"მეწყინებოდა, ჩემი ქურქი რომ არ შეემჩნიათ" - ნინო ანანიაშვილის კომენტარი "ქურქების სკანდალზე"

 "მეწყინებოდა, ჩემი ქურქი რომ არ შეემჩნიათ" - ნინო ანანიაშვილის კომენტარი "ქურქების სკანდალზე"

12 თებერვალს თბი­ლისის ახალგახსნილ ოპერისა და ბალეტის თეატრში მორიგი პრემიერაა, საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის მიერ აღდგენილ "გორდას" წარმოადგენს. ანანიაშვილი "კვირის პალიტრას" სპექტაკლის შესახებ ესაუბრა, თუმცა ინტერვიუში მოცეკვავე განახლებული ოპერის გახსნაზე მისული საზოგადოების ჩაცმულობის თემასაც შეეხო, რამაც სკანდალი გამოიწვია.

- თეატრის გახსნის შემდეგ საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელებში იმაზე მსჯელობდა, ვის რა ქურქი ეცვა...

- ოპერის თეატრი იქნება ადგილი, სადაც მოსვლა ხალხს გაუხარდება. მიხვდებიან, რომ თუ ადამიანებმა ლამაზად ჩაიცვეს, კი არ უნდა გვეწყინოს, უნდა გაგვიხარდეს. იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენად ძვირფასად იმოსება, არამედ იმას, თუ რამდენად გეძვირფასება ხელოვნება. ოპერაში დაუბანელები და ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით უნდა მოვიდნენ? მეწყინებოდა, ჩემი ქურქი რომ არ შეემჩნიათ, რადგან 12 წელია თბილისში ვარ და ვერსად ვერ მოვახერხე მისი ჩაცმა. ხალხი ჩაცმულობაზე ლაპარაკობდა, ნაცვლად იმისა, ეთქვათ, რა ბედნიერებაა, რომ საქართველოში ასეთი თეატრი გვაქვსო. ჩემი ქურქი უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ოპერის თეატრის გახსნა?

მთელ მსოფლიოში არის მაყურებელთა კატეგორია, რომელმაც შესაძლოა პარტერში ვერ იყიდოს ბილეთი, მაგრამ საიდანაც შეეძლება ცქერა, იქიდან მიიღებს სიამოვნებას. ჩვენ მათთვის ვმუშაობთ და გვინდა ასეთი მაყურებლის რიცხვი კიდევ უფრო გავზარდოთ. გეპატიჟებით, მოდით, გვნახეთ და მერე წერეთ, რაც მოგესურვებათ.

მასალა სრულად წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 8 თებერვლის ნომერში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება