რონალდოს ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები და ფოტოები

რონალდოს ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები და ფოტოები

წარმოგიდგენთ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს კრისტიანო რონალდო დუშ სანტუშ ავეირუზე.

მეორე სახელი - რონალდო, კრისტიანოს მამამ დაარქვა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის პატივსაცემად.

კრისტიანოს დედა დიასახლისი მარია დოლორესია, მამა ხოსე სინიჩი. ფეხბურთის ვარსკვლავის მამა სამოყვარულო დონეზე თამაშობდა ფეხბურთს. იგი 2005 წელს გარდაიცვალა. კრისტიანოს მამა ლოთი იყო (რა მიზეზითაც გარდაიცვალა 52 წლის ასაკში), ძმა კი ნარკომანი. რონალდო ყველაფერს აკეთებდა მათ დასახმარებლად, მაგრამ მამის გადარჩენა ვერ მოახერხა.

კრისტიანოს ჰყავს ერთი ძმა ჰიუგო და ორი და: კატია და ელმა.

17 წლის კრისტიანოს პორტუგალიურ კლუბ "სპორტინგში" სათამაშოდ მატერიკზე მოუწია გადასვლა. თანატოლები მას პროვინციული აქცენტის გამო დასცინოდნენ.

"მანჩესტერში" შემთხვევით გადავიდა: "მანჩესტერმა" მეგობრული მატჩი გამართა "სპორტინგთან", სადაც 3:1 წააგო. ყველაზე მეტად გუნდს რონალდო აწუხებდა. რონალდო ბრიტანეთში ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ფეხბურთელი გახდა: "მანჩესტერმა" მას 12 მილიონი ფუნტი გადაუხადა ორი სეზონისთვის.

პრესაში არ ცხრება კამათი კრისტიანოს სექსუალური ორიენტაციის შესახებ. მედიაში ხშირად წერენ, რომ ის გეია. ჭორები კიდევ უფრო გაამძაფრა ამერიკელმა მომღერალმა რიანამ, რომელმაც კრისტიანოსთან გადაღებულ ფოტოს შემდეგი წარწერა გაუკეთა: "მე ბევრი გეი მეგობარი მყავს". ასეა თუ ისე, რონალდოს 2010 წლიდან 2015 წლამდე ურთიერთობა აკავშირებდა სუპერმოდელ ირინა შეიკთან, რომლის ცოლად მოყვანასაც აპირებდა. ამჟამად რონალდოს რჩეული 26 წლის ლუსია ვილანონია, Real Madrid TV-ს წამყვანი.

2010 წელს რონალდომ "ტვიტერში" განაცხადა, რომ შვილი ეყოლა. ბავშვის დედაზე ფეხბურთელი არ საუბრობს, მაგრამ ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბიჭი მას სუროგატი დედისგან ჰყავს. 2017 წელს რონალდო კიდევ სამი შვილის მამა გახდა - ტყუპი გოგონა და ბიჭი მას სუროგატმა დედამ გაუჩინა, კიდევ ერთი გოგონა კი მოდელმა ჯორჯინა როდრიგესმა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერე

ირინა შეიკი ქანიე უესთს ხვდება? - შესაძლოა, მალე ფანებმა ახალი ვარსკვლავური წყვილი იხილონ

"ყველას მოვუწოდებ, თუ სახლში ხართ ჩაკეტილები, დემოგრაფიაზე ვიზრუნოთ და გავმრავლდეთ" - გიორგი ყიფშიძე და ენი გასოევი მეოთხე შვილსა და ოჯახურ ცხოვრებაზე

"უკრაინა მისთვის ლამაზი და ამაყი ქალია, ის კი ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან" - ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში სააკაშვილს განასახიერებს