ერეკლე დეისაძის და თიკო სადუნიშვილის მონასტერში დაწყებული ურთიერთობა - სად დაარიგა მომღერალმა "შეკეთებული" მარიხუანა

ერეკლე დეისაძის და თიკო სადუნიშვილის მონასტერში დაწყებული ურთიერთობა - სად დაარიგა მომღერალმა "შეკეთებული" მარიხუანა

ერეკლე დეისაძისა და თიკო სადუნიშვილის ერთად ყოფნამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ, ხუმრობაა. ზოგის აზრით, პროვოკაციაა და მხოლოდ მეგობრები არიან, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ისინი ერთად არიან... მომღერალმა და მწერალმა "თბილისელებთან" ტელეწამყვანთან ურთიერთობასა და თავის შემოქმედებაზე ისაუბრა:

- თიკო გავიცანი მონასტერში, სადაც ხანდახან მივდივარ, ან ვიღაცას ჩავაკითხავ ხოლმე. იქ ბევრი ძმაკაცი მამაო მყავს, ბევრთან გამოვნახე საერთო ენა - იმათთან, ვისთანაც უნდა გამომენახა. თიკო იქ თავის მეგობრებთან ერთად ამოვიდა, დედა პარასკევასთან მეგობრობს. მერე, როცა დავმეგობრდით, მივხვდით, რომ ბევრი საერთო იდეა, აზრი გვქონდა და შეიკრა რაღაც, ჩვენი ახალი სივრცე. ჩვენთან "სახლში" მოდიოდნენ ჩვენი მეგობრები და ზაფხულში მოხდა ისე, მივხვდით, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და უპირველესად, ჩვენ ვართ ძალიან ახლო მეგობრები. ჯვრისწერა და ოფიციალობები არ გვქონია.

- ქუთაისში იყავით ერთად, სადაც თიკოს შენი ოჯახის წევრები გააცანი...

- ქუთაისში ვიყავით ერთად. იქ თიკომ თავის გადაცემა ჩაწერა. იქიდან წავედით ლეჩხუმში, სადაც მეგობრის სახლში, მთის ძირას ვიყავით. იქ ერთი დღე გავჩერდით, მარიხუანა მოვწიეთ... თიკოს "კუბდარები" მოუნდა და ვიცოდი, რომ ლენტეხშია კარგი კუბდარი. იქ დეიდაჩემი ცხოვრობს. დავურეკე, მოვდივარ, გაგვიმზადე-მეთქი და წავედით სვანეთშიც. გვიყვარს ასე, ქალაქიდან გასვლა რაიონებში, თიკოს ჩემი ოჯახი გავაცანი, ადვილად დამეგობრდნენ.

რაც შეეხება დეისაძის შემოქმედებას, ხელოვანი 2016 წელს მოსავლის აღების წელს უწოდებს: "25 დეკემბერს მქონდა პირველი სოლო კონცერტი დიდ "გალერიში", რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს კონცერტი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ზევიდან "შეკეთებული" მარიხუანა გადმოვყარეთ, რითაც ხალხი ძალიან ბედნიერი იყო. ამით გამოვეხმაურე დეკრიმინალიზაციის პროცესს, რომელიც დაწყებულია და წინ ვეღარაფერი აღუდგება, რადგან საზოგადოება ამისთვის მზადაა. წინა პრემიერმა თქვა, რომ სანამ ის იქნებოდა პრემიერი, ეს არ მოხდებოდა. მაგრამ, ახლა აღარ არის პრემიერი, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, ახლახან გამოვიდა ჩემი ახალი რომანი, სახელად "რუსული არდადეგები", რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება და ამ ომის ჩემეული ვერსიაა. ამ წიგნში ჯავშანტექნიკა თბილისიდან ორმოც კილომეტრში კი არ გაჩერდა, არამედ ქალაქში შემოვიდა და აი, რა ხდება ვაკე-ვერაზე. არიან პოლიტიკოსთა ცოლები, რომლებიც თავისებურად უმკლავდებიან ამ ომს. როდესაც ქალაქში დადის მძიმე ტექნიკა, ესენი მოისყიდიან ვიღაც მამაოებს, რომლებიც დადიან და აკურთხებენ კორპუსებს, რომ ბომბებისგან დაიცვას ვაკე და ვერა..."

ხათუნა კორთხონჯია

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება