5 ქართველი დიზაინერი, რომლებმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია დაიპყრეს

5 ქართველი დიზაინერი, რომლებმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია დაიპყრეს

რუსულმა გამოცემა StyleNews-მა დაასახელა ხუთი ქართველი დიზაინერი, რომელთა სახელები უკვე დიდი ხანია ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონსა და მოდის სხვა დედაქალაქებში ცნობილია.

ხილეთ ვიდეო

დემნა გვასალია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ანტვერპის სამეფო აკადემიის ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებული 2009-2012 წლებში Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის დიზაინერის პოზიციას იკავებდა, 2012-2014 წლებში კი LOUIS VUITTON-ში. 2015 წელს "ვუნდერკინდი ქართველი დიზაინერი", როგორც მას ერთ-ერთმა დასავლურმა გამოცემამ უწოდა, Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. ბრენდისთვის თავისი პირველი კოლექცია გვასალიამ 2016 წლის მარტში უნდა წარადგინოს. ის ასევე განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნასაც.

რია ქებურია

ქებურიამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც მარკეტინგს სწავლობდა American University of Paris-ში, პარალელურად კი სწავლა დაიწყო International Fashion Academy-ში ტანსაცმლის დიზაინის პროფილით. პრინტების და ტექსტურის მიქსი, ამოტრიალებული იმიჯები და არაორდინალური სტილი, რომელიც ქართველ კოლორიტს ახასიათებდა, ლედი გაგას სტილისტისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. "ჩემი ბრენდი კონცეპტუალური იქნება, მინდა მოდაში მეტი ხელოვნება შევიტანო", - განაცხადა ქებურიამ ინტერვიუში. არჩეული გეზი აშკარად წარმატებას მოუტანს მას, რადგან მოდის და ხელოვნების ნაზავი ბოლო წლების მთავარი ტრენდია.

დევიდ კომა

ახალგაზრდა და ნიჭიერი ლონდონელი დიზაინერი თბილისში დაიბადა. უნივერსიტეტი სანკტ-პეტერბურგში დაამთავრა, ლონდონში გადასვლით კი სერიოზული ნაბიჯი გადადგა კარიერაში. იქ ჩასვლისთანავე მოეწყო Central Saint Martins College of Art&Design-ში. მისი სადიპლომო ნამუშევარი კურსზე საუკეთესოდ აღიარეს. შემდეგმა კოლექციამაც აღიარება და ორი პრესტიჟული ჯილდო - Harrods Design Award და Vauxhall Fashion Scout Merit Award მოუტანა მას. ფეშენ ინდუსტრიის დებიუტანტზე V Magazine და Dazed&Confused წერდნენ. მალევე კომახიძემ (დიზაინერის ნამდვილი გვარი) კონტრაქტი გააფორმა ლონდონურ მაღაზია Brown’s Focus-თან. 2009 წელს ის ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებული ხდება და საკუთარ მარკას ქმნის. ახლა დევიდი 29 წლისაა და ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ახალგაზრდა დიზაინერია ლონდონში, 2014 წლიდან კი Thierry Mugler-ს კრეატიული დირექტორიც გახლავთ. აცმევს გვინეტ პელტროუს, ჯენიფერ ლოპესს, ბიონსესა და შოუბიზნესის სხვა ვარსკვლავებს.

ალექსანდრ არუტინოვი

არუტინოვი დიდი ხანია მოღვაწეობს რუსული მოდის ინდუსტრიაში. დიზაინერი, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, ცნობილია თავისი პერფექციონიზმით. მისი ჩვენებები ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი შოუებია მოსკოვში. მისი ბრენდი 2011 წელს შეიქმნა. სწორედ მაშინ წარადგინა დიზაინერმა თავისი პირველი ჩვენება. ცოტა ხნის წინ მისი მარკის სათვალეში ლედი გაგა გამოჩნდა, რამაც დიზაინერი მსოფლიო ორბიტაზე გაიყვანა.

ლალო დოლიძე

ტყუპმა დებმა - ნინო და ლალო დოლიძეებმა თავიანთი ბრენდი 2013 წელს დააარსეს. აღსანიშნავია, რომ ლალოს არ აქვს სპეციალური განათლება, ის თვითნასწავლი დიზაინერია, რაც მის ისტორიას მომხიბვლელობას მატებს. მისი მარკის ნაქსოვი სამოსის ყიდვა შესაძლებელია მოსკოვში, ამერიკაში, იტალიაში, პორტუგალიაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ხორვატიაში და მექსიკაში. ცოტა ხნის წინ კი საიტ Moreislove.com-ზეც.

მომზადებულია stylenews.ru-ს მიხედვით

8 ფილმი, რომელიც ფსიქოლოგიით დაინტერესებულმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ

გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი,­ რეჟისორ მეუღლესთან ერთად, გერმანიაში

"ადამიანი ლამაზი მაშინაა, როდესაც შიგნიდან ასხივებს..." - ნინუცა ორჯონიკიძე  წამყვანის ამპლუასა და "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებზე