფოს) ერთადერთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავერთოთ, როდესაც ნაწარმოებს მემკვიდრე არ ჰყავს ან მემკვიდრე არაჯეროვნად იცავს მის არაქონებრივ უფლებებს. არაქონებრივი უფლებების ნაწილი არის ის, რომ მოვითხოვოთ ავტორის მითითება ნაწარმოების გამოყენების დროს. რაც შეეხება ქონებრივ უფლებებს, რომ მოხდეს დაჯარიმება, სანქცირება და ა.შ. ეს ნაწარმოების ავტორის მემკვიდრეების ხელშია. ჩვენ თუ მოგვმართავენ, დავეხმარებით საჩივრის დაწერაში და გავუწევთ კონსულტაციას. მაგრამ ჯერჯერობით არავის მოუმართავს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიმღერას სერობ არჯემიანი "ევროვიზიაზე" გაიტანს სომხეთის სახელით, თუმცა "ევროვიზიის" ქართული წარმომადგენლობა ამ ინფორმაციას უარყოფს.

ნათია უზნაძე:

- ეს არ არის სიმართლე. ეს ბიჭი არ გადის "ევროვიზიაზე", წელს "ევროვიზიის" კონკურსზე სომხეთს ივეტა მუკუჩიანი წარადგენს. გამოცხადებული იყო სიმღერის კონკურსი, რომელსაც მუკუჩიანი შეასრულებს "ევროვიზიაზე", კონკურსზეც კი არ ყოფილა შეტანილი სერობ არჯემიანის სიმღერა. შეიძლება ეს ბიჭი მღერის, მაგრამ "ევროვიზიას" ეს არ ეხება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: სომხეთმა შესაძლოა "ევროვიზიაზე" "ყვავილების ქვეყანა" წარადგინოს?

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება