გრიგორი ლეპსის მოსკოვური ბინა 150 ხატით და მდიდრული ვილა ტაილანდში

გრიგორი ლეპსის მოსკოვური ბინა 150 ხატით და მდიდრული ვილა ტაილანდში

გრიგორი ლეპსს რუსული ესტრადის მოყვარული ქართველები წლებია იცნობენ და უყვართ კიდეც. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მომღერალია, სახასიათო ხრინწიანი ხმით. თუმცა,საზოგადოების დიდმა ნაწილმა სულ ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ გრიგორი ლეპსი სინამდვილეში ქართველია - გრიგოლ ლეფსვერიძე, რომელიც სოჭში დაიბადა 1962 წელს.

სკოლა სოჭში დაამთავრა. 30 წლისამ გადაწყვიტა მოსკოვში გადაბარგება. "იმიტომ წავედი, რომ უკვე ვხვდებოდი, სოჭის რესტორნებში თუ დავრჩებოდი მომღერლად, როგორც არტისტი, დავიღუპებოდი. დღედაღამ ვმუშაობდი და დაღლილობას ალკოჰოლით ვიხსნიდი...", - იხსენებს იმ წლებს მომღერალი.

მოსკოვიც არ შეხვედრია გულითადად. ჩათვალა, რომ უკვე ყველა შანსი დაკარგა, სვამდა, ეწეოდა, ნარკოტიკებს იღებდა, ჩხუბობდა და როგორც ამბობს, 100 კილოგრამამდე იწონიდა... თუმცა, მოახერხა წუმპედან ამოსვლა, აღმოჩნდა რუსულ ესტრადაზე და ისეთ წარმატებას მიაღწია, რუსული ესტრადის მეგავარსკვლავად იქცა და მისმა ჰონორარებმაც იმატა.

ლეპსს მოსკოვში 320 კვადრატული მეტრი ფართის უზარმაზარი ბინა აქვს, რომლის მისაღები ოთახი ტაძარს უფრო ჰგავს - მთელ ოთახში 150 ხატისგან შემდგარი კოლექციაა განთავსებული. ამ სახლის და აგარაკის გარდა, მომღერალს აქვს ასევე ვილა ტაილანდში, კუნძულ ფხუკეტზე. ვილა ბევრ მნახველს აოცებს თავისი სიმყუდროვით და საოცარი მდებარეობით. ორსართულიანი სახლი პლაჟ სურინთან ახლოს არის.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოები

"არ მინდოდა, ჩქარა გავთხოვილიყავი, წლების მერე მითხრა, რატომ მაწვალე ამდენ ხანსო?!" - მწერალ ედიშერ ყიფიანის ლეგენდარული სიყვარულის ამბავი

"რა სწრაფად გადის დრო, ჩემი შვილები უკვე დიდები არიან...რაღაც მაინც გამიკეთებია სწორად" - ბრიტნი სპირსის იშვიათი ფოტო ვაჟებთან ერთად

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის მშობლები გახდნენ