კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:58 / 29-01-2016
ქართული შოუბიზნესის ცნობილი დედმამიშვილები
ქართულ შოუბიზნესში ხშირად გვხვდებიან ერთი ოჯახის წარმომადგენელი ცნობილი სახეები. დები, ძმები თუ და-ძმები ერთსა და იმავე, ან სხვადასხვა სფეროში ერთნაირი წარმატებით მოღვაწეობენ. AMBEBI.GE იმ დედმამიშვილების შესახებ გიამბობთ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით პოპულარულები გახდნენ.

და-ძმა ყიფშიძეები
გიორგი და ლენუკა ყიფშიძეები ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილები არიან. გიორგი მამის კვალს გაჰყვა და პროფესიით მსახიობია. ის თუმანიშვილის თეატრში მოღვაწეობს. გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო ფილმში და სერიალში. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტებში, ასევე "ნიჭიერის" ერთ-ერთი წამყვანია. შედარებით იშვიათად ჩანს ტელესივრცეში მისი და ლენუკა ყიფშიძე. იგი მოდელია და  თბილისის მოდის კვირეულებზე სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებზე ხშირად გამოდის.

დები ქორქიები
ლიკა და ანი ქორქიები ქართულ სატელევიზიო სივრცეში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდნენ. მომხიბვლელი დების კარიერა სამოდელო საქმიანობით დაიწყო, მათი გამოჩენა პოდიუმზე და ფოტოსესიებში შეუმჩნეველი არავის დარჩენია. სამოდელო სფეროს პარალელურად, გოგონებმა მალევე დაიწყეს მოღვაწეობა სატელევიზიო სივრცეში. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში ტელეწამყვანის და შოუს წამყვანის პოზიციებს იკავებდნენ. ლიკა ქორქიამ მსახიობობაშიც მოსინჯა ძალები. ის რამდენიმე ფილმში გადაიღეს.

დები გოგიჩაიშვილები

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილებიც ასევე ცნობილი ოჯახის შვილები არიან. მათი ბაბუა მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილია, მამა - ტელეწამყვანი გიორგი გოგიაჩაიშვილი, დედა კი ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე. ნანუკა გოგიჩაიშვილი საზოგადოებამ "მის საქართველოდან" გაიცნო, შემდეგ მან საკუთარი ძალები ტელეწამყვანის ამპლუაში, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში მოსინჯა, სადაც წლების მანძილზე მიყავდა ამინდის პროგნოზი. რაც შეეხება მის უმცროს დას, ნინის პოპულარობა სხვა ტელეკომპანიამ - "GDS"-მა მოუტანა. ის არხის ყველაზე პოპულარული გადაცემის "ბინა 18"-ის მუსიკალური დიჯეის ამპლუაში გვევლინება. მისი მომხიბვლელობა არც გადაცემის მაყურებელს და არც სტუმრებს გულგრილს არ ტოვებს.

დები გაჩეჩილაძეები
თაკო და ნინო გაჩეჩილაძეები ცნობილი ქართველი მუსიკოსის გივი გაჩეჩილაძის ქალიშვილები არიან. თაკო ბავშვობიდან პოპულარულია, ის "ბასტი ბუბუში" მღეროდა, მისი სიმღერები "უთო", "პეპი" და სხვა 80-იანი წლების ბავშვებში პოპულარობით სარგებლობდა. თაკო გაჩეჩილაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც სოლო-კლიპები ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა და ასევე, ერთ-ერთმა პირველმა "გარეპა". თაკოს ინტერვიუები არ უყვარს, არც თბილისურ წვეულებებზე ჩნდება ხშირად. მისი ერთ-ერთი ბოლო ტრიუმფი გადაცემა "ერთი-ერთში" იყო, სადაც მან არაჩვეულებრივი შესრულების და მსახიობური ნიჭის დამსახურებით, პროექტის მოგებაც შეძლო. რაც შეეხება მის დას, ნინო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. იგი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლით გახდა. მისი გმირი - კატო მაყურებელმა გამოჩენისთანავე შეიყვარა. იყო პერიოდი, როცა ნინომ გარკვეული მიზეზების გამო სერიალი დატოვა, მაყურებელი მის დაბრუნებას "ჩემი ცოლის დაქალებში" აქტიურად ითხოვდა.

