"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!" - რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ

"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!" - რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ

უკრაინულ საიტებზე გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელზეც ასახულია, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი, ქართველი ცნობილი სახეების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. აი, რას წერენ ცნობილები "ფეისბუქის" პირად გვერდებზე:

ნანუკა ჟორჟოლიანი

"ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, არის ავადმყოფი და არა კრიმინალი. ავადმყოფებს კი, როგორც ვიცი არ ლანძღავენ. მკურნალობენ მათ. ვერ ვიგებ რა უფრო ცუდია: ის, რაც დაემართათ, თუ საზოგადოების ისტერიული რეაქცია"

ნიკა გვარამია

"მიშა მესხის ვიდეოს გადაღების და გავრცელების ფაქტი არის სამარცხვინო. ამ ვიდეოში მოღადავე ექიმები და პოლიციელები - ათჯერ უფრო სამარცხვინო.

მიშა მესხი შეიძლება არცხვენს თავის ერს (მე არ ვგრძნობ თავს შერცხვენილად, მაგრამ დავუშვათ), მაგრამ ამ ვიდეოს გადამღები, ამ ფორმით (სახეების დაბლარვის გარეშე), გამსაჯაროებელი და განსაკუთრებით დაკავებულზე/ავადმყოფზე მოღადავე პოლიცია და სამედიცინო პერსონალი (ზუსტად ეგენი არიან ერის სახე და არა ნარკომანი) პირდაპირ მეტყველებენ საკუთარი საზოგადოების ჩამორჩენილობაზე".

ია ფარულავა

"ეს რა "ჟივუჩი " ვინმეა....... მიშა მესხი - ბევრს ასეთი ბედი არა აქა აქვს. ერთხელაც იქნება და წაიღებს წერილს თუ აზრზე არ მოვიდა... ნამდვილად ნიჭიერია და ნამდვილი კოლორიტია, მაგრამ მასაც მალე დავკარგავთ თუ თავს არ უშველა"...

ნიკა ქავთარაძე

"ეკონომიკა თავზე დაგვენგრა, ლარი კვდება და ყველა მაინც იმაზე ვქოთქოთებთ, მიშა მესხს რომ ნარკოტიკები უყვარს. სომხებმა "ყვავილების ქვეყანა" რომ მიითვისეს - ეს გადავიტანეთ იმედია".

თამარ ჩერგოლეიშვილი

1. ნარკომანია, ლოთობა ავადმყოფობა არ არის - ცხოვრებისეული არჩევანია, რომელიც შესაძლოა ცუდი შედეგით (ავადმყოფობით და სიკვდილით) დასრულდეს. ავადმყოფობა არის ლეიკემია, კიბო, შიდსი ეტს.

2. ქმედუნარიან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავის თავს ის დაუშავონ, რისი ხოშიც აქვთ - თუ სხვას არ აყენებენ ზიანს.

3. პოლიცია, საჯარო სივრცეში მუშაობისას, რას გადაიღებს და გაუშვებს მისი გადასაწყვეტია, თუ საქმე არასრულწლოვანს არ ეხება.

4. დაწყნარდით. ტელევიზორში თუ არ ნახეთ, ისე არ იცით, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არსებობენ? ბოუის რომ ტიროდით ნახევარი ფეისბუქი, რა გგონიათ, რამდენი კილო კოკაინი შეუშვა ცხვირში, სანამ მოკვდებოდა?

P.S. მე-5 პუნქტს დავამატებ - იმის მტკიცება, რომ მიშა მესხმა "საქართველო შეარცხვინა" არის სრული იდიოტიზმი. ვიღაცის ინდივიდუალური არჩევანი (თუ ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირი არ არის), არ შეიძლება მე, ან რომელიმე ჩემს თანამოქალაქეს არცხვენდეს.

ბიძინას გამო შეიძლება შეგვრცხვეს - ჩვენ ავირჩიეთ და ვთხოვეთ ქვეყანა ემართა, აი მიშა მესხი რას იზამს - დაიკიდეთ.

ირაკლი ღლონტი ("რეფორმატორების" ლიდერი)

"მიშა მესხის ვიდეოს გავრცელება არ მიმაჩნია სწორ საქციელად! მიუხედავად იმისა, რომ ჩემში უკმაყოფილება გამოიწვია მისი ამ მდგომარეობაში ხილვამ, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს აქვს უფლება თავისი სენის შესახებ არ ვრცელდებოდეს ნიუსები და თრობის ქვეშ გადაღებულ კადრებზე არ ქილიკობდეს საზოგადოება. უფრო მეტი პატივისცემა გვმართებს საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ!"

გიგლა თუმანიშვილი ("რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი)

"რატომ ამოხტით ტრუსიკებიდან მიშა მესხის გამო? ადამიანი არის ავად!!! მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!"