ნუცა ბუზალაძის ტრიუმფი თურქული Voice-ის რინგზე

ნუცა ბუზალაძის ტრიუმფი თურქული Voice-ის რინგზე

24 იანვარს თურქული Voice-ის მორიგი ტური გაიმართა, რომელშიც ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძეც მონაწილეობს. მწვრთნელმა ჰადისმა მასთან ერთად რინგზე ტანკურტ მანასი და ბერფუ სარიბაზი გამოიყვანა. სამმა კონკურსანტმა ჯენიფერ ლოპესის ენერგიული სიმღერა On The Floor შეასრულა და მთელი დარბაზის აყოლიება მოახერხა. ჰადისმა მორიგ ტურში სამეულიდან პირველი ნუცა ბუზალაძე გადაიყვანა, რადგან მისი შესრულება მართლაც გამორჩეული იყო კონკურენტებისგან.

იხილეთ ვიდეო

"მადლობა ყველას! მიხარია რომ მოგეწონათ, ჯერ ყველაფერი წინაა! მაგრამ, აი მურატის ფანები, მგონი ხვალ სადმე დამხვდებიან და ყველაფერზე პასუხს მაგებინებენ", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნუცა ბუზალაძე, რომელიც შოუდან გაგდებული მისი კონკურენტის ფანებმა შეაწუხეს.

სტილის მასტერკლასი 51 წლის ჯენიფერ ენისტონისგან - ახალი ფოტოსესია, სადაც მსახიობი თინეიჯერს ჰგავს

საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება