"ამ ადამიანმა შეცვალა ჩემი ფსიქიკა" - ავთანდილი მეუღლეზე, "ოლიგარქის ოჯახზე" და ცხოვრების ყველა ფერზე

"ამ ადამიანმა შეცვალა ჩემი ფსიქიკა" - ავთანდილი მეუღლეზე, "ოლიგარქის ოჯახზე" და ცხოვრების ყველა ფერზე

არ არის ადვილი უინტერნეტო, უტელევიზიო, უშუქო, მოშიმშილე ქვეყანაში დაიწყო იმის კეთება, რაც აქტუალური სულაც არ არის და თავი მაინც დაიმკვიდრო. მერეც არ შეწყვიტო წინსვლა... "კვირის პალიტრის" რუბრიკის - "ჩემი ცხოვრების პალიტრა" სტუმარია ავთო ცქვიტინიძე, რომელიც განვლილ ცხოვრებას ფერებად ახარისხებს და აფასებს:

- საქმიდან გამომდინარე უამრავ ფერთან გაქვს შეხება. საინტერესოა, შენი ცხოვრებისეული ეტაპებს რა ფერებად ხედავ? მაგალითად, რა ფერია ბავშვობა?

- ჩემი ბავშვობაც ძალიან საინტერესო იყო, ისევე როგორც ალბათ ბევრის. იმ სამყაროს ახლა ძალიან ნათელ სივრცედ ვხედავ. ბებიის გაზრდილი ვარ, ჩემი მშობლები ხშირად ქვეყანაში არ იყვნენ და ჩემზე მზრუნველობა თავზე დედაჩემის დედამ აიღო. ძაფსახვევი ფაბრიკის მთავარი ბუღალტერი იყო და პირველი შეხება ფერებთან სწორედ მისი მეშვეობით მქონდა, როცა ფაბრიკაში ბაღიდან, ან შესვენებაზე მივყავდი ხოლმე. არასდროს მიფიქრია, თუ რა ფერია ჩემი ბავშვობა, მაგრამ ახლა ვიხსენებ და ვამბობ, რომ ნათელი ფერია, მზეა, ყვითელია, რომელიც გემრიელ სტაფილოსფერში გადადის, ალბათ უფრო ნარინჯისფერიც.

- რა ფერს მიანიჭებდი წლებს როცა წარმატება და პოპულარობა მოვიდა?

- რაღაც ნათელი ფერები წამოვიდა, საოცარ სინათლესთან ასოცირდება. მაშინ უკვე მივხვდი, რომ როგორც შემოქმედი, შევდექი. ეს იყო ალბათ უფრო თეთრი? - არა, უფრო სპილოსძვლისფერი. საზოგადოებასთან ურთიერთობას შევეჩვიე, იყო ინტერვიუები, გადაცემებში მიწვევდნენ, მწერდნენ ჟურნალ-გაზეთები და მეც მათთვის ვიყავი გახსნილი რესპონდენტი. მალევე დაიწყო პერიოდი, როცა ტელევიზიები თავიანთი წამყვანებისთვის კოსტიუმებს მაკერინებდნენ. სატელევიზიო შოუებისა თუ გადაცემების სასურველი სტუმარი გავხდი. ახალ წელს ხან მამღერებდნენ, ხან მაცეკვებდნენ, - მოკლედ, ყველგან ვიყავი.

- და წარმატებული და შემდგარი ავთანდილი მერე დაოჯახდა...

- კი, სწორედ მაშინ ჩემი მომავალი მეუღლე, ხათუნა გავიცანი როგორც კლიენტი, მაგრამ ისეთი ინტერესი არცერთ კლიენტს არ გამოუწვევია ჩემში, როგორც მას. შემდეგ დაიწყო პერიოდი, როცა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ყოფნა. მივხვდით, რომ ეს უკვე დამკვეთისა და მხატვრის ურთიერთობა აღარ იყო. ჩვენი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა და შევქმენით ოჯახი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ მოულოდნელად შევეჯახე თემას, რასაც "ოლიგარქის ოჯახის თემას" დავარქმევდი. თითქოს ხალხი ჩამისაფრდა, ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამბობდნენ, რომ ავთოს მეუღლე პატარკაციშვილის ოჯახიდან არის (ხათუნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია. - ავტ.). ამიტომ რაღაც გაურკვეველ სტატუსებს მაწებებდნენ, იმას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ როგორც დიზაინერმა იმ დროისთვის თბილისში, მოსკოვში, ბაქოში, გერმანიაში, უკრაინაში დამოუკიდებლად გავიკვალე გზა, მაღაზიები მქონდა. მოკლედ, ამისთვის მაშინ მზად არ აღმოვჩნდი და დავიბენი... მაგრამ მერე ამასაც შევეჩვიეთ...

მე და ხათუნა 12 წელია ერთად ვართ და ჩვენი ურთიერთობა თანდათან ვითადება და სხვადასხვა ეტაპზე გადადის. ნამდვილი წყვილი ვართ, ორი ადამინისგან შემდგარი წყვილი და გვაერთიანებს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, - შვილი წაიკითხეთ ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ: საგარეო საქმეთა მინისტრის მილიონერი მოადგილის - ხათუნა თოთლაძის ქონება და შემოსავლები

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"