ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
14:20 / 16-02-2016
ნანი ბრეგვაძე მიხეილ სააკაშვილზე: "ქართველი ნებისმიერ შემთხვევაში უბრუნდება საკუთარ მიწას"
რომანსების ქართველი დედოფალი ნანი ბრეგვაძე 80 წლის ხდება. მომღერალი მრავალწლიანი კარიერის დასრულებას ივლისში, საიუბილეო საღამოზე აპირებს. ამის შესახებ ბრეგვაძემ უკრაინულ გამოცემა ГОРДОН-თან ინტერვიუში ისაუბრა. ამჟამად, მომღერალი 8 მარტს კიევში გასამართი კონცერტისთვის ემზადება. ნანი უკრაინულ სცენაზე ქალიშვილთან, ეკა მამალაძესთან და შვილიშვილთან, ნატალია ქუთათელაძესთან ერთად წარსდგება. მათთან ერთად უკრაინელი მსმენელისთვის ბუბა კიკაბიძეც იმღერებს.

ინტერვიუში რომანსების დედოფალმა არა მხოლოდ შემოქმედებით გეგმებზე და ოჯახზე, არამედ პოლიტიკაზეც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ელენა პოსკანნაია დასაწყისშივე გააფრთხილა: "პოლიტიკურ თემებზე არ ვისაუბრებ. ეს ჩემი საქმე არ არის. თანაც, ისეთი მდგომარეობაა, ღმერთმა არ ქნას, რამე წამოგცდეს - პრობლემები არ აგცდება"

- ახლა ხომ უკრაინაში ძალიან რთული ვითარებაა, მიდის ომი, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი არჩევანი და პოზიცია...
- მე მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგრამ არ მინდა ვისაუბრო, ზედმეტი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით. ინტერვიუზე იშვიათად ვთანხმდები, რადგანაც მისვამენ შეკითხვებს, რომლებსაც გულწრფელად ვპასუხობ, შემდეგ კი ვიღაცეები მას სხვანაირად იგებენ. ამიტომ, სჯობს არ შევეხო ასეთ თემებს. სჯობს, პოლიტიკით პოლიტიკოსები დაკავდნენ.

- ქართული გუნდის უკრაინულ მოღვაწეობას თვალყურს არ ადევნებთ?
- ვუყურებ სიახლეებს. საქმის კურსში ვარ, მაგრამ არ ვერთვები დისკუსიებში. სიბერის წლებში სულიერი სიმშვიდე მინდა და არა ემოციური ჩართულობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკუსიებში. არ მესმის, როგორ შეიძლება თქმა: ეს ადამიანები მიყვარს, ეს ადამიანები - არა. მე ყველა მიყვარს. მიყვარს უკრაინელები, რუსები, ბელორუსები, აზერბაიჯანელები, სომხები... ყველგან არიან არაჩვეულებრივი ადამიანები. ეძიეთ მათში კარგი და არა ცუდი. ასეთ შემთხვევაში, ყველა ბედნიერად იცხოვრებს დედამიწაზე.

- და მაინც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახლა ოდესის ოლქის გუბერნატორია. ვიცი, ბევრი ქართველი მიხეილ სააკაშვილზე გაბრაზებულიც კია იმის გამო, რომ მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და ვერ შეძლებს კიდევ ერთხელ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- ეს მე არ მეხება. მე მიყვარს ჩემი სამშობლო. საქართველო - ჩემი მშვენიერი
ქვეყანა. ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება გიყვარდეს მეტად. ვერ წარმომიდგენია, დავტოვო თბილისი! მეორეს მხრივ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მიემგზავრებიან ე.ი ასეა საჭირო. თუმცა, ერთი რამ ზუსტად ვიცი: არც ერთი ქართველი სამუდამოდ არ დარჩენილა საქართველოს საზღვრებს გარეთ და ოდესმე, ნებისმიერ შემთხვევაში უბრუნდება საკუთარ მიწას.

მომზადებულია gordonua.com-ის მიხედვით
14:58 / 18-02-2016
ნინი
0
აუ რამდენი ყოფილხართ ღვარძლიანი, დაბოღმილი ....და უაზრო წერისა და კითხვისას...ანუ, ზუსტად ის საზოგადოება როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა შეაფასა ქართული საზოგადოება. უკვე, შემეშინდა!
13:36 / 18-02-2016
წყალნი წავლენ და წამოვლენ...
0
ნანი, ღირსეული ქალბატონი ბრძანდებით, პროფესიონალი და ბევრ თქვენზე ასაკით ახალგაზრდაზე თანამედროვედაც აზროვნებთ.

მიშაც დაბრუნდება, გრიშაც და ტქვენ კი ვერ მოესწრებით ბოღმისაგან გამსკდრები...
მეცინება, ეს ბნელი ბოღმები "ყველაფერი ქართული, საქართველო" და მისთანებს რომ გაიძახით პათეტიკურად. ან იმაზე მაინც შეთანხმდით, კა-გე-ბე-ს აგენტია მიშა თუ ცე-ერ უ -სი. იქნებ ქ-ნი ნანიც აგენტია და ყველა ჭკვიანი პროფესიონალი, ვინც თქვენ გესლს არ იზიარებს?!
იცოდა ამ ქალმა ერთუჯრედიანების რეაქცია და იმიტომ გააკეთა ასეთი ნეიტრალური განცხადება.
მსგავსი სიახლეები
"პეტრო ოლექსეევიჩ პოროშენკო, მე შემიძლია გითხრათ, რომ ცუდი მრჩევლები გყავთ. ამ
"აშკარაა, რომ უკრაინამ მორიგი "იანუკოვიჩი" მიიღო - ოღონდ ინგლისურად მოლაპარაკე!!!"
"საერთაშორისო კანონმდებლობით, ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ შეიძლება და მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა გააჩნია"
"უკრაინის არმიის შეიარაღებით, შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება შეიცვალოს..."
პოროშენკოს განცხადებით, კარგია, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება
ექს-პრეზიდენტი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:20 / 27-07-2017  Image ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის ლიკვიდაცია დაიწყო
"არმია" მთლიანად გადავა საკონტრაქტო სამსახურზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალებში იქნება ჩარიცხული
09:00 / 27-07-2017  Image რა მდგომარეობაა "რუსთავი 2"-ში ხანძრის შემდეგ - ფოტოები შენობიდან და ხანძრის გაჩენის დეტალები
გარკვეული დროით ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა
15:16 / 27-07-2017  Image "ფეისბუქი" ქართულენოვან თანამშრომელს ეძებს
ეს პოზიცია სრულ განაკვეთზეა და დუბლინის ოფისში მდებარეობს
10:05 / 27-07-2017  Image ბადაგონის დიდი ოქრო!
ვულოცავთ ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას!
16:49 / 26-07-2017  Image "სული, ხორცი, მეწვის, გული სკდება და არც გასკდა, რომ დავისვენო ამ ჯოჯოხეთური ტკივილისგან" - მანჩო გიორგობიანი შვილს სულისშემძვრელ პოსტს უძღვნის
"მძიმე ნარკოტიკი როდის გასინჯე, ისიც მითხარი და რომ არ შემიყოლიოს, მეშინიაო და მაგიტომაც აღარ მოგინდა ამერიკაში დაბრუნება"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49