კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:32 / 27-01-2016
რატომ იცვამენ წარმატებული ადამიანები ერთსა და იმავე ტანსაცმელს
"ფეისბუქის" დამაარსებელ მარკ ცუკერბერგს, აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის დროს ერთხელ ჰკითხეს, თუ რატომ იცვამს ყოველდღე ერთნაირ ტანსაცმელს - ერთსა და იმავე რუხი ფერის მაისურსა და ჯინსებს. ამაზე ცუკერბერგმა უპასუხა, რომ არ სურს ტანსაცმლის არჩევისას დრო და ენერგია დახარჯოს.

"მინდა ჩემი ცხოვრება ისე მოვაწყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები გადაწყვეტილების მიღება მიწევდეს, იმის გამოკლებით, თუ როგორ ვემსახურო საუკეთესოდ ამ საზოგადოებას", - განაცხადა ცუკერბერგმა. თუმცა, "ფეისბუქის" დამაარსებელი ერთადერთი არაა, ვისაც ეს უცნაური ჩვევა ახასიათებს. წარსულის თუ თანამედროვეობის ბევრი ცნობილი ადამიანი მოდას აყოლას ქარაფშუტობად და არასერიოზულობად
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიიჩნევდნენ.    

ალბერტ აინშტაინს რამდენიმე ერთნაირი პიჯაკი ჰქონდა, რომელთაც ყოველდღიურად იცვამდა. გერმანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი ხშირად იყო გამოწყობილი ნაცრისფერ კოსტიუმში და არასოდეს ატარებდა წინდებს. ქანთრის მუსიკის ლეგენდა ამერიკელი მომღერალი ჯონი ქეში ცნობილი იყო როგორც "ადამიანი შავებში". ხშირად ის სრულიად შავ ფერში იყო გამოწყობილი.

ცნობილი დიზაინერი კარლ ლაგერფილდი გამუდმებით შავ პიჯაკში, თეთრ პერანგში, მზის სათვალესა და ტყავის ხელთათმანებშია გამოწყობილი.

სტივ ჯობსს მაგალითად, მუდამ შავი როლინგი, ლურჯი ჯინსი და "ნიუ ბალანსის" მარკის ბოტასები ეცვა. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ძირითადად ლურჯ ან ნაცრისფერ პერანგებს შავ პიჯაკზე იცვამს. როგორც თავად ამბობს: "არ მსურს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა ჩავიცვა და რა ვჭამო, ისედაც სხვა მრავალი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები".



მომზადებულია mashable.com-ს მიხედვით
13:36 / 28-01-2016
visac rogor surs ise chaicvas,ra shuashia es warmatebastan,mtavaria sheni saqme aketo, romelic giyvars .. chaicvi rac ginda,vici ra saqmea,imitom icvmev lamazad,rom es shen ggonia lamazi,aba yvelas chveni sakutari dizaineri gvyavdes??????
gemovnebit chacma yvelas ar sheudzlia,sogc finansebi ar yofnic,sogs interesi ara aqvc da ase ....mtavaria gesvas suftad da rac mtavaria,sxvebs ar daczino roca daxeuli jinsebi acvia... imas ase unda,morcha.
maia
12:01 / 28-01-2016
ნეტა ამ ქალბატონს ("მაიკო") ჯერ ქართული ესწავლა და მერე გამოემზეურებია თავისი კულტურა და ინტელექტი
დავითი
მსგავსი სიახლეები
ამ ოდენობით და ამ პერიოდში მსოფლიოში არც ერთი მილიარდერის ქონება არ გაზრდილა
ევროპარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მცდარი ახალი ამბები ზიანს აყენებს დემოკრატიას
ადამიანები მობილური ტელეფონებიდან "ფეისბუქის" დახმარებით პირდაპირ ერთვებიან სახლიდან
ყოველწლიურად, "ფეისბუქის" მომხმარებლების რაოდენობა 17%-ით იზრდება
Facebook-ს ყოველდღიურად მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს
მაინც რა ინფორმაციას ფლობს ჩვენს შესახებ Facebook?
ადამიანები სოციალურ ქსელში საკუთარ თავზე დებენ ინფორმაციას
სოციალური ქსელი "ფეისბუქი" მომხმარებლებს ბოდიშს უხდის
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:16 / 22-01-2017  Image ქალთა სოლიდარობის აქციები ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში - რას ითხოვს ასი ათასობით დემონსტრანტი
+VIDEO| აშშ-ის დედაქალაქში საპროტესტო აქცია, "ქალების მსვლელობა ვაშინტონში" გაიმართა
18:38 / 22-01-2017  Image სოფო გორელაშვილი ქორწილის დღეს იხსენებს - "თავიდან, როცა მან ცოლობა მთხოვა..."
"სანამ არ დამწერეს ჯვარი და თბილისში არ ჩამოვედი, ვერ გავიაზრე, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი"
21:16 / 22-01-2017  Image 170 ათასი მაყურებელი ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ - მომღერალი მათ "მოლაპარაკე ჩუსტებით" პასუხობს
+VIDEO| როგორც აღმოჩნდა, რუს მაყურებელს ადგილობრივი შოუბიზნესის დედოფლის, ალა პუგაჩოვას
11:18 / 21-01-2017  Image ტრამპის ვაჟის ემოცია მამის ინაუგურაციის დღეს
+VIDEO: ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
16:09 / 01-03-2016  Image რა არ უნდა გააკეთოთ სექსამდე არასდროს
ახალბედებმა ეს წესები აუცილებლად უნდა გაითავისონ იმისთვის, რომ წარუმატებლობის მსხვერპლი
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49