ძმები არველაძეები
ძმები არველაძეები ფეხბურთის ვარსკვლავები არიან. რეზი, შოთი და აჩი არამარტო ქართველ ფეხბურთის გულშემატკივრებს უყვართ. შოთი არველაძე ბოლო დროს საქართველოში არ ცხოვრობს, ბოლოს ის სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა, თუმცა ამ ეტაპზე ისვენებს. რაც შეეხება აჩის, მას ტრავმის გამო უარის თქმა მოუხდა ფეხბურთზე და ბოლოს ერთ-ერთ სპორტსკოლას ხელმძღვანელობდა. რეზი არველაძე კი
You must have Flash Player installed in order to see this player.
სფფ-ის პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს, მაგრამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.

და-ძმა ცქიტიშვილები
ნინო და ნიკა ცქიტიშვილები ბავშვობიდან პოპულარულები არიან. ნიკა ცქიტიშვილი კალათბურთელია და საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში თამაშობს. ამასთან, ლიბანის "ჩემპვილის" ფორვარდია. რაც შეეხება ნინოს, ის ქართველი მოდელების პირველი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია და პოდიუმზე 90-იანი წლებიდან დგას. ამჟამად, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელობს და დამწყებ მოდელებს წარმატებული კარიერის შექმნაში ეხმარება.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
17:55 / 30-01-2016
სუხიტაშვილები გამოგრჩათ,ძალიან საყვარელი და-ძმები. ნიჭიერები და ცნობილები.
nino
15:35 / 30-01-2016
ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია=თაკო ნაცვლიშვილი.ლამაზი გენი თაობიდან-თაობას გადაეცემა.
vinc ar icis
მსგავსი სიახლეები
+PHOTO შოუბიზნესში გარედან ყველაფერი ბრწყინვალე და საოცნებოა
მათზე თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ წლებმა ვერაფერი დააკლო.
მის თიკას სკანდალური აღირება: "ჩემთვის სექსში ყველაფერი დასაშვებია...''
შოუბიზნესურ ორომტრიალშიც ნაკლებად არის ჩართული, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ცნობადობას.
”გახსოვთ, რომ 10-15 წლის წინ ოჯახების დიდი ნაწილი მოტაცებით იქმნებოდა”
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შოუბიზნესის წარმომადგენელ მამაკაცებს ძალზე გაუჭირდათ
თეონა ''მკერდით მომარიაჟე'' არტისტების რიცხვს შეუერთდა
კუხიანიძე: მე ვცადე მასთან სატელეფონო საუბარი, მაგრამ ტელეფონში კიოდა (ვიდეო)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:54 / 25-03-2017  Image დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წერილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
"რუსთავი 2"-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა"
19:42 / 28-04-2016  Image თუ მოინდომებ შეძლებ - სამეფო პასკას რეცეპტი gemrielia.ge-ს მკითხველისგან
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწულისთვის განსაკუთრებული მზადება უკვე
12:31 / 26-03-2017  Image ქუთაისის აეროპორტში უვიზო მიმოსვლისთვის ემზადებიან
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ეროპორტში სამზადისი უკვე დაიწყო.
19:29 / 25-03-2017  Image "საბედისწერო ქალს რომ შეხვდა, მაშინ მხოლოდ ოცის იყო" - მოტყუებული კაცის ამბავი...
ლევანი ახლა 32 წლისაა.
22:05 / 25-03-2017  Image "ნებულა:სუპერნოვა" - პროექტი, რომელიც ათასობით აბიტურიენტს მოამზადებაში უფასოდ დაეხმარება
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49