კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
09:14 / 26-01-2016
რომანტიკულ კომედიაში გიორგი ბახუტაშვილი და ჯანეტ ქერდიყოშვილი "დაქორწინდნენ" - რა ხდება დათო იმედაშვილის ფილმის გადაღებებზე
''როდესაც ადამიანი წარმატებას ადრეულ ასაკში აღწევს, აქვს ძალიან ბევრი ფული, შესაშური კარიერა, იცნობენ საზოგადოების მაღალ წრეებში, პატივს სცემენ, - ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამას მარტო ერთი მხარე არ აქვს. მაგალითად, გიორგი თავს წარმატებული ადამიანის სიმბოლოდ მიიჩნევს, მთელს დროს საქმეს უთმობს. უყურადღებოდ რჩება მეუღლე - ნინი, ცუდად ექცევა თანაშემწეს, მძღოლს ადამიანად არ თვლის. არ აღიარებს არც ერთ ღირებულებას, რასაც შემოსავალი არ მოაქვს, ამიტომ სიღნაღში მდებარე პირველ ქართულ საბავშვო თეატრსაც კი დახურავს, მალაიზიური რესტორანი უფრო პრიორიტეტულად მიაჩნია. რა მოხდება მაშინ, როცა გიორგი ყოველი იმ ადამიანის სხეულში იმოგზაურებს, ვისაც უსამართლოდ მოექცა? როგორი მძღოლი იქნება იგი საკუთარი თავისთვის, ან თანაშემწე, თანაშემწის ცოლი, რომელთანაც სიღნაღში პაემანი აქვს, როგორ იგრძნობს თავს თეატრის დირექტორის როლში? კარგია ძაღლად ყოფნა, რომლის დაჭერასაც შენივე მითითებით, ცდილობენ? გამოიტანს თუ არა სწორ დასკვნებს, შეიცვლება გიორგი?" - ასე წარადგენენ ფილმს "ვისი სული გსურს" მისი ავტორები, რომელზეც ახლა მუშაობენ.

საოჯახო, რომანტიკული კომედია, ფანტასტიკის ელემენტებით - ფილმის 60% გადაღებულია, სამუშაო 10 თებერვლამდე უნდა დასრულდეს, პრემიერა კი 5 მაისს არის დაგეგმილი. სურათში ბევრი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს: მთავარ როლში გიორგი ბახუტაშვილს ვიხილავთ, ფილმში თამაშობს "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილიც.

დაათვალიერეთ ფოტოები გადასაღები მოედნიდან

რეჟისორი დათო იმედაშვილი გადაღების პროცესზე გვესაუბრება:

- გიორგი ბახუტაშვილს და ჯანეტ ქერდიყოშვილს ერთად უწევთ თამაში?

- კი, გიორგისთან ერთად თამაშობს, რამდენიმე სცენა აქვთ, მაგრამ მთავარი გმირი არ არის. გიორგის ცოლის როლი აქვს... ვფიქრობ, რომ ამ ჟანრში რაღაც ახალს ვამზადებთ, რასაც მალე ქართველ კინომოყვარულებს შევთავაზებთ.

- ჯერ არ ყოფილა ასეთი ფილმი?
- მე არ მახსენდება. ეს იდეა დიდი ხანია მქონდა, ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში ვაპირებდით ფილმის გადაღებას. მერე იდეა ვიყიდეთ და დავაწერინეთ ჯერ შალვა რამიშვილსა და ზვიად ბლიაძეს, მერე ის ჩემთან ერთად გადაწერა კოტე ჩლაიძემ და აქამდე მოვიდა. მოკლედ, 2012 წელს ვაპირებდით, მაგრამ მაშინ გადავდეთ. ახლა თავისუფალი დრო გამომიჩნდა და გადაღება დავიწყე.

- გადაღების პროცესი ძვირი ჯდება?
- კინო ყოველთვის ძვირი ჯდება, მაგრამ რადგანაც აბსოლუტურად საკუთარი რესურსებით ვიღებთ და თან, ერთ-ერთი დიდი კომპანია გვეხმარება ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, შეღავათები გვაქვს და მადლობის მეტი რა გვეთქმის.

