მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნა

მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნა

საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ანსამბლ "მზიურის" სოლისტის, მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე მაია ჯაბუამ ერთგული მსმენელისთვის საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა კიდევ ერთხელ შეასრულა. მომღერალმა დღეს პირველად იმღერა დათო ევგენიძის ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის შექიმნა. "ეს არის რიგით მეორმოცე ვარსკვლავი, რომელიც ეკუთვნის ბავშვობიდანვე ვარსკვლავს, მაია ჯაბუას და მიხარია, რომ ხალხი ასეთი აღფრთოვანებულია. ეს ყველაფერი კეთდება ხალხისთვის. ვარსკვლავს არ ხსნის დათო ოქიტაშვილი და კულტურის პალატა, როგორც ყველა ვარსკვლავოსანს. მაიას ვარსკვლავი გაუხსნა იმ ხალხმა, რომელმაც იგი ვარსკვლავად აღიარა ბავშვობიდან თავისი შემოქმედებით", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა. მაია ჯაბუამ ღონისძიების ორგანიზატორებს და მის მსმენელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვარსკვლავის გახსნა მუსიკოსისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. "მაქვს ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა და ვარ უბედნიერესი ადამიანი, რადგან ვღერი ამდენი ხანი და მიყვარს ჩემი მსმენელი, მათაც ვუყვარვარ და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება შემოქმედისთვის. სანამ შემეძლება, მანამდე ვიმღერებ ისევ თქვენთვის", - განაცხადა მაია ჯაბუამ. საზეიმო ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ქართული ესტრადის ვარსკვლავები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები ესწრებოდნენ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება