როგორ იკვებება ფეხმძიმე ანა მარგველაშვილი

როგორ იკვებება ფეხმძიმე ანა მარგველაშვილი

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მალე ბაბუა გახდება. როგორც ამბობენ, ანა მარგველაშვილი ორი თვის ფეხმძიმეა.

პრეზიდენტის ქალიშვილი და დიჯეი გიგი ჩიჩუა რამდენიმე წლის წინ დაქორწინდნენ.

ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ეს ჭორი არც ერთხელ არ დადასტურდა.

წყვილი არასდროს გამოირჩეოდა პრესასთან ურთიერთობის სიყვარულით.

ამჯერად გიგი და ანა გუდაურში ისვენებენ.

მანამდე კი ანამ ჩინურ რესტორანში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

''ღორი ხარ ჩვეულებრივი'', - წერს ანას და გიგის მეგობარი თიკა ჯამბურია.

მეგობრები დაინტერესდნენ, რა საჭმელი იყო სუფრაზე.

''პეკინური იხვი, გუმბაო ანანასით. ბრინჯი კიტრით და ნივრით და შემწვარი ლობიო'', - წერს ანა.

ფოტო ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება, მამულიჩაც კი მოიხიბლა და გადაწყვიტა, უახლოეს დღეებში იგივე კერძები დააგემოვნოს.

იხილეთ ფოტო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება