რატომ იცვამენ წარმატებული ადამიანები ერთსა და იმავე ტანსაცმელს

რატომ იცვამენ წარმატებული ადამიანები ერთსა და იმავე ტანსაცმელს

"ფეისბუქის" დამაარსებელ მარკ ცუკერბერგს, აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის დროს ერთხელ ჰკითხეს, თუ რატომ იცვამს ყოველდღე ერთნაირ ტანსაცმელს - ერთსა და იმავე რუხი ფერის მაისურსა და ჯინსებს. ამაზე ცუკერბერგმა უპასუხა, რომ არ სურს ტანსაცმლის არჩევისას დრო და ენერგია დახარჯოს.

"მინდა ჩემი ცხოვრება ისე მოვაწყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები გადაწყვეტილების მიღება მიწევდეს, იმის გამოკლებით, თუ როგორ ვემსახურო საუკეთესოდ ამ საზოგადოებას", - განაცხადა ცუკერბერგმა. თუმცა, "ფეისბუქის" დამაარსებელი ერთადერთი არაა, ვისაც ეს უცნაური ჩვევა ახასიათებს. წარსულის თუ თანამედროვეობის ბევრი ცნობილი ადამიანი მოდას აყოლას ქარაფშუტობად და არასერიოზულობად მიიჩნევდნენ.    

ალბერტ აინშტაინს რამდენიმე ერთნაირი პიჯაკი ჰქონდა, რომელთაც ყოველდღიურად იცვამდა. გერმანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი ხშირად იყო გამოწყობილი ნაცრისფერ კოსტიუმში და არასოდეს ატარებდა წინდებს. ქანთრის მუსიკის ლეგენდა ამერიკელი მომღერალი ჯონი ქეში ცნობილი იყო როგორც "ადამიანი შავებში". ხშირად ის სრულიად შავ ფერში იყო გამოწყობილი.

ცნობილი დიზაინერი კარლ ლაგერფილდი გამუდმებით შავ პიჯაკში, თეთრ პერანგში, მზის სათვალესა და ტყავის ხელთათმანებშია გამოწყობილი.

სტივ ჯობსს მაგალითად, მუდამ შავი როლინგი, ლურჯი ჯინსი და "ნიუ ბალანსის" მარკის ბოტასები ეცვა. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ძირითადად ლურჯ ან ნაცრისფერ პერანგებს შავ პიჯაკზე იცვამს. როგორც თავად ამბობს: "არ მსურს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა ჩავიცვა და რა ვჭამო, ისედაც სხვა მრავალი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები".

მომზადებულია mashable.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება