ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი თინეიჯერი - როგორ ცხოვრობს რომან აბრამოვიჩის ქალიშვილი სოფია

ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი თინეიჯერი - როგორ ცხოვრობს რომან აბრამოვიჩის ქალიშვილი სოფია

ის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სარძლოა ლონდონში და ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ თინეიჯერს. მაგრამ სოფია აბრამოვიჩის გული მხოლოდ ერთ მამაკაცს, მამამისს ეკუთვნის. რუსი ოლიგარქის 18 წლის ქალიშვილი 1 მილიარდი ფუნტის ოდენობის ქონებას ფლობს. მაგრამ იმის მაგივრად, რომ სკანდალური რომანებით ან წითელ ხალიჩაზე პოზირებით გამოირჩეოდეს, სოფია მამას არ შორდება.

სოფიას ცხოვრება არნახული ფუფუნებითაა სავსე. ოჯახთან ერთად კერძო თვითმფრინავით მალდივებზე დაფრინავს, სვამს ყველაზე ძვირადღირებულ შამპანურს და 200 000 ფუნტის ღირებულების საახალწლო წვეულებას აწყობს თავის ცნობილ მეგობრებთან, ბექჰემებთან ერთად. ერთი სიტყვით, რაც სოფიას მოესურვება, ყველაფერი აქვს. ის ხომ მამიკოს "მილიარდიანი პრინცესაა".

18 წლის იუბილე საკუთარ ღამის კლუბში, 500 მეობართან ერთად აღნიშნა, სადაც მისი საყვარელი პოპ ბენდები - Scouting for girls და Mcbusted უკრავდნენ. 2016 წლის დასაწყისში დედასთან და დებთან ერთად მალდივებზე ღამის კლუბი შეიძინა 200 000 ფუნტად.

სოფია ლონდონის სამეფო ჰოლოვეის უნივერსიტეტში პირად მძღოლს დაჰყავს. პრინციპში, ის ყველგან მძღოლს დაჰყავს დაჯავშნული "რენჯ როვერით". სოფია და მისი დები დაცვის გარეშე არსად დადიან. სოფია აღმერთებს მამას, რომლის ქონებაც 9.5 მილიარდ ფუნტადაა შეფასებული. ის ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, რომელზეც მამასთან ჩახუტებულია აღბეჭდილი. სოფიას 6 დედმამიშვილი ჰყავს მამის სხვადასხვა მეუღლისგან.

როდესაც მამასთან დროს არ ატარებს, ცხენებით ჯირითობს. მარიას ორი ცხენი ჰყავს - ბაგზი და რეინბოუ, რომელთა ღირებულებაც 300 000 ფუნტია. სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" სოფიამ ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ხალხის უმეტესობას სამსახური აქვს, ზოგს მიზანი აქვს ცხოვრებაში. მე არც სამსახური მაქვს და არც მიზანი. საინტერესო სიტუაციაა". როგორც ჩანს, გოგონას ცხოვრება ყოველთვის დალხენილი არაა. "ყველა თხოვდება და ბავშვს აჩენს, მე კი 2009 წლის მოგზაურობის შემდეგ ჩემოდნებიც არ ამომილაგებია", - წერს კიდევ ერთ პოსტში სოფია.

ოჯახთან დაახლოებულმა პირმა მედიას განუცხადა: "რომანი ისე ექცევა შვილს, როგორც მხოლოდ მილიარდერს შეუძლია. იმდენად ანებივრებს, რომ აფუჭებს. ერთხელ იახტა ათხოვა, რომლითაც სოფია მეგობრებთან ერთად მსოფლიოს ოკეანეებს მოედო გასართობად. ერთადერთი, რაც არ მოსწონს რომანს, სოფიას ალკოჰოლისადმი სიყვარულია. თავად რომანი არასოდეს სვამს".

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება