კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
13:12 / 30-01-2016
მილიარდერები, რომელთაც სკოლა არ დაუმთავრებიათ
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ამანსიო ორტეგამ სკოლაში სწავლა 13 წლის ასაკში გაჭირვების გამო მიატოვა. ბილ გეითსი, სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი - ეს ის მილიარდერები არიან, ვისაც საქვეყნო აღიარებისთვის არც უმაღლესი განათლება დასჭირვებია და არც მაგისტრის დიპლომი. პირიქით, სამივე მათგანმა უნივერსიტეტებში სწავლა თავის დროზე ბიზნესის გამო მიატოვა.

თანამედროვე მილიარდერებსა და მილიონერებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც სასკოლო განათლებაც კი არ აქვს. ბევრმა მათგანმა მოზარდობისას სკოლაზე უარი გაჭირვების გამო თქვა და ოჯახის დახმარების მიზნით, სამსახურის ძებნა დაიწყო.

ამანსიო ორტეგა

"ფორბსის" 2015 წლის მონაცემებით, კომპანია "ინდიტექსის" დამფუძნებლის ქონება 66,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. "ზარას", "მასიმო დუტისა" და "ოიშოს" ბრენდების მფლობელმა სკოლაში სწავლას 13 წლის ასაკში დაანება თავი. ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა - მამა რკინიგზაში მუშაობდა, დედა კი მოახლე იყო და შვილების გამოსაკვები ფული არ ჰყოფნიდათ. თავდაპირველად, მომავალმა მილიარდერმა ერთ-ერთ ადგილობრივ მკერავთან კურიერად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი საგალანტერიო მაღაზიაში გადავიდა სამუშაოდ. "ზარას" პირველი მაღაზია ამანსიო ორტეგამ მეუღლესთან ერთად 1975 წელს გახსნა.

ლი კაშინი
აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი მასწავლებლების ღარიბ ოჯახში დაიბადა. 14 წლის ლის მამა ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რის გამოც ბიჭი იძულებული იყო სკოლა მიეტოვებინა და სამსახურის ძებნა დაეწყო. თავდაპირველად ლი კაშინი მაჯის საათის ქამრებს ჰყიდდა, შემდეგ კი ქარხანაში დაიწყო მუშაობა. აზიელი მილიარდერი დღეში 16 საათს მუშაობდა და შვიდი წლის განმავლობაში საკუთარი ბიზნესის წამოსაწყები ფულიც დააგროვა. დღეს ლი კაშინის ქონება 33,5 მილიარდი დოლარია.

ფრანსუა პინო
78 წლის ფრანგმა ბიზნესმენმა სკოლაში სწავლას 11 წლის ასაკში დაანება თავი და მამის სამხერხაოში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, ფრანგი მილიარდერი გამოტყდა, რომ სკოლაში სიარულზე უარი კლასელების გამო თქვა, რომლებიც ფრანსუა პინოს დაბალი ფენის წარმომავლობისთვის აბუჩად იგდებდნენ. მილიარდერისვე თქმით, მისი განათლების დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტი მართვის მოწმობაა. დღეს ფრანსუა პინო გუჩის, სტელა მაკკარტნისა და ივ სენ ლორანის მოდის სახლების მფლობელია. მისი ქონება კი 14,8 მილიარდ დოლარს შეადგენს განაგრძეთ კითხვ

ასევე დაგაინტერესებთ: "გაუნათლებელი" მილიარდერები
14:30 / 01-03-2016
gia
0
საიდან მოიტანეთ,რომ ამანსიო ორტეგას სკოლა არ დაუმთავრებია? ამანსიო ორტეგა ბაბუჩემის კლასელია,ქუთაისის 2-ე ვაჟთა სკოლაში სწავლობდა....))))))
02:31 / 01-02-2016
saocaria
0
განატლებასს რას ედზახიტ ? დიპლომებსს?ნაკიტხობას კი გონიერებას. დიპლომი უბრალოდ საშვია მაგალი ტანამდებობის დასაკავებლად აი ვიგაცისს ბიდზაშვილის შვილმა ტუ არ მიიტვისა ის ადგილი. ნაკიტხობა ესეიგი გონივრულად საქმის გადღოლა კი მენაგვესაც მილიონერს გახდის.
ბევრი განატლებულიც და ნაკიტხიც ყოპილა ოჯახის შენახვა რომ უჯირს .
არიან ისეტები ამგრეულ წყალში უპრო ბევრ რომ იჯერენ და ისეტებიც მატი განატლების მიუხედავად სიტუაცია რომ არ უწყობტ ხელს.
აი სომეხი და აზერბაიჯანელი ყველგან იტანს ტავსს, და მდიდრდებიან.ქარტველები კი უმეტეს შემტხვევაში სახელს იტეხენ. მდიდრულად ვჩანვარტ მაგრამ ჯიბეგაპხეკილები ვარტ
მსგავსი სიახლეები
"თქვენი სამინისტრო სამშობლოდან ჩემი და ათიათასობით დედის გადახვეწაშია დამნაშავე!"
ორჯონიკიძეზე მოსკოვში ორჯერ მოხდა თავდასხმა, 2000 წელს ის მძიმედ დაიჭრა, მისი მძღოლი კი დაიღუპა
33 წლის მარკ ცუკერბერგის ქონება 72.7 მილიარდ დოლარს შეადგენს
"ახალი პროგრამის მიხედვით, მეოთხე კლასიდან მოსწავლეებმა აფხაზური ენაც უნდა ჩააბარონ..."
როცა დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა, იძულებული გავხდი კვლევა ჩამეტარებინა, რასთან გვქონდა საქმე
ამ შედეგით საქართველო ევროპის სამ უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა
როგორც გამოცდებზე გამორჩეულმა სტუდენტმა, პირველივე წელს 1000-ლარიანი სტიპენდია დაიმსახურა უნივერსიტეტისგან
"ღამეები არასდროს გამითენებია, თუმცა წიგნებს საკმარის დროს ვუთმობდი"
2017 წლის ზამთრის და ზაფხულის ბანაკების პროგრამები 10 000-ზე მეტი ბავშვისთვის დაიგეგმა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:08 / 11-12-2017  Image "ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში რთული პერიოდია და ვერ წარმომედგინა თუ რამე ასე გამიხარდებოდა" - გიული ალასანია შვილის გათავისუფლებაზე
+VIDEO "მთელი საღამო მირეკავდნენ და მილოცავდნენ შინაპატიმრობას. კატეგორიულად არ ვიღებდი ამ მოლოცვას"
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49