რატი დურგლიშვილის პირველი კომენტარი მანქანის აფეთქების შემდეგ

რატი დურგლიშვილის პირველი კომენტარი მანქანის აფეთქების შემდეგ

დაახლოებით 1 საათის წინ, თბილისში, გაგარინის ქუჩაზე, "მერსედესის" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მომღერალ რატი დურგლიშვილს ეკუთვნის. ჩვენ ინფორმაცია მომღერალთან გადავამოწმეთ, იგი ადასტურებს ფაქტს:

"ნამდვილად გადავრჩი. გაგარინზე ჩვეულებრივად ვმოძრაობდი საკუთარი მანქანით. მანქანის წინა ნაწილში კვამლი შევამჩნიე, სწრაფად გავაჩერე და გადმოვედი. რამდენიმე წუთში მთლიანად აალდა. მანქანა მთლიანად დაიწვა, მისი გამოყენება შეუძლებელია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სახანძროს და პატრულს, რომ გადავრჩი". მომღერლის თქმით, დაზიანება არ მიუღია, რადგან მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა.

მოისმინეთ სატელეფონო ჩანაწერი: დურგლიშვილი დეტალურად აღწერს ავტომობილის აფეთქებას

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ შემთხვევის ადგილას გადაღებული ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება