როგორ აცვიათ ევროპაში ოპერის პრემიერებზე

როგორ აცვიათ ევროპაში ოპერის პრემიერებზე

ინგლისში, ლონდონის სამეფო ოპერის სახლის ოფიციალურ საიტზე, განყოფილებაში, სადაც ეტიკეტის, ქცევის ნორმების და დრესკოდის შესახებ წერია ინფორმაცია, ვკითხულობთ: "არ არსებობს არანაირი დრესკოდი, თავისუფლად ჩაიცვით, რაც მოგესურვებათ". შესაბამისად, მკაცრი რეგულაცია ტანსაცმელთან დაკავშირებით არ არსებობს. მაგრამ რადგან ოპერა იმ კულტურულ აქტივობად ითვლება, რომელიც მაღალ კლასს და გლამურულ ატმოსფეროს მასპინძლობს, საზოგადოებაში ჩნდება არაფორმალური ეტიკეტის განცდა, რომ მამაკაცები კოსტუმებში, ქალები კი ძვირფას სამოსში და სამკაულებში უნდა გამოცხადდნენ.

ნახეთ ვიდეო| რა ღირს "შუბები" თბილისში: "ზოგიერთის ფასი 20 000 დოლარს აღწევს"

ბრიტანულ ჟურნალ "ტელეგრაფში" გამოქვეყნებულ სტატიაში "ბალეტისა და ოპერის წარმოდგენაზე ქცევის ეტიკეტი დამწყებთათვის", პირველი პუნქტი ეძღვნება იმას, თუ როგორ უნდა ჩაიცვათ, როდესაც ოპერაში მიდიხართ. "ნუ იღელვებთ იმაზე, თუ რა ჩაიცვათ. ზოგ გალა წარმოდგენებზე სპეციფიკური დრესკოდი წესდება, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ რაც გაგიხარდებათ, ის ჩაიცვათ. გამოეწყვეთ ისე, როგორც მაგალითად, თეატრში წასვლისას იმოსებით".

ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ სხვადასხვა ევროპული საოპერო სახლების პრემიერებზე მისული საზოგადოების ფოტოებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბრიტანული სამეფო ქორწილი პანდემიის დროს და პატარძალი, რომელსაც საქორწინო კაბა დედოფალმა ელისაბედმა ათხოვა

"დილით გამოცდა ჩავაბარე თელავში და საღამოს ლაივზე ვიმღერე თბილისში..." - "დიდი სცენის" აბიტურიენტი კონკურსანტი, რომელიც ჟიურის ფავორიტია

"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!" - რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ნახევარფინალში