კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:33 / 04-02-2016
"ვეფხისტყაოსანიც" გავაპროტესტოთ, რატომ აქვს ვეფხვი შემოხვეული?!" - თამარ ივერი "ეთერზე", "შუბებზე" და ოპერის გახსნაზე
თბილისის ოპერის თეატრის გარშემო ცხარე კამათი არ მთავრდება, თუმცა სიტყვა განსჯისთვის ეძლევა ყველას, გარდა ოპერის მესვეურებისა, - მომღერლებისა, დირიჟორისა და ორკესტრის მუსიკოსებისა. ყველაზე ნაკლებს ისინი ლაპარაკობენ, უმეტესობა ამ თემის გარშემო დუმილს ამჯობინებს...
ჩვენ ცნობილ საოპერო მომღერალს თამარ ივერს შევხვდით, რომელმაც "აბესალომ და ეთერში" ეთერის როლი, როგორც ამბობენ, შესანიშნავად შეასრულა (სპექტაკლზე დასწრების საშუალება ცხადია, არ მოგვეცა). მისთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულო იყო, რაზეც "ამბები.გე"-ს მკითხველს თავად ქალბატონი თამარი ესაუბრება:

- მამა ოპერის მომღერალი იყო და ოცნებად ჰქონდა ქცეული თბილისის ოპერის სცენაზე ვენახე, წამყვანი პარტია მემღერა, მაგრამ ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, ამას ვერ მოესწრო. რამდენიმე დღის წინ კი მამას ოცნება ავუხდინე... მოკლედ, ამ ყველაფრის გამოც ჩემთვის ოპერის თეატრის გახსნა ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. მით უფრო, რომ ისტორიაში შევიდა ფაქტი, რომ ამ ღირსახსოვარ დღეს სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი, რაც მამაჩემის ხსოვნას მივუძღვენი. რაც შეეხება სპექტაკლს, აზრი ბევრნაირი იყო, მათ შორის, სადაო მომენტებიც, თუნდაც ყბადაღებული დეკორაციის თემა. სპექტაკლი მოგეხსენებათ, რეპეტიციების მსვლელობისას იხვეწება და გენერალურ რეპეტიციაზე როგორც ჩაბარდება, საბოლოოდ იმ სახეს იღებს.

- თქვენ მოგწონდათ ჩაბარებამდე სპექტაკლის დეკორაცია?
- ოპერის მომღერალი ვარ და, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ინდივიდუალობა, ისვეე როგორც ჩემს კოლეგებს. უკვე განვლილი ეტაპია და ვიტყვი, რომ ჩვენც გარკვეული დამოკიდებულება გვქონდა, რომ რაღაცები გადაკეთებულიყო, თუნდაც ის ყბადაღებული "ქვა". რამდენჯერმე იყო ამის მცდელობაც, რაღაცები შეიცვალა კიდეც, მაგრამ ის ფორმები ისევე შენარჩუნდა. საბოლოოდ, კი რა გადაწყვეტილებაც ბატონმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა მიიღო, ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტია. იმასაც ვიტყვი, ბატონი გოგი ცდილობდა და მისი იდეაფიქსი იყო, სპექტაკლი საუკეთესო ყოფილიყო, მაგრამ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება, ერთი საგანი მეორეს შეადარონ... არადა, ყველა სიურეალისტი მხატვრების ნამუშევრები რომ განვიხილოთ, ყველგან ვნახავთ თუნდაც შიშველ ქალს და ე.წ. ფალოსს, რასაც ის "ქვა" პრემიერამდე შეადარეს. არადა, ეს იყო მხატვრის იდეა, მისი ხედვა და მისი უფლებაც. იქნება და იმ ქვის, როგორც სიმბოლოს, გარშემო ტრიალებს მთელი სპექტაკლი?! მოკლედ, ვერ გაუგეს, რადგანაც პუბლიკა მაინც ასე ერთმნიშვნელოვნად ხედავდა და დეკორაციის იმ ნაწილს "აბესალომ და ეთერისთვის" მიუღებლად მიიჩნევდა.

- რას გვეტყვით საკუთარ როლზე, - ეთერის პარტიაზე, რომელიც იმღერეთ?
- ძალიან ღრმა როლია. მომღერალი სულ თხრობისა და დიალოგის რეჟიმშია. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე გამორჩეული არია აქვს ეთერს. ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ვერდისა და პუჩინის სტილია, არის ხალხურ-აღმოსავლური, რომელიც ძალიან მომწონს. ღრმა არის ის სათქმელი, რასაც ეთერი ამბობს. ასე იტალიურ ოპერაში ვერ იტყვი, ამას ქართული ფრაზირებები განსაზღვრავს. დიახ, დიდი გულია ჩადებული, ამხელა გულს იტალიურ ოპერაში ვერ ჩადებ.

- ისე აქამდე რატომ არ გავიდა ეს სპექტაკლი უცხოეთში?
- სადღაც ალბათ, ენის ბარიერიც არის, უცხოელი როგორ ისწავლის საკმაოდ რთულ ტექსტს?

- "აბესალომ და ეთერი" - ეს ოპერა ბოლო დროს კრიტიკის ობიექტი გახდა. ზოგს არ მოსწონს...
- ევროპული ყურისთვის, რაღაც მომენტში, ეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ოპერა აღმოსავლურად ჟღერს, რაღაც ადგილები, მათთვის შეიძლება ზედმეტად ხალხური იყოს, მაგრამ რომ ავიღოთ "ევგენი ონეგინი", იქაც არის რუსული ხალხური სიმღერა, ჩაიკოვსკის აქვს ასეთი სტილი ჩართული. ევროპაში რამდენიმე ცნობილი ოპერის დირექტორს "აბესალომ და ეთერი" მოვასმენინე და აღფრთოვანდნენ, მზად იყვნენ კიდეც მის დასადგმელად, მაგრამ წარმოდგენაზე ხალხი არ მივა, თუ ვთქვათ, არ არის საკმარისი რეკლამა, რადგანაც ეს არ არის ჯუზეპე ვერდი და პუჩინი, რომელიც ყველამ იცის. ამიტომ ამას ცოტა სხვა წარდგენა, სხვა პიარი, რეკლამა სჭირდება, რაც მოგეხსენებათ, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. "კოვენტ გარდენი" ამაში მილიონებს არ ჩადებს, მით უფრო, რომ არ იცის, ხალხი როგორ მიიღებს სპექტაკლს. თან, ყველა იმას უყურებს, რომ სხვაგან, უცხო ქვეყანაში ეს სპექტაკლი სად დადგმულა და რა რეზონანსი ჰქონია. "აბესალომი და ეთერი" კომუნისტების დროს სულ ორჯერ არის საზღვრებს მიღმა ნამყოფი, მაგრამ ეს არ ითვლება, ისინი ბოლო 5 წლის შედეგებს უყურებენ და როცა ამას ვერ ხედავენ, თავად საქართველოს მხარეს სთავაზობენ, ჩვენ დავდგამთ, მაგრამ დაფინანსება და წარდგენა თქვენ უნდა გააკეთოთო, რადგანაც უცნობ სპექტაკლზე ბილეთების გაყიდვა მათ გაუჭირდებათ.

ბატონ მიხეილ სააკაშვილს არ ეშლებოდა, რაც მოსწონდა და დაინტერესებული იყო, იმ საქმეში ათასებსა და მილიონებს დებდა... სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან არ იყო დაინტერესება, რომ ეს სპექტაკლი უცხოეთში წარდგენილიყო. არ იყო დაინტერესება ჩვენი თეატრის ყოფილი ხელმძღვანელობისგანაც, მქონდა ერთ-ერთ მათგანთან საუბარი, ის მიიჩნევდა, რომ საორკესტრო ნაწილი დასახვეწია. მოკლედ, ყველანაირად თავის არიდების მომენტი იყო. ვთვლი, რომ ფალიაშვილის ოპერა "დაისი" ძალიან ეროვნულია, ქართული, ხალხური, მაგრამ "აბესალომი" უფრო ახლოს არის ჩემთან. მოკლედ, ეს არის ჩვენი ეროვნული საგანძური და მიმაჩნია, რომ თეატრი ამ სპექტაკლით უნდა გახსნილიყო და არა ვთქვათ, "რიგოლეტოთი", მაგრამ თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ამისთვის ვერავის გავკიცხავ. მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში ევროპაში ეს სპექტაკლი გარკვეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

- ქურქები და ოპერის გახსნა დღემდე ცხარე განხილვის საგანია...
- სასაცილოა ეს ამბავი, ამაზე სტატუსიც დავწერე, ქალაქი მიაქვს ხინკალს, მწვადს, შაურმას, დღეში მილიონობით ცხვარი, ღორი, ძროხა იკვლება და მხოლოდ "შუბის" დაგმობით გამოიხატა საზოგადოების პროტესტი. ადამიანი, რომელმაც კომუნისტების დროს იყიდა რაღაც ქურქი, მას მერე სათუთად უვლის, გარდერობში უკიდია, ყოველდღიური რუტინის გამო ქურქს ვერსად იცვამს და აი, და აი, ძლივს მიეცა საშუალება თავისი უმოქმედო, ნალოლიავები სამოსის ჩაეცვა, მაგრამ თავს საშინელი კრიტიკა დაატყდა. 5 წლის წინ ასეთ თემებზე საზოგადოება ხმას არ იღებდა და ერთი მხრივ კარგია, რომ ადამიანები გამოცოცხლდნენ. თანამედროვე მსოფლიო ამბობს, რომ "შუბა" ცხოველისთვის მიყენებული ტკივილის შედეგია, რაშიც ვეთანხმები, მაგრამ პალეოლითის ხანიდან მოყოლებული, ადამიანს აცვია ცხოველის ტყავი. მაშინ "ვეფხისტყაოსანიც" გავაპროტესტოთ, რატომ აქვს ვეფხვი შემოხვეული?! ერთი მხრივ, ცხოველის ტყავი ორგანიზმისთვის მარგებელი, თბილია, რასაც ხელოვნური ქურქი ვერ ჩაანაცვლებს.

- თქვენ არ გაქვთ ქურქი?
- კარიერის დასაწყისში რამდენიმე მეც შევიძინე და მაქვს კარგი ქურქები, მიმაჩნდა, რომ ის ლამაზი და შესანიშნავია, მაგრამ რაც დრო გადის, ძალიან მიმძიმს მათი ჩაცმა, რომ ვუყურებ როგორ მზადდება, მზარავს. ცხოველებს სპეციალურად აშენებენ, რომ შემდეგ მათი ბეწვისგან ქურქები შეკერონ. როდესაც ვუყურე ფილმს ამ ყველაფერზე, ვნახე, როგორ არეტიანებენ და მერე ცოცხლად ატყავებენ, ანუ ცხოველი გრძნობს, როგორ აცლიან ტყავს, დავითრგუნე. ეს ფილმი ვენაში, ცენტრალურ პროსპექტზე, ცხოველების დამცველებს ჰქონდათ გამოტანილი. სომ გეუბნებით, სუნთქვა გადამეკეტა, ერთი კვირა ღამე მელანდებოდა. იმის მერე თუ ქურქს ვიცვამ, ხელს გავუყრი თუ არა, სხეულში რაღაც ტკივილს ვგრძნობ, ცუდ გუნებაზე ვდგები, რადგანაც იმ ფილმმა ჩემს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა. იმის შემდეგ 5 ხელოვნური ბეწვის ქურქი შევიძინე. აბსოლუტურად მესმის, ვუთანაგრძნობ და მათ გვერდით ვდგავარ, ვინც "შუბის" ინდუსტრიის წინააღმდეგ ილაშქრებს. უცხოეთში სტუმრად რომ მიხვიდეთ ქურქით, შეიძლება მასთან ეს ვიზიტი ბოლო აღმოჩნდეს, რადგანაც მასპინძელი ძალიან გაღიზიანდეს.

- იმაზე რას გვეტყვით, რომ პრემიერაზე ჭეშმარიტი ოპერის მოყვარულები ვერ მოხვდნენ და იქ მისვლა სპეციალური მოსაწვევებით იყო. ეს ფაქტი ოპერის ბაღში გარკვეულმა ჯგუფმა პერფომანსით გააპროტესტა...
- პირველი დღე დახურული იყო და მოსწავევებით მივიდა ხალხი, მაგრამ ჩემი აზრი მაქვს და მგონია, რომ 300-400 ბილეთი მაინც უნდა გაყიდულიყო. ყოფილიყო პარტერი მოწვეული სტუმრებისთვის, მაგრამ დანარჩენი ადგილები - მელომანებისთვის. დიდი ენრიკო კარუზო ამბობდა, რომ ღარიბი მსმენელი ყოველთვის ზემოთ, "გალიორკებზე" ზის. ამიტომ აპლოდისმენტებზე რომ გამოდიოდა, ყოველთვის ზემოთ აიხედავდა და იმ ხალხს უზგავნიდა კოცნას: ესენი ჩემი გულშემატკივრები არიან, ჭეშმარიტი მელომანებიო. თუნდაც ეს "გალიორკები" უნდა გაყიდულიყო, ვინაიდან არიან ამ ქვეყანაში ადამიანები, ვინც ამდენი წელი ელოდა ოპერის გახსნას და უნდოდა ამ დღესასწაულს დასწებოდა.

- ამ დროს იქ ზოგიერთი ისეთი მოხვდა, რომ საერთოდ არც აინტერესებს ხელოვნების ეს ჟანრი.
- კი, უბრალოდ ჩაიცვა ლამაზი სამოსი, რომ პუბლიკას დანახვებოდა... სპექტაკლზე რომ მობილურები ჰქონდათ ჩართული და ერთმანეთს ემესიჯებოდნენ, ეს სხვა თემაა... ეს ყველაფრი ძალიან სამწუხაროა...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
12:38 / 05-02-2016
საქმე გამოგელიატ და არ იციტ რაზე ატეხოთ აკალმაკალი,რა ს გაგიკვირდატ. სამი ცლის უკან სად იკავიტ
dali
12:31 / 05-02-2016
ეს ივერი ისეთი დონის მომღერალი არ არის, რომ ამდენი ილაპარაკოს.
Minichan
მსგავსი სიახლეები
"ეს ადამიანი სტუმრად ჩამოდის და არა იეღოველივით სააგიტაციოდ და ხალხის გადასაბირებლად"
"თქვენგან განსხვავებით, მსოფლიო საოპერო თეატრებს ბევრი გენიალური ჰომოსექსუალი დირექტორი ხელმძღვანელობს"
"რა დონის ხელმძღვანელიც ჰყავს თეატრს... იმას ჰკადრებს ამ წმინდა ხელოვნების ტაძარს!"
"ოპერაში ცხოველის ქურქით შემოსილებს განიხილავენ და გვერდით ტყავის საფულე, ტყავისვე ფეხსაცმელი ულაგიათ"
+PHOTO წარმოგიდგენთ სხვადასხვა ევროპული საოპერო სახლების პრემიერებზე მისული საზოგადოების ფოტოებს
+PHOTO| ერთი ქურქის მისაღებად საჭიროა 100-500 მელიის მოკვლა, 50 წაულის და ა.შ.
ვორონცოვის თაოსნობით, 1847 წლის 15 აპრილს თბილისში საძირკველი ჩაეყარა ოპერის თეატრის მშენებლობას
უცნობია, რას ასახავდა უჩვეულო ფორმის სასცენო დეკორაცია
გოგი ალექსი-მესხიშვილი თითქმის ერთი წელია დადგმის მხატვრულ გაფორმებაზე მუშაობს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:40 / 06-12-2016  Image სააკაშვილი: "თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ"
სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტი მის მიზანს არ წარმოადგენს
11:34 / 06-12-2016  Image "რეკლამები ცუდად მოქმედებს ახალგაზრდებსა და უმწიფარ ბავშვებზე, რომლებიც ცდუნდებიან და ტოტალიზატორებს აკითხავენ"
ქალებს უფრო უჭირთ, თავი დაანებონ თამაშს
13:28 / 06-12-2016  Image ავღანელმა მიგრანტმა ევროკომისიის ჩინოვნიკის ქალიშვილი გააუპატიურა და მოკლა
მარია სწავლისგან თავისუფალ დროს სხვადასხვა თავშესაფრებსა და სახლებში მცხოვრებ მიგრანტებს ეხმარებოდა
16:09 / 06-12-2016  Image 1 წლის ბარბარე გადარჩება! - გოგონასთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა
"ბარბარეს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება სასწრაფოდ, რაც 126 000 $ ღირს"
17:30 / 06-12-2016  Image მეკო კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე საპატრიარქოში...
ფეისბუქის გვერდი "რაგბის ფანები" ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49