- სხვადასხვა ჟანრის არაერთი მსახიობი გყავთ ფილმში მოწვეული. როგორია მათთან მუშაობის პროცესი?

- არიან მსახიობები, რომლებიც კარგად ართმევენ თავს ამოცანას, დაკისრებულ მოვალეობას 5-იანზე უძღვებიან, არის შემთხვევა, როცა ფიქრობ, რომ შემეშალა, ჯობდა სხვა ამეყვანა - ასეთი რამ ყოველთვის ხდება.

- ბევრია ასეთი "შემეშალა"?
- არა, ასეთი რამ არ გვაქვს, ვერ გავახარებ მათ, ვისაც ეს ინფორმაცია ესიამოვნება... ასეთი შეცდომა ძირითადად მაშინ ხდება, როცა ძალიან ფონური როლია ხოლმე შესასრულებელი
You must have Flash Player installed in order to see this player.
და როცა ფიქრობ, ამაზე ყველა წავა და სწორედ იქ ხდება შეცდომა. მაგრამ ვიმეორებ, ასეთი ფაქტი ჩვენ არ გვაქვს.

- როგორი უნდა იყოს ტიპაჟი, რომ ამა თუ იმ როლზე აიყვანო?

- მგონია, რომ ყველაფერი იწყება სცენარით და გმირის ხასიათით. მის იდენტიფიცირების შემდეგ, ეძებ ტიპაჟს. კონკრეტული ჩარჩო ვერ იარსებებს, რადგანაც ყველა გმირი სხვანაირია. მერე ხედავ, ამ გმირს რომელი მსახიობი "გააკეთებდა" კარგად...

- "რუსთავი 2"-თან ბახუტაშვილთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ, რადგანაც ის მათი მოქმედი სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირია.
- არა, ჩვენი ბიზნესინტერესები არ იკვეთება, პირიქით, ეს პროექტები ერთმანეთს აძლიერებს.

- ჯანეტის მიწვევა ფილმში, მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო ხომ არ მოხდა?
- არა, სხვათა შორის, იმ "ხმაურამდე" რამდენიმე დღით ადრე გადაწყდა, რომ ჩვენს ფილმში მიიღებდა მონაწილეობას. ვერ გეტყვით, რომ ეს დადებითად ან უაყოფითად იმოქმედებდა ჩემს გადაწყვეტილებაზე. ჩვენ საერთოდ გვიყვარს ასეთი აჟიოტაჟების "ატეხვა". ჯერ ერთი, კონტექსტიდან ამოგლეჯილად განვიხილავთ ხოლმე რაღაცებს, მერე თუ ვხედავთ, რომ ადამიანი წაიქცა, ხშირად დარწმუნებულიც არ ვართ ამაში და ვცდილობთ, თავს დავესხათ. მგონია, რადიკალური არაფერი უთქვამს, თან, ის თქვა, რასაც მთელი ამდენი ხანია, ე.წ. ქართველობა ამტკიცებს. მის სიტყვებში ტრაგიკული ვერაფერი დავინახე. ქალების რეაქცია მესმის, მაგრამ მეორე მხრივ მართალის არის, ჩვენ თანასწორები ვართ და მაგ მოსაზრებას სრულად ვიზიარებ, მაგრამ არა მგონია, ჯანეტი იმას გულისხმობდა, რომ ისინი თანასწორნი არ არიან.

- როგორი მსახიობი აღმოჩნდა "მის საქართველო"?
- ჯანეტი ამსხვრევს იმ სტერეოტიპს, რომ "მისი" მხოლოდ ლამაზია...

- გიორგი ბახუტაშვილს როგორ შეაფასებ? ხომ არ ჭირვეულობს?

- ნიჭიერი მსახიობია. პროფესიონალები ნაკლებად ჭირვეულობენ. ყოველთვის მომაქვს მაგალითი, როცა დიდ ამერიკულ პროექტზე ვმუშაობდი და დიდ მსახიობებთან მქონდა შეხება, ყველაზე ნაკლებ ჭირვეულობას მათგან ვგრძნობდი, ვიდრე დაბალი კლასის არტისტებისგან. კარგი მსახიობი არ ჭირვეულობს, კარგი მსახიობი ცდილობს, გააკეთოს, რაც ევალება.

ჟანეტ ქერდიყოშვილი ჟურნალ "გზასთან" მიცემულ ინტერვიუში საკუთარ როლზე აი, რას ამბობს: "მსახიობობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ახლა მომეცა შანსი და უარი არ ვთქვი. ამ ფილმში ჩემი დებიუტი შედგება... მთავარი გმირი გახლავთ ჩემი მეუღლე, რომლის როლსაც მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი თამაშობს. ის ამბიციური, მდიდარი, წარმატებული ახალგაზრდაა. ბევრ გავლენიან ადამიანთან აქვს კავშირი და ჰყავს პატარა ლამაზი ცოლი, რომელიც თვალებში შესციცინებს. ამ ბიჭს თავისი მდგომარეობა "თავში აუვარდა", ფასეულობები დაკარგული აქვს, მე კი ვარ მომთმენი ცოლი, ვიტან მის უყურადღებობას და დაქალთან გამუდმებით ვამართლებ. ჩემი დაქალის როლს ირინა ონაშვილი ასრულებს".

პ.ს. ფილმში ასევე თამაშობენ: ბაჩო ქაჯაია, დიმიტრი ტატიშვილი, დუტა სხირტლაძე, ლელა მებურიშვილი, თიკო მოსემღვდლიშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ლელა მებურიშვილი, ნიკა წულუკიძე და სხვები.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

03:38 / 27-01-2016
lana
0
გიორგი ბახუტასჰვილი გენიოსია, მომხიბვლელი და საოცარი ტალანტია...
18:41 / 26-01-2016
Imieri
0
me mgoni propesionali msaxiobebi isini upro arian,vizec amovida yelshi ambobt,chveni sashveli ar iqneba aseti kritikosebi vart yvelapershi.
მსგავსი სიახლეები
"მის საქართველო", ულამაზესი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი თავისი გარეგნობით რა ხანია აღაფრთოვანებს საზოგადოებას. ეს მშვენიერი გოგონა
+PHOTO ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს ავრცელებს
+PHOTO "ასეთი გოგოები მოსკოვშიც კი იშვიათია"
"ჰგონიათ, რომ ქედმაღალი ვარ და პრინცს ველოდები" - ჯანეტ ქერდიყოშვილი "ფილტრის გარეშე"
(ექსკლუზივი) "მთავარია კაცობა დავინახო, ათი სახლი ექნება თუ ერთი ნაქირავები ოთახი, ცოლად გავყვები"
ფინალზე ქართველი ლამაზმანი ლიბანელი დიზაინერის ვერცხლისფერი, გამჭვირვალე კაბით წარსდგა
"თქვენ ნამდვილად იმსახურებდით საუკეთესო ადგილს!"
20 დეკემბერს ლას ვეგასში "მის სამყაროს 2015"-ს გამოავლენენ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:01 / 28-05-2017  Image მუხიანში დასუფთავების მანქანა სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა - თვითმხილველის კადრები ადგილიდან
PHOTO+VIDEO ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია
22:38 / 28-05-2017  Image ვინ არიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 შერჩეული კანდიდატი
კომისია კანდიდატებს მთავრობას წარუდგენს
09:22 / 28-05-2017  Image რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? - იმედები და მოლოდინები NATO-ზე
"ვფიქრობთ, საქართველო იქნება ნატოს წევრი ქვეყანა"
20:36 / 27-05-2017  Image მსახიობი, რომელსაც გიორგი სააკაძის როლი ჩამოართვეს - "კოსტუმებიც მორგებული ჰქონდა, როცა "ზევიდან" მოვიდა ბრძანება..."
კინოში მისი მოსვლა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს დაემთხვა
14:01 / 27-05-2017  Image რას უწერს "ფეისბუქში" გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუას "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო ტურის შემდეგ
"ის გოგო არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ კარგად იცეკვა"
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49