როგორ ბერდება 90-იანების მშვენება - კრისტი ტარლინგტონის ფოტოები წლიდან-წლამდე

როგორ ბერდება 90-იანების მშვენება - კრისტი ტარლინგტონის ფოტოები წლიდან-წლამდე

90-იანი წლების ყველა ტოპ მოდელი ლეგენდად იქცა და დღემდე პოპულარულია, თუმცა კრისტი ტარლინგტონი მათ შორისაც განსაკუთრებულია. ის ყოველთვის გამოირჩეოდა - ღირსებით, შინაგანი სიმშვიდითა და ჰარმონიით.

კრისტი 14 წლის ასაკში კალიფორნიაში ადგილობრივმა ფოტოგრაფმა აღმოაჩინა. 14-დან 16 წლამდე ის მოდელად მუშაობდა არდადეგებზე. სკოლის დასრულების შემდეგ, 18 წლის ასაკში ნიუ-იორკში გადავიდა. 25 წლის იყო, როდესაც პოპულარობის პიკში გადაწყვიტა, დაეტოვებინა სამოდელო ბიზნესი ფილოსოფიისა და რელიგიის შესასწავლად და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩააბარა.

47 წლის სუპერმოდელი დღესაც ძველებურად თვალისმომჭრელია. არასოდეს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაციები, ბოტოქსსაც კი ერიდება. სამაგიეროდ, ჯანსაღი კვებისა და იოგას მიმდევარია. "ჩემთვის შინაგან სილამაზეს ყოველთვის გააჩნდა აზრი. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია თავს გრძნობდე ლამაზად, ვიდრე იყო ლამაზი. ერთმა ფოტოგრაფმა მითხრა, როცა იღიმი, 16 წლისას გავხარო. მე ვუთხარი, ჰო, მაგრამ მერე კისერზე შემხედავ და მიხვდები-თქო. არ მინდა ახალგაზრდად გამოვიყურებოდე. სახე სიცოცხლის რუკაა: რაც მეტი ნაოჭია მასზე, მით უკეთესი", - ამბობს ტარლინგტონი.

სუპერმოდელი 12 წელია დაქორწინებულია მსახიობ ედ ბარნსზე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია its-possible.